სიახლეები
საინტერესო

მოსწავლის ჯიბის ფული - რა თანხა სჭირდება სკოლის მოსწავლეს და ვის რამდენ ფულს ატანს მშობელი
22-04-2019
-
+


გაკვეთილებს შორის შესვენება ბავშვებისთვის ყველაზე საყვარელი პერიოდია. ამ დროს, მათი უმეტესობა, სკოლის სასადილოსკენ მიიჩქარის, თუმცა ჩვენს ქვეყანაში, სადაც, იუნისეფის კვლევების მიხედვით,  ყოველი მეხუთე ბავშვი საღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, ხოლო ყოველი მეექვსე საარსებო მინიმუმზე, მნიშვნელოვანია, რამდენად ახერხებს ყველა მშობელი შვილს იმდენი თანხა თუ საკვები გაატანოს სკოლაში, რომ ბავშვმა შიმშილის დაკმაყოფილება შეძლოს. რა თანხა სჭირდება სკოლის მოსწავლეს, ვის რამდენ ფულს ატანს მშობელი და რაში ხარჯავენ მოსწავლეები რეალურად თანხას? ამ კითხვებით ეტალონმა მშობლებსა და მოსწავლეებს მიმართა.

ელენე – ორი შვილის დედა:

 – ჩემი გოგონა კერძო სკოლაში დამყავს. მეორე კლასშია. მთელ დღეს, ფაქტობრივად, სკოლაში ატარებს. დღეში ერთი კვება უფასო აქვთ, დანარჩენს მე ვატან. ჩემს უფროს ბიჭსაც, რომელმაც სკოლა უკვე დაამთავრა, ვატანდი ხოლმე რაიმე წასახემსებელს. არც უფროსს უყვარდა ბუფეტის საჭმელი და არც პატარას მოსწონს.  არაფერს არ ჭამენ იქ ნაყიდს. ერთადერთი, ჩემს გოგოს მათი გაკეთებული წვნიანი უყვარს და სადილზე, რომელიც უფასოდ ეკუთვნის მე-4 კლასის ჩათვლით,  იმ წვნიანს მიირთმევს.

ზოგი ბავშვი იქვე ყიდულობს სოსისიან პურს, ხაჭაპურს, ლობიანს ჭამენ. როგორც ვიცი, დღეში 2–3 ლარს ხარჯავენ დამატებით.

  შესაბამისად, რამდენია,  მეორე კლასელი გოგონას დღიური სახარჯო ფული?

   ფულს საერთოდ არ ვატან, არ სჭირდება. არც ბიჭს ვატანდი. სკოლამდე „მარშრუტკას“ დაჰყავდა,  60-70 ლარი მიჯდებოდა თვეში ტრანსპორტის ფული, როცა დაქირავებული მყავდა. მე–7 კლასამდე ასე იყო. მერე, სასკოლო უფასო ბარათი ჰქონდა. გოგონა სკოლამდე ფეხით დადის და არც მას სჭირდება გზის ფული.

 სხვა საჭიროება არ აქვს, რისთვისაც ფულს დახარჯავს ბავშვი?

   პატარას არა. ჩემი ბიჭი და მისი კლასელები ბოლო წლებში გარეთ სხდებოდნენ საღამოობით და იქ ჭამდნენ. სკოლაში არაფერს ხარჯავდა, თუმცა ფულს მაინც ვატანდი ხოლმე, რომ, მაგალითად, სკოლის მერე შეიძლება შაურმის საჭმელად წასულიყვნენ ბიჭები და ჩემი ხომ არ გამოაკლდებოდა?!

თამარი – ორი შვილის დედა:

 სკოლაში ჩემს შვილებს 1 ან 2 ლარს ვატან. უფროსი ბიჭი მე-7 კლასშია და კვირაში ერთხელ ან ორჯერ მიაქვს 1-2 ლარი. ხშირად სახლიდან ვატან საჭმელს, ან მაღაზიაში ვყიდულობთ ფუნთუშას და ის მიაქვს. სხვა სახარჯო თანხა არ სჭირდება. უბრალოდ, 5 ლარიანი უდევს ჯიბეში, რომელიც ექსტრემალური სიტუაციისთვისაა გათვლილი და იცის, რომ ისე არ უნდა დახარჯოს.

პატარა ბიჭი პირველ კლასშია, კერძო სკოლაში დამყავს და იქ აქვთ კვება. მასაც ასე, 1-2 ლარს ვატან ხანდახან. ყიდულობს წვენს, რომელიც  80 თეთრი ღირს, ან ხაჭაპურს, რომელიც  1,20 ლარი ღირს ან სულაც - 1 ლარიან  ჰოთ-დოგს. უფროსი ბიჭის კლასში საშუალოდ 2-3 ლარი დააქვთ ბავშვებს და აქ რაც ჩამოვთვალე, იგივე რაღაცებს ყიდულობენ. პიცაც აქვთ კიდევ, რომელიც 1,5 ლარი ღირს და წყალი – 50 თეთრი.

 ექსტრემალურ სიტუაციაში რა იგულისხმება?

 ტრანსპორტს დაჰყავს და თუ მაგალითად, ვერ მიაკითხა, ტაქსის ფული რომ ჰქონდეს.

თამუნა – ერთი შვილის დედა:

– ჩემი შვილი პირველ კლასში რომ სწავლობდა,  სახლიდან ვატანდი ხოლმე საკვებს, რადგან არ მინდოდა ყოველდღე ხაჭაპური, ლობიანი ან ჰოთ-დოგი ეჭამა. კონტეინერებით დადიოდა და სალათები, ფუნთუშები, დაჭრილი ხილი დაჰქონდა. მეორე კლასში იგივე რომ გავაკეთე, ხელუხლებელი მომიტანა. თავს იმართლებდა, არ მშიოდაო,  მაგრამ რეალური მიზეზი გავარკვიე და აღმოჩნდა, რომ ბავშვები დასცინოდნენ. ყველა ბუფეტში ყიდულობდა და ჩემი შვილი რომ ამოიღებდა თავის კონტეინერს, სიცილი უვარდებოდათ. სახლში რაც მაქვს, იმას ვატანდი. 1 ლარით, რომლითაც ბუფეტში საშინელი სოსისისგან დამზადებული ჰოთ-დოგი მოუვა, მირჩევნია, 1-2 ცალი ვაშლი და 1-2 ცალი მსხალი ვუყიდო და ის ვაჭამო, მაგრამ არ გამომივიდა ჩემს ნებაზე მისი კვება. ახლა მე-4 კლასშია და ხან ვატან 1 ლარს და ხან ვერა. თუ ვერ გავატანე, იძულებულია, შიმშილი აიტანოს, სანამ შინ დაბრუნდება.

სოფო – ერთი შვილის დედა:

 ვერ ვატან ჩემს ბავშვს საჭმელს სკოლაში. ვისაც კონტეინერებით დააქვს, დასცინიან, განსაკუთრებით ბიჭებს და ამიტომ, ჩემს შვილს არ დააქვს. ბავშვს შიმშილით რომ გული არ წაუვიდეს, იძულებული ვარ, ყოველდღე 1 ან 2 ლარი მივცე, რაც ჩვენი ოჯახის ბიუჯეტისთვის დიდი თანხაა. ამბობს, რომ მის თანაკლასელ ბიჭებს 5 და 10 ლარიანები დააქვთ და ვისაც ფული არ აქვს, მათ დასანახად ისე იქცევიან, რომ  თვითონ თავს დამცირებულად გრძნობს. ყველამ თავისი საქმე იცის, მაგრამ რა საჭიროა, ბავშვს იმაზე მეტი თანხა მისცე, ვიდრე საჭიროა, ვერ ვხვდები. თან, იმ მშობლებმა მშვენივრად იციან, რომ კლასში 90%-ს ძალიან უჭირს.

ნინი – მე-9 კლასის მოსწავლე:

  დედა 1 ლარს მატანს ყოველდღე. თუ მოახერხა და 2 ლარი მომცა, ძალიან ბედნიერი ვარ ხოლმე.

  რაში ხარჯავ 1 თუ 2 ლარს? 

  ბუფეტში. ძირითადად, 1 ლარიან ჰოთ-დოგს ვყიდულობ. ისეთი საშინელი ხაჭაპური იყიდება, ერთხელ ვიყიდე და ვერ შევჭამე, გადავაგდე –  ცომი გამომცხვარი არ იყო და ყველის მაგივრად რაღაც ბლანტი მასა იდო. ლობიანიც 1 ლარი ღირს, მაგრამ იმ ხაჭაპურის გემოს მერე, აღარც მისი გასინჯვა მინდა. რამდენიმე თვე დაკეტილი იყო ბუფეტი, ძლივს გახსნეს და ასეთი საშინელი საკვები შემოიტანეს. შოკოლადიან ფუნთუშასაც ყიდიან და ისიც 1 ლარი ღირს. ამ ფუნთუშასაც ვყიდულობ ხანდახან. სანამ ბუფეტს განაახლებდნენ, პიცაც იყიდებოდა და ერთი ნაჭერი 1,5 ლარი ღირდა. მომწონდა ის პიცა, მაგრამ ახლა აღარ იყიდება. ადრე „საწრუპიანი“ ნატურალური წვენებიც იყიდებოდა, მაგრამ ახლა აღარ ყიდიან. მარილიანი ჩხირებიც აკრძალეს, საღეჭი რეზინებიც... 

 სხვა ბავშვები რას ჭამენ?

  ლობიანს ჭამენ და ჰოთ-დოგს. ვაშლი და ბანანიც იყიდება ჩვენს ბუფეტში. ვაშლი 50 თეთრი ღირს, ბანანი, მგონი, 60 თეთრი. ბანანს არავინ ყიდულობს, რადგან მერე ბავშვები დასცინიან.

 შენი თანაკლასელები რამდენ ფულს ხარჯავენ დღეში?

– ზოგს სულ არ დააქვს ფული. არადა, სხვები რომ ჭამენ, აშკარად ნერწყვებს ყლაპავენ. ბევრჯერ გამიყვია ერთი ჩემი კლასელისთვის ჰოთ-დოგი. ამბობს, რომ სახლშიც კი არ აქვთ საჭმელი... ერთ ჩემს კლასელ გოგონას კი ხშირად 10 და 20 ლარიანები დააქვს. ბუფეტში ყველაფერს ყიდულობს, რაც მოუნდება. ყველა დასვენებაზე ბუფეტისკენ გარბის. გარეთ რომ გამოვდივართ, „კოკა-კოლებს“ ყიდულობს და ყველას გვირიგებს. უფროსკლასელი ბიჭები დგანან ხოლმე ბუფეტში და ვისაც დაინახავენ, ყველას ფულს სთხოვენ. ზოგი 10 თეთრს აძლევს, ზოგი – 20-ს. ასე აგროვებენ და იმით ყიდულობენ მერე რამეს. ალბათ, შიათ... 


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
მანდატურებმა ტრენერთა ტრენინგი გაიარეს - დეტალები
„ინგლისურენოვანი შეტყობინება მივიღეთ , რომ სკოლაში ასაფეთქებელი ნივთიერება იყო“ -სკოლის დამფუძნებელი etaloni.ge-სთან დეტალებზე საუბრობს
განათლებაში ყველაზე დაბალი ხელფასებია - საქსტატი 4 მაღალანაზღაურებად დარგს ასახელებს
პიროვნება
„მასწავლებლებს იმ ტრენინგებში, რაც მათ საჭიროებებზე არაა მორგებული, დროს არ დავაკარგვინებდი“
„დღეს რომ ასეთი წარმატებული ვარ, დირექტორისა და არაჩვეულებრივი პედაგოგიური გუნდის დამსახურებაა“
ღვთის წყალობით,  მეუფე მექლისედეკის ლოცვა კურთხევითა და ჩვენი პედაგოგების მუხლჩაუხრელი შრომით კვლავაც გავაგრძელებთ ერისა და ეკლესიის სასიქაუდლო და საამაყო მამულიშვილების აღზრდას
სკოლები
დარეჯან სირბილაძე არაერთი წელი ღირსეულად ემსახურა მომავალი თაობების აღზრდის კეთილშობილურ საქმეს
მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოების წინაშე შთამბეჭდავად წარადგინეს დებატები თემაზე: „აბესალომ და ეთერი ღმერთმა შეჰყარა ერთფერი“...
მოსწავლეებმა სტუმრისგან მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
ინგლისში, თანხის დაზოგვის მიზნით, სკოლებმა, შესაძლოა, მასწავლებლები შეამცირონ - რამ გამოიწვია კრიზისი?
„ეს არის პედაგოგების ძარცვა - მთავრობა სკოლებში უფასო შრომას ეყრდნობა“
სიახლეები
საზოგადოება