სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„მჯერა, აფხაზეთში საქართველო გათენდება“- აფხაზეთის ა/რ „ეტალონის“ ფინალისთვის ემზადება
11-04-2019
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ- ჩემპიონატი გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროში ჩატარდა, სადაც „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.

ღონისძიებას აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ა/რ განათლების და კულტურის მინისტრი - მანანა ქვაჩახია, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე - ბესიკ ოდიშარია, აფხაზეთის ა/რ განათლების და კულტურის საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის უფროსი – ნინო ლობჟანიძე, გალის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი – ნონა შონია, სკოლის დირექტორები, მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ პროექტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მოვლენად შეაფასა, რომელიც ეხმარება მოსწავლეებს თავიანთი ნიჭის გამოვლენაში: 

„ღონისძიება კი არა, თავისი აზრითა და შინაარსით, „ეტალონი“ არის მოვლენა, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და აუცილებელი. დიდი მადლობა ბატონ გოჩას და მის არაჩვეულებრივ გუნდს ასეთი პროექტისთვის. სწორედ ამ პროექტის დახმარებით, ჩვენს მოსწავლეებს აქვთ საშუალება, უკეთ წარმოაჩინონ მათი ნიჭი და გონიერება“.

აფხაზეთის ა/რ განათლების და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ „ეტალონის“ შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს პროექტი არის ცოდნის მიღების უნიკალური მეთოდი, რომელსაც ანალოგი არ ყავს:

„ეს პროექტი ჩვენთვის, ჩვენი მოსწავლეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს განსაკუთრებული პროექტია ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსწავლეებისთვის. მოგეხსენებათ, შარშან ჩვენი „ეტალონი მოსწავლე“ გახდა სწორედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსწავლე . ეს პროექტი საერთოდ არის ძალიან მასშტაბური, რომლეიც მთელ საქართველოს მოიცავს და მასში ყველა სკოლაა ჩართული. ეს არის ცოდნის მიღების უნიკალური მეთოდი, რომელსაც არ ყავს ანალოგი არა მხოლოდ არამედ მსოფლიო მასშტაბით“.

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილემ ბესიკ ოდიშარიამ აფხაზეთისთვის „ეტალონის“ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი:

„პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო „ეტალონს“, იმ ქართული სულის აღორძინებისთვის, რაც დღეს ნაჩვენები იყო ამ ღონისძიებაზე. მე მჯერა, რომ აფხაზეთში საქართველო გათენდება. „ეტალონი“ ძალიან ბევრს აკეთებს ამისთვის“.

აფხაზეთის ა/რ განათლების და კულტურის საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის უფროსმა ნინო ლობჟანიძემ აღნიშნა, რომ „ეტალონი“ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოკუპირებული ტერიტორიის სკოლის მოსწავლეებისთვის, რომლებიც ამ პროექტის საშუალებით ახერხებენ საკუთარი ინტელექტუალური შესაძლებლობების წარმოჩენას:

„საინტერესო დღე იყო, როგორც ყოველთვის. ბავშვებმა თავისი შესაძლებლობები მაქსიმალურად წარმოაჩინეს და ვფიქრობ, რომ ფინალურ ტურში, რომელიც უკვე ორ თვეში იგეგმება, ჩვენი გამარჯვებული წარმატებით იასპარეზებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია თითოეული ახალგაზრდისთვის, მით უმეტეს ოკუპირებული ტერიტორიის სკოლის მოსწავლეებისათვის, რომლებსაც ნაკლები შესაძლებლობა აქვთ მსგავს კონკურსებში მონაწილეობის და ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კონკურსია, რომელიც მათი ინტელექტუალური შესაძლებლობების წარმოჩენას უწყობს ხელს“.

გალის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ნონა შონიამ აღნიშნა, რომ „ეტალონი“ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პროექტია ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსწავლეებისთვის, რომლებიც ყოველთვის აქტიურად ცდილობენ პროექტში ჩართვას:

„ეტალონი“ არის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც თითოეული ჩვენი ახალგაზრდის წარმატებული მომავლის საწინდარია. ის ძალიან დიდ კვალს ტოვებს ჩვენს ახალგაზრდებში. მნიშვნელოვანია ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსწავლეებისთვის, რომლებიც ყოველთვის ცდილობენ აქტიურები იყვნენ „ეტალონის“ ჩემპიონატებში. მე მინდა თითოეული დღევანდელ მონაწილეს მივულოცო, რადგან მნიშვნელობა არ აქვს გავიდა თუ არა ის რომელიმე საპრიზო ადგილზე, მთავარი აქ მონაწილეობა და ის მოტივაცია, რომელიც მათ გააჩნიათ. მინდა მადლობა ვუთხრა „ეტალონის“ ავტორს, ბატონ გოჩა ტყეშელაშვილსა და მთლიან შემოქმედებით გუნდს“. 

აფხაზეთის N1 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა ნანა დარასელიამ მარიამ არშბას გამარჯვება მიულოცა და პროექტის ფინალში წარმატებები უსურვა მას:

„ჩემს სიხარულს საზღვარი არ აქვს. ვფიქრობ, ნებისმიერი პედაგოგისთვის განსაკუთრებული სიხარულის მომნიჭებელია, მისი მოსწავლის წარმატება. მინდა მარიამს გამარჯვება მივულოცო და თითოეულ მოსწავლეს წარმატება ვუსურვო, ვინც ისწრაფვის იმისკენ, რომ განათლებას დაეუფლოს. წარმატებებს ვუსურვებ ყველა ახალგაზრდას, განსაკუთრებით ჩემს მოსწავლეებს, რომლებიც იზრდებიან საქართველოში“.

"აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლის" ტიტული აფხაზეთის N1 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლემ მარიამ არშბამ მოიპოვა:

„ძალიან ვღელავ. ახლაც მიჭირს სიტყვების პოვნა, იმის გამოსახატავად, როგორი ბედნიერი ვარ. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ჩვენი სკოლის დირექტორს, პედაგოგებს. ჩემი სახელისა და გვარის გამოცხადების პირველივე წამიდან მინდა, დედაჩემს დავურეკო და ვახარო ეს ამბავი. ძალიან ბედნიერი ვარ და მადლობა თქვენ“.

შეჯიბრში გამარჯვებულმა „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლის" ტიტული და საქართველოს ეროვნული ინტელექტ- ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.

„ეტალონი“ 2018-2019 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და „ეტალონ მოსწავლეებს“ადგილზევე გამოავლენს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


სკოლები
მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ
მოსწავლეებმა სასწავლო წლის წარმატებით დასრულება მრავალფეროვანი აქტივობით აღნიშნეს
წარმოდგენილი პროექტის გეგმის ნიმუში, ვფიქრობ, სასარგებლო იქნება აღნიშნულით დაინტერესებული პედაგოგებისათვის
სიახლეები
საგამოცდო ცენტრებში მისასვლელად გამოყოფილი იქნება დამატებითი საზოგადოებრივი ტრანსპორტი
 
ჭაჭკარის ინფრასტრუქტურულად განვითარებაში მნიშვნელოვან ტურისტულ პოტენციალს ხედავენ
2019 წლის მასწავლებელთა და აბიტურიენტთა საცდელი ტესტირების შედგები ცნობილია
აპლიკანტების სია, ვისაც უარი ეთქვა ეროვნულ გამოცდებზე განსაკუთრებული პირობებისა და დამატებითი დროზე
გამოცდები 10 ივლისს პროფესიული უნარებით იწყება და 21 ივლისს სრულდება
საინტერესო
etaloni.ge არდადეგებზე სანახავი ფილმების კოლექციას გთავაზობთ
გოგონები იმ 19 ადამიანს შორის არიან, რომლებიც ტრაგიკულად ემსხვერპლნენ სტიქიას
სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება და სასკოლო ცხოვრება სულ უფრო დიდ ყურადღებას იპყრობს...
პიროვნება
ადიგენის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურცენტრის უფროსი, ინგა ბოჭორიშვილი სოფელ კახარეთში ცხოვრობს
ეტალონი
ინტელექტუალური კონკურსის ფინალში მონაწილეობას საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის 78 „ეტალონი-მოსწავლე“ მიიღებს
ფინალი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დარბაზში გაიმართება
გზა ევროპისკენ - კითხვებს ქუთაისის 6 სკოლიდან  78 გამოცდილი პედაგოგი ადგენს
საზოგადოება