მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალქალაქი ინოვაციურ საგანმანათლებლო პორტალ Izrune.ge-ს მასპინძლობს.
პროექტის მთავარი მენეჯერი თინათინ ტყეშელაშვილი ახალქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროს ტერეზა ჩივჩიანთან ერთად Izrune.ge-ს შესახებ საინფორმაციო შეხვედრებს მართავს.
ტრენინგი 3 დღეს მოიცავს და მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეთა სახელმწიფო ენასთან ინტეგრაციას, Izrune.ge-სგამოცდილების გაზიარებასა და განათლებული ახალი თაობის წახალისება- ხელშეწყობას მოიაზრებს.
ახალქალაქის სკოლების წარმატებულ დირექტორებთან შეხვედრა სამუშაო ფორმატში, არსობრივი და ტექნიკური საკითხების გაცნობით, კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს.
Izrune.ge-ს მთავარი მიზანი ოჯახის, ბავშვისა და სკოლის დაახლოვება, მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება და ქვეყნის ბედნიერ მომავალზე ზრუნვაა, ამ პროცესში კი ახალქალაქი დიდი აქტივობითა და წარმატებით ერთვება.
„მოსწავლე რომ ვიყავი განსაკუთრებით მაინტერესებდა ისტორია“