სიახლეები
სამასწავლებლო

„ჩვენი სკოლის ტრადიცია ყოველ წელიწადს სრულდება“- დირექტორები „ბოლო ზარის“ დღეს სკოლებში დაგეგმილ ტრადიციულ ღონისძიებებს გვაცნობენ
11-04-2019
-
+


რა ტრადიციული ღონისძიებებით ემშვიდობებიან მეთორმეტე კლასის მოსწავლეები სკოლას - დირექტორები დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ საუბრობენ.

„ბოლო ზარი“ თითოეული მოსწავლისთვის განსაკუთრებულ დღეს წარმოადგენს. რომლისთვისაც ისინი ყოველთვის  განსაკუთრებით ემზადებიან. 

Etaloni.ge ბოლო ზარის დღეს სკოლებში დამკვიდრებული ტრადიციული ღონისძიებებით დაინტერესდა და სკოლების დირექტორებს დაუკავშირდა. გთავაზობთ მათ კომენტარებს:

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ანის საჯარო სკოლის დირექტორი მარიამ კაპანაძე:

„ყოველი წლის ბოლოს დიდი მხიარულებით ტარდება გამოსაშვები ზარი. ამ ღონისძიებაზე ჩვენი სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები თეატრალური დადგმებით, სიმღერით და ცეკვით ამხიარულებენ გარემოს. აქვთ შემოქმედებითი ნომრები და ამ ყველაფრის ორგანიზებაში მთელი სკოლა, მოსწავლეებიც და პედაგოგებიც ძალიან აქტიურად იღებენ მონაწილეობას. წელს ჩვენს სკოლას 8 მოსწავლე ამთავრებს და აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თითოეული მათგანი აბიტურიენტია წელს და აბარებს უმაღლეს სასწავლებელში“. 

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდილის საჯარო სკოლის დირექტორი ვენერა ჩიკვაიძე:

„ყოველთვის ისე ხდება, რომ ძალიან აქტიური მოსწავლეები ამთავრებენ სკოლას. ისინი თავად გამოთქვამენ სურვილს სკოლაში გატარებული ბოლო დღე იყოს მხიარული და დამამახსოვრებელი. ჩვენი სკოლის ტრადიცია ყოველ წელიწადს სრულდება. ყოველ წელიწადს სკოლაში ფოტოსესიისა და ღონისძიების შემდეგ მთელი კლასი მისის წინანდლის მუზეუმში. ჩვენთან დაწყებითი კლასის მოსწავლეები ტრადიციული ღონისძიებებით ულოცავენ დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს ბოლო ზარს. კლასის დამრიგებელი, მუსიკისა და ხელოვნების პედაგოგი, მთელი დირექცია მაქსიმალურად გვერდში ვუდგავართ ჩვენს მოსწავლეებს. რათა ეს დღე იყოს დამამახსოვრებელი და განსაკუთრებული. ძალიან ნიჭიერი მოსწავლეები გვყავს, წელს 18 მოსწავლიდან 16 აბიტურიენტია და სტუდენტობას გეგმავს. მინდა, წარმატებები ვუსურვო მათ“.
 
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ კურზუს საჯარო სკოლის დირექტორი შორენა ჭიტაძე-გაბისონია:

„წელს 11 მოსწავლე ამთავრებს სკოლას. განსაკუთრებული ტრადიციით არ გამოვირჩევით, თუმცა ყოველი წლის ბოლოს აუცილებლად აღვნიშნავთ ბოლო ზარს. მუსიკალური ნომრებით ემშვიდობებიან ჩვენი მოსწავლეები სკოლას. საორგანიზაციო საკითხებში, მოსწავლეებთან ერთად, ჩვენი სკოლის პედაგოგებიც სიამოვნებით მონაწილეობენ“.

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა გორას საჯარო სკოლის დირექტორი დავით ხურციძე:

„ყოველი წლის ბოლოს ე.წ. „ბოლო ზარი“ გვაქვს, რომლის საორგანიზაციო საკითხებში მოსწავლეებთან ერთად პედაგოგებიც მონაწილეობენ. ვფიქრობ, ეს დღე პედაგოგების გარეშე შეუძლებელიც კი არის. ჩვენ მაქსიმალურად ვუდგავართ გვერდში ჩვენს მოსწავლეებს და ვცდილობთ გავულამაზოთ ეს დღე“.

წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის დირექტორი მაია ქობულია:

„მე ახლახანს დავინიშნე ამ სკოლის დირექტორად. დიდი სურვილი მქონდა გამეცნო ჩვენი დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები და ამის გამო გადავწყვიტე თავისუფალი გაკვეთილების ფარგლებში შევხვედრილიყავი და გამეგო მათი აზრი სხვადასხვა საკითხზე. ერთ-ერთ ასეთ შეხვედრაზე საუბრისას გამოიკვეთა შესანიშნავი იდეა. ჩვენს სკოლაში ძალიან გავალამაზეთ ეზო და უფროსკლასელებს აქვთ სურვილი ბოლო ზარის დღეს, სიმბოლურად პირველ კლასელებს გადასცენ მათ მიერ დარგული ხეები, რომლებსაც ჩვენი პირველკლასელები მომდევნო 12 წლის მანძილზე მოუვლიან და გაუფრთხილდებიან. 29 მოსწავლე ამთავრებს წელს სკოლას, ისინი აბიტურიენტები არიან. გამომდინარე მათი დაკავებული გრაფიკიდან, არ აქვს დიდი დრო საორგანიზაციო საკითხებისთვის და ჩვენ პედაგოგები და დირექცია ვცდილობთ გვერდში დავუდგეთ მათ ამ განსაკუთრებული დღის გალამაზებაში“.

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარხანის საჯარო სკოლის დირექტორი რუსუდან ხობიაშვილი:

 „ყოველ წელიწადს განსაკუთრებული ზეიმი გვაქვს „ბოლო ზარზე“. ჩვენი სკოლა მცირეკონტიგენტიანია. თითქმის ყოველ წელს 4-5 მოსწავლე ამთავრებს სკოლას. და მათი ბოლო დღის გალამაზებაში მთელი სკოლა აქტიურად იღებს მონაწილეობას. მეშვიდე კლასის ზემოთ ყველა ძალიან აქტიურად ერთვება გამოსამშვიდობებელ ღონისძიებაში, მუსიკალური თუ თეატრალური ნომრებით. განსაკუთრებით აქტიურობენ მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები, რომლებიც საორგანიზაციო საკითხებშიც ძალიან ეხმარებიან დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს. ამ დღისთვის მთელი სკოლა, მოსწავლეებიც და პედაგოგებიც განსაკუთრებით ვემზადებით“.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოითის საჯარო სკოლის დირექტორი ემზარ ჩიჩუა:

„მართალია ჩვენთან ამ დღეს განსაკუთრებული ტრადიცია არ არსებობს, თუმცა ყოველ წელიწადს განსაკუთრებული მონდომებით ვემზადებით და ვცდილობთ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი მეთორმეტე კლასის მოსწავლეებისთვის ეს დღე იყოს განსაკუთრებული და დამამახსოვრებელი. წელს 13 მოსწავლე ამთავრებს სკოლას და აქედან 7 უნივერსიტეტში აპირებს ჩაბარებას. ცხადია, მათ არ აქვთ ბევრი დრო საორგანიზაციო საკითხებისთვის, ამიტომ ყველა პედაგოგი ცდილობს გვერდით დაუდგეს და დაეხმაროს მათ ნებისმიერი საკითხის მოგვარებაში. ასევე, ძალიან დიდი როლი აქვთ მშობლებს. აპარატურის თუ ტრანსპორტირების კუთხით ძალიან ეხმარებიან ბავშვებს“.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჩაილურის საჯარო სკოლის დირექტორი თემურ ყავრიშვილი:

„ჩვენს სკოლაში ყოველ წელიწადს ტარდება ერთ- საათიანი ღონისძიება, რომელშიც ჩვენი სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ. წელს 11 მოსწავლე ამთავრებს სკოლას და ყველა პედაგოგი მაქსიმალურად ცდილობს ეს დღე იყოს მათთვის დამამახსოვრებელი და საინტერესო. ისინი აქტიურად ეხმარებიან ბავშვებს ღონისძიების დაგეგმვაში. ბავშვები ღონისძიების შემდეგ ყოველთვის მიდიან ჩვენს სოფელში არსებული კულტურული და ისტორიული ძეგლების მოსანახულებლად. იღებენ სურათებს და დროს ყოველთვის საინტერესოდ ატარებენ“.

თბილისის N89 საჯარო სკოლის დირექტორი მიმოზა ტყებუჩავა:

„რაც მე ამ სკოლაში დირექტორი ვარ, ყველა ბოლო ზარზე ჩვენი მოსწავლეები ამზადებენ ძალიან საინტერესო სახუმარო პაროდიებს პედაგოგებზე. ჩვენი ბავშვები საორგანიზაციო საკითხებს თავად აგვარებენ, თუმცა ცხადია მათ გვერდით უდგას დამრიგებელი და თუ დასჭირდება დახმარება, ეხმარებიან. ღონისძიებისთვის სამზადისი უკვე დაწყებულია. ჩვენს ვცდილობთ ყველანაირად შევუწყოთ მათ ხელი, გაკვეთილების შემდეგ ისინი რჩებიან დარბაზში და გადიან რეპეტიციებს ამ დღისთვის. მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებიც მიიღებენ ამ ღონისძიებაში მონაწილეობას, რომლებიც წელს, როგორც ვიცი, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეების სურათებით აკეთებენ სახუმარო ვიდეო რგოლებს. ბოლო ზარი ჩვენთან განსაკუთრებული მხიარულებით გამოირჩევა“.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი სამგორის საჯარო სკოლის დირექტორი თეა წიკლაური:

„ბოლო ზარი ჩვენთან ყოველთვის სასწავლო წლის ბოლო დღეს ტარდება და ირეკება მართლა ბოლო ზარი. როგორც წესი, ამ დღეს ჩვენს მეთორმეტე კლასელებს ნამდვილად გამორჩეული და საუკეთესო ნომრებით აცილებენ ხოლმე ბაღის დამამთავრებელი ჯგუფის და ჩვენი სკოლის პირველი კლასის მოსწავლეები. საორგანიზაციო საკითხებში ბავშვებს ყოველთვის ძალიან ეხმარებიან ჩვენი პედაგოგები თუმცა, წელს, ჩვენმა მეთორმეტე კლასელებმა გადაწყვიტეს, თავად გაუწიონ ყველა დეტალს ორგანიზება და მხოლოდ თვითონ იყვნენ ამ ღონისძიების მონაწილეები და ბოლო ზარის მასპინძლები“.

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო დაუთაშვილი:

„რაიმე ისეთი განსაკუთრებული ღონისძიებით არ აღინიშნება ეს დღე. ალბათ, როგორც ყველგან - გამოსამშვიდობებელი ძალიან ლამაზი კონცერტი გვაქვს ყოველთვის. რომლის საორგანიზაციო საკითხებშიც ალბათ ყველა პედაგოგია ჩართული და საკონცერტო ნომრებს გვთავაზობენ სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები. ძალიან კარგი მოსწავლეები გვყავს. ძალიან აქტიურები არიან. წელს 11 მოსწავლე ამთავრებს სკოლას, რომელთაგანაც 2 ოქროს მედალოსანია. აღსანიშნავია, რომ ყოველ წელიწადს, ჩვენი მეთორმეტე კლასელები, ბოლო ზარის დღეს ტრადიციულად ჩადიან დმანისის სიონში“.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება