სიახლეები
ეტალონი

„ჩვენ მხარს ვუჭერთ განათლებას“- ყაზბეგმა „ეტალონი მოსწავლე“ გამოავლინა
15-04-2019
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ- ჩემპიონატი გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით სტეფანწმინდის N1 საჯარო სკოლაში ჩატარდა, სადაც „ყაზბეგის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.

ღონისძიებას მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე ზაგაშვილი, რესურსცენტრის უფროსი ქეთევან ალიბეგაშვილი, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავჯდომარე მანანა სეთურიძე, საკრებულოს აპარატის უფროსი თამარ ოდიშვილი, მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი მაია ხუციშვილი, მერის თანაშემწე ძიძია გომიაშვილი, მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის, საინფორმაციო განყოფილების უფროსი ნინო გელაძე, სკოლის დირექტორები, მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.

სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ თანაწამყვანის როლი მოირგო და საკონკურსო კითხვებს ის პროექტის ავტორთან გოჩა ტყეშელაშვილთან ერთად აცნობდა კონკურსის მონაწილეებს.

პირველ სამ ადგილზე გასულ მონაწილეს „ეტალონისა“ და „პალიტრა L-ის“ ერთობლივი საჩუქარი, წიგნები გადაეცათ. პირველი სამი საპრიზო ადგილის მფლობელი მონაწილე სახელმწიფო რწმუნებულმაც დააჯილდოვა.

მცხეთა-მთიანეთის სახელწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ჩატარებული ჩემპიონატი ემოციურად შეაფასა და Etaloni.ge - სთან პირველი სამი ადგილის მფლობელი მოსწავლეებისთვის დაწესებულ საჩუქარზე ისაუბრა:

„დღევანდელი დღე ნამდვილად განსაკუთრებული ემოციებით იყო დატვირთული. საოცრად გამოხატავდნენ ბავშვები თანატოლების წარმატებას და ეს ნამდვილად არის ის უმნიშვნელოვანესი რამ, რასაც ასწავლის „ეტალონი“ მომავალ თაობას. ჩვენ მხარს ვუჭერთ განათლებას და ყველა იმ პროექტს, რომელიც განათლების მხარდასაჭერად არის ორიენტირებული და ვცდილობთ ჩვენი გვერდში დგომა სიმბოლური საჩუქრებითაც გამოვხატოთ. დღეს წამახალისებელი საჩუქარი გავაკეთეთ მოხევე ბავშვებისთვის. გამარჯვებული მოსწავლეებისთვის დაიგეგმება ძალიან საინტერესო ტური ძველ თბილისში და ასევე მათთვის საყვარელი „​„ვენდისი“გაუმასპინძლდება გემრიელი ლანჩით. კიდევ ერთხელ ვულოცავ ამ არაჩვეულებრივ მოსწავლეებს დღევანდელ დღეს და ვუსურვებ „ყაზბეგის ეტალონი მოსწავლეს“ წარმატებულ ასპარეზობას პროექტის ფინალურ ტურშიც“.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე ზაგაშვილმა „ეტალონის“ მნიშვნელობაზე ისაუბრა და „ყაზბეგის ეტალონ მოსწავლეს“ ჩემპიონატის ფინალურ ტურში წარმატებები უსურვა:

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომლის მთავარი მიზანია მოსწავლეების გააქტიურება და საგანმანათლებლო პროცესებში მეტი ჩართულობა. „ეტალონი“ ნამდვილად ზრდის მოტივაციას ჩვენს მომავალ თაობაში. ისინი მეტად ცდილობენ განათლებით წარმატების მიღწევას, რაც ცალსახად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. მინდა ყველა ბავშვს ვუსურვო წარმატებები. ჩვენს „ეტალონ მოსწავლეს“ კი გამარჯვება ფინალურ ტურში“.

რესურსცენტრის უფროსმა ქეთევან ალიბეგაშვილმა პროექტში მოსწავლეთა მაღალ ჩართულობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროექტი აყალიბებს მოსწავლეებს შორის ჯანსაღ კონკურენციას:

„ეტალონი“ ზრდის მოტივაციას, აყალიბებს ჯანსაღ კონკურენციას და სძენს მოსწავლეებს კომუნიკაციის, თანამშრომლობის უნარს. აღსანიშნავია, რომ წლიდან-წლამდე იზრდება მონაწილეობის მსურველთა რიცხვი. წლების განმავლობაში მონაწილეობენ ბავშვები და იციან, რომ ეს არის პროექტი სადაც ცოდნა აუცილებლად დაუფასდებათ. მინდა მადლობა გადავუხადო „ეტალონის“ ავტორს გოჩა ტყეშელაშვილს და ყველა მოსწავლეს წარმატებები ვუსურვო“.

საკრებულოს აპარატის უფროსმა თამარ ოდიშვილმა „ეტალონის“ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის მასშტაბით მონაწილეთა რიცხვი ყოველწიურად იზრდება:

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ პროექტს ჩვენი მომავალი თაობისთვის. აღსანიშნავია, რომ მონაწილეთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება და იზრდება ასევე ხარისხი. ძალიან მიხარია, რომ „ეტალონში“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობა ასეთი აქტიურია. ყველას ვულოცავ დღევანდელ დღეს და ვუსურვებ მათ მეტ წარმატებას და მეტ სიმაღლეებს“.

მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსმა მაია ხუციშვილმა აღნიშნა, რომ ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ჩატარებული ინეტელქტ- ჩემპიონატმა ემოციურად ჩაიარა. მან ჩემპიონატის მონაწილე მოსწავლეს წარმატებები უსურვა:

„ნამდვილად ემოციური იყო დღევანდელი დღე. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ბატონ გოჩას ასეთი არაჩვეულებრივი პროექტისთვის. მინდა წარმატებები გისურვოთ თქვენ და ასევე ჩვენი მუნიციპალიტეტის არაჩვეულებრივ ახალგაზრდებს, რომლებმაც დღეს დიდი წარმატება მოიპოვეს“.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის თანაშემწემ ძიძია გომიაშვილმა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ჩატარებული ჩემპიონატი შეაფასა და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის მერია „ეტალონის“ მხარდასაჭერად სრულ მზადყოფნას გამოთქვამს:

„პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის მართლაც მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდების განათლებას. მუნიციპალიტეტის მერია მზადყოფნას გამოთქვამს „ეტალონის“ მხარდასაჭერად და მოხარული ვართ რომ ამ შესანიშნავი პროექტის მონაწილეები ჩვენც ვართ. დღეს ძალიან მაღალი შედეგები დაფიქსირდა. ვიმედოვნებ, მომავალში მეტი მოსწავლე ჩაერთვება ამ პროექტში, ექნებათ უკეთესი შედეგი, მეტად განვითარდებიან და არ შემოიფარგლებიან დღევანდელი დღით“.

გუდაურის საჯარო სკოლის ფიზიკა- მათემატიკის მასწავლებლის მზია ქავთარაძის თქმით გუდაურის საჯარო სკოლისა და „ეტალონის“ მეგობრობა უკვე წლებს ითვლის:

„ეტალონი“ ჩვენთვის ნაცნობი პროექტია. უკვე წლებია ჩვენი მეგობრობა გრძელდება და ძალიან მიხარია, რომ ჩვენი ბავშვები თავისი სურვილით გამოთქვამენ მონაწილეობის სურვილს. სამი წლის წინ ჩვენი სკოლის მოსწავლე იყო „ყაზბეგის ეტალონი მოსწავლე“ და მან ჩვენი მუნიციპალიტეტი საქართველოს მასშტაბით სპორტის სასახლეში გამართულ ფინალურ ჩემპიონატზე წარადგინა. დღევანდელი გამარჯვებული არაჩვეულებრივი გოგონაა. მინდა მას და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ყველა ახალგაზრდას წარმატებები ვუსურვო“.

ყაზბეგის ეტალონი მოსწავლის ტიტული გუდაურის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლემ ანი სეთურიძემ მოიპოვა:

„ძალიან ბედნიერი ვარ და ყველას ვუსურვებ წარმატებას. ძალიან დიდ ხანს ვემზადებოდი დღევანდელი დღისთვის. მინდა მადლობა ვუთხრა „ეტალონს“ ამ დღისთვის“.

დღევანდელ შეჯიბრში გამარჯვებულმა „ყაზბეგის ეტალონი მოსწავლის" ტიტული და საქართველოს ეროვნული ინტელექტ- ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.

„ეტალონი“ 2018-2019 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და „ეტალონ მოსწავლეებს“ადგილზევე გამოავლენს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ქობულეთის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ღმერთმა რომ საქართველოს გადმოხედოს, ატირდება“ - 23 აპრილი ივანე ჯავახიშვილის დაბადების დღეა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
რესურსცენტრების ახალი დებულება - რომელ 5 ტერიტორიულ ორგანოს შეეხო ცვლილება და რა დაევალათ სკოლის დირექტორებისა თუ სამეურვეო საბჭოების მიმართულებით
მეთორმეტეკლასელებს სამი საგნის ექსპერტები შეხვდებიან - დეტალები
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
წიგნის სიყვარულის გაღვივების და ინტერესის გაჩენის მიზნით სკოლა ამ დღეს ყოველწლიურად სხვადასხვა სახის აქტივობით უერთდება
პროექტზე მუშაობდნენ მეოთხე კლასის მოსწავლეები მასწავლებელ ხათუნა ქამადაძესთან ერთად

 
ზემო ხანდაკის საჯარო სკოლის VI კლასში ბუნების გაკვეთილზე გაიმართა ლექცია-სემინარი
 
ღონისძიების ორგანიზატორი-ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი/ეკოკლუბის ხელმძღვანელი ლია რამიშვილი გახლდათ
საინტერესო
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
როგორ უნდა გამოიყენოთ ნოველები სასწავლო პროცესში, როგორც სწავლების სტრატეგია?
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება