სიახლეები
სამასწავლებლო

Izrune.ge, როგორც გაერთიანება-განვითარების მზრუნველი მექანიზმი - ონის საჯარო სკოლა ინოვაციებს აფასებს
11-04-2019
-
+


„ეტალონის“ მრავალწლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით შექმნილი ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალი Izrune.ge  და მისი მზრუნველი წარმატება სიმონ სხირტლაძის სახელობის ონის საჯარო სკოლამ გაიზიარა და მაღალი აქტივობით აუწყო ფეხი.

წარმატებულ სკოლას ლიდერი ხელმძღვანელების ეფექტური მუშაობით, მშობელთა პროგრესული აზროვნებითა და მოსწავლეების სიბეჯითით მცირე დროში უკვე „მეგობრული კლასები“ ჰყავს და ახლა ისინი საკუთარ ხედვებს გვიზიარებენ:

VII „მეგობრული კლასის“ დამრიგებელი მანანა რეხვიაშვილი:

„წლებია, „ეტალონთან“ აქტიურად და წარმატებით ვთანამშრომლობთ, თავდაპირველად, Izrune.ge-თი დაინტერესება სწორედ ჩემპიონატის გამოცდილებამ და სანდოობამ განაპირობა. პორტალი ოჯახს, ბავშვსა და სკოლას ეფექტურად აერთიანებს, მოსწავლეებში წინსვლის მოტივაციას ზრდის და მშობლებს სისტემურად რთავს სასკოლო ცხოვრებაში. „მეგობრული კლასი“ გვყავს, მაღალია მოსწავლეთა ჩართულობა და დაინტერესება ტესტების მიმართ, ამდენად, Izrune.ge-სთან ერთად მომავალი წარმატებებისთვის ვემზადებით.“

სულ ახლახან Izrune.ge-ს დიდ ოჯახს გიგა რაზმაძე და მისი მშობელი თამარ ტატიშვილი შეუერთდნენ. მზრუნველი და წარმატებული გამოცდილების გათვალისწინებით, ოჯახი მოლოდინებს გვიზიარებს:

„საგანმანათლებლო ინოვაციებისთვის ფეხის აწყობა და შვილის მრავალმხრივი უნარების განვითარებაზე ზრუნვა არსებითად მნიშვნელოვანია. Izrune.ge ინდივიდუალური, საგნობრივად შეწონილი და მეთოდოლოგიურად გამართული ტესტებით ბავშვებს უკეთ სწავლის სტიმულს აძლევს და წარმატებისთვის საჭირო უნარებს უვითარებს. პორტალთან ერთად პოზიტიური მოლოდინები გვაქვს და დიდი წარმატებებისთვის ვემზადებით.“

VI „მეგობრული კლასის“დამრიგებელი ნანა არაბული:

Izrune.ge სასკოლო ცხოვრების გაერთიანება-განვითარებისთვის ინოვაციური და მზრუნველი მექანიზმია. მოსწავლეები დიდი ინტერესით ერთვებიან პორტალში და მოუთმენლად ელიან ტესტების დღეს. მშობლები შვილების მოტივაციას რომ ხედავენ, აქტიურად გვიჭერენ მხარს. Izrune.ge-სთან ერთად შემეცნების პროცესი უფრო საინტერესო და სახალისო ხდება, ამდენად მეტი წინსვლისა და საუკეთესო შედეგების მისაღწევად აქტიურად ვითანამშრომლებთ.“

„მეგობრული კლასის“ ერთერთი წარმატებაზე ორიენტირებული წევრი ნინო მემანიშვილია. მასზე განსაკუთრებით დედა, ნატალია ქუთათელაძე ზრუნავს. ოჯახი მოუთმენლად ელის ტესტების დღეს და Izrune.ge-სთან ერთად მრავალმხრივი და საინტერესო გამოცდილების მიღების მოლოდინი აქვს:

„ბევრი მსმენია ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის შემეცნებით-მამოტივირებელ მიდგომებზე. ერთი სული გვაქვს როდის გავივლით სავარჯიშო ტესტებს და მზრუნველ წარმატებას გავიზიარებთ. მჯერა, Izrune.ge-სთან ერთად ნინოსთვის შემეცნების პროცესი უფრო საინტერესო და სახალისო გახდება და პედაგოგებთან სისტემური კომუნიკაციით საუკეთესო შედეგებზე გავალთ.“

Iა „მეგობრული კლასის“ დამრიგებელი მარინა შერაზადიშვილი:

„საგნობრივი ცოდნის გამყარებისა და ლოგიკური, კრეატიული აზროვნების განვითარებაში Izrune.ge მნიშვნელოვან როლს ასრულებს. დიდია დაინტერესება მოსწავლეთა და მშობელთა მხრიდან. ბავშვები სულმოუთქმელად ელოდებიან ტესტებს. შემეცნებით-მამოტივირებელი მიდგომებით პორტალი ქვეყნის ბედნიერ მომავალ ზრდის და ამ საქმეში ჩვენც აქტიურად ვმონაწილეობთ.“

Izrune.ge-ს ახალი ნიჭიერი წევრი, ლუკა ლიჩელი შეემატა, რომლეიც დედასთან, ნონა ფანჩულიძესთან ერთად მოუთმენლად ელის შემეცნებითი, სახალისო და მამოტივირებელი ტესტების გავლას.

Izrune.ge-ში უკვე მრავალი ოჯახია ჩართული და მათი გამოცდილება წარმატებებს ადასტურებს. გვინდა გავიზიაროთ ინოვაციური მიდგომები და ხელი შევუწყოთ ლუკას მრავალმხრივ განვითარებას, ამდენად, აქტიურად ჩავერთვებით Izrune.ge-ში და სკოლასთან სისტემური კომუნიკაციით ვიზრუნებთ შვილების ბედნიერ მომავალზე,-“ ნონა ფანჩულიძე.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პედაგოგი განმარტავდა, რომ მან საკუთარი სიმართლისა და რეპუტაციის დაცვის მიზნით გაამჟღავნა აღნიშნული ინფორმაცია...
ბაღის თანამშრომლების პროფესიული განვითარების ცენტრი შეიქმნება - დეტალები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება