სიახლეები
ეტალონი

ადიგენის გამგეობა ''ეტალონში'' პირველ სამ ადგილზე გასულ მოსწავლეს ფულად პრიზებს გადასცემს
16-03-2017
-
+


სოციალურ - საგანმანათლებლო პროექტი ''ეტალონი'' გრძელდება.

ამჯერად ''ადიგენის ეტალონი მოსწავლე'' გამოვლინდა. 

ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი მოხის სკოლაში ჩატარდა. 

ადიგენის გამორჩეული ახალგაზრდები ერთმანეთს პირველობისათვის დაუპირისპირდნენ. 

ღონისძიებას ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაქარია ენდელაძე, რესურსცენტრის უფროსი ინგა ბოჭორიშვილი, გამგეობის მთავარი სპეციალისტი საორგანიზაციო და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში მამუკა კალანდაძე, მოხის სკოლის დირექტორი ნათია რეხვიაშვილი, სკოლის წარმომადგენლები, დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები  დაესწრნენ.   

დაძაბული ინტელექტუალური დაპირისპირების შედეგად გამარჯვებული გამოვლინდა. 

''ადიგენის ეტალონი მოსწავლის'' ტიტულს არლის სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე, თორნიკე აკოფაშვილი დაეუფლა.

''ადიგენის ეტალონი მოსწავლე'' თორნიკე აკოფაშვილი აღნიშნავს, რომ მისთვის გამარჯვება მოულოდნელი არ ყოფილა:

''ძალიან გახარებული ვარ წარმატებით. სიმართლე გითხრათ, ველოდი გამარჯვებას. დიდი მადლობა ''ეტალონს'', რომ ასეთ შანსს გვაძლევს მოსწავლეებს. მომავალ ''ეტალონელებს'' ვურჩევ, რომ უფრო მეტი იკითხონ, იმეცადინონ და ისწავლონ, წარმატებაც სწორედ ამაზეა დამოკიდებული.''

არლის სკოლის დირექტორის მარო ჩხიტუნიძე იმედოვნებს, რომ მისი სკოლის მოსწავლე ფინალურ ღონისძიებაზეც წარმატებას მიაღწევს:

''ამ პროეექტს კარგა ხანია, ვიცნობ. მე, როგორც სკოლის დირექტორს,  2007 წელსაც მყავდა ''ეტალონში'' გამარჯვებული მოსწავლე. შეიძლება ითქვას, რომ ორგზის ''ეტალონელი'' დირექტორი ვარ. ძალიან გახარებული ვარ გუშინდელი შედეგებით. რაც შეეხება თორნიკეს, ძალიან წყნარი, მშვიდი, ლოგიკურად მოაზროვნე ბავშვია, იმედი მაქვს ფინალურ ღონისძიებაზე თავის სიტყვას იტყვის. აღფრთოვანებული ვარ ''ეტალონით'', რადგან უნიკალური საგანმანათლებლო პროექტია, რომელსაც გაცილებით მეტი მხარდაჭერა სჭირდება, ვიდრე დღეს აქვს. ბატონი გოჩა ნამდვილად სანაქებო მამულიშვილია და ღმერთმა უმრავლოს საქართველოს ასეთი ადამიანები.''

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაქარია ენდელაძე აღნიშნავს, რომ წლებია, ''ეტალონთან'' თანამშრომლობენ:

''მადლიერები ვართ, რომ ასეთი პროექტი არსებობს ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ უკვე წლებია, ტრადიციულად ვთანამშრომლობთ ''ეტალონთან''. ჩვენს მუნიციპალიტეტში და მოსწავლე-ახალგაზრდობაში დიდი პოპულარობით სარგებლობს ეს პროექტი, რომელიც ხელს უწყობს ბავშვების ინტერესის გაღრმავებას სწავლისადმი. გვიხარია და მოგწონს ის ფაქტი, რომ კარგი ურთიერთობა გვაქვს ''ეტალონთან'', სწორედ ამ პროექტით წარმოჩინდებიან ჩვენი მოსწავლეები.''

რესურსცენტრის უფროსის ინგა ბოჭორიშვილის თქმით, ''ეტალონი'' საუკეთესო ინტელექტუალური პროექტია:

''ეტალონი'' საუკეთესო ინტელექტუალური პროექტია. იგი საინტერესო, მასშტაბური და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ახალგზარდებისათვის. ბავშვების მაღალი ჩართულობა სწორედ ამის დასტურია. ჩვენმა მოსწავლეებმა მაღალი ქულები დააფიქსირებს, შედეგები ძალიან სასიამოვნო იყო. გამარჯვებულის გამოვლენა ობიექტურად მოხდა, რადგან ''ადგენის ეტალონ მოსწავლეს'' სხვადასხვა სასკოლო ღონისძიებაშიც აქვს წარმატებები. რაც შეეხება ''ეტალონთან'' თანამშრომლობას, ძალიან სასიამოვნოა ამ კეთილშობილურ საქმეში მონაწილეობა, კვლავაც აქტიურად გავაგრძლებთ თანამშრომლობას.'' 

მოხის სკოლის დირექტორი ნათია რეხვიაშვილი მადლობას უხდის ორგანიზატორებს, რომ ''ეტალონის'' ღონისძიება მოხის სკოლაში ჩატარდა:

''ძალიან კარგი ღონისძიება იყო, მოხარული ვარ, რომ ჩემს სკოლაში ჩატარდა. ყველა ბავშვს უხარია ამ ინტელექტუალურ შეჯიბრში მონაწილეობა. დიდი მადლობა ორგანიზატორებს, ვინც გადაწყვიტა, რომ ჩემს სკოლაში ჩატარებულიყო ასეთი კარგი ღონისძიება.''

''ადიგენის ეტალონი მოსწავლის'' ტიტულის მფლობელი თორნიკე აკოფაშვილი, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას. 

მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება. ''ეტალონი" 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს ''ეტალონ მოსწავლეებს''.  


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
ბრალდებულმა, მკვეთრი მანევრით, ნაპირიდან მოშორებით „ბანანი“ ამოატრიალა, რის შედეგადაც უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩაცვივდნენ
NAEC ერთთვიან ვადას ასახელებს - დეტალები
„ჩემს მოსწავლეებს მოვუყვები რა გზა გაიარა გიორგი მამარდაშვილმა საქართველოს ნაკრების გმირობამდე...“
პიროვნება
ის მომავალი თაობის პასუხისმგებლიან მოქალაქეებად ჩამოყალიბებასა და წარმატებულ მომავალზე აქტიურად ზრუნავს
სკოლები
მოსწავლეებმა მხატვრულად წაკითხული პოეზიით დამსწრე საზოგადოება მოხიბლეს
სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო, ნაყოფიერი, შედეგზე ორიენტირებული აქტივობებითაა გაჯერებული
საინტერესო
სწავლობენ სხვისი აზრის გათვალისწინებას და იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ერთი ადამიანის წვლილი საერთო და მასშტაბურ საქმეში
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
სიახლეები
საზოგადოება