რატომ არ მოსწონდა აკაკი წერეთელს ინჟინრების მიერ დაგებული გზა
ცნობილი ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე აკაკი წერეთელი, ძალიან ენამოსწრებული გახლდათ.
მას შეეძლო სირთულეებისთვის იუმორით შეეხედა.
ერთმა ინჟინერმა ხუმრობით უთხრა ნაავადმყოფარ აკაკის: ასე მალე როგორ დაბრუნდი საიქიოდანო?
- თქვენი, ინჟინრების, გაკეთებული გზა რომ ყოფილიყო, დღესაც იქ ვიქნებოდიო.