სიახლეები
სკოლები, სიახლეები

პატარა „იზრუნელების“ ოქროს წარმატება - გაიცანით ყველაზე მეტი „ოქროს დიპლომის“ მფლობელი მოსწავლეები
06-04-2019
-
+


Izrune.ge თავისი ოჯახის წევრებზე ზრუნვასა და მათი წინსვლის წახალისებას არასდროს წყვეტს და მიღწეული წარმატებების შესახებ ყოველთვის სიამაყით გამცნობთ.

ამჯერად, ჩვენი სტატიის მთავარი გმირები ყველაზე მეტი „ოქროს დიპლომის“ მფლობელი მოსწავლეები არიან. და ახლა პატარა „იზრუნელები“ აქტიურ მშობლებთან, წარმატებულ დამრიგებლებთან და ლიდერ დირექტორებთან ერთად მზრუნველ გამოცდილებას გვიზიარებენ.

მესტიის N3 საჯარო სკოლაში ყველაზე მეტი ოქროს დიპლომის მფლობელი და-ძმა ნაკანები სწავლობენ. დავითს 13, ხოლო თამარს 12 დიპლომი აქვს მოპოვებული. მათ განათლებაზე მთელი ოჯახი და სკოლა, განსაკუთრებით კი მამა, გიორგი ნაკანი ზრუნავს:

Izrune.ge ოჯახს, ბავშვსა და სკოლას შემეცნების ირგვლივ წარმატებით აერთიანებს. მნიშვნელოვანია, რომ პორტალი ბავშვებს უყვართ და საინტერესო ტესტებით ხალისით სწავლობენ. ჩემი შვილები მოუთმენლად ელიან ხოლმე ტესტების დღეს, ხშირად გვაქვს დისკუსია და აქტიურად განიხილავთ საკითხებს, ვიძიებთ დამატებით მასალას. პორტალთან ერთად ბავშვები ლოგიკურ აზროვნებას ივითარებენ და შედეგებს აუმჯობესებენ. თანაც, სკოლის ჩართულობის წყალობით, Izrune.ge ყველა ოჯახისთვის ღია და ხელმისაწვდომია.“

მესტიის N3 საჯარო სკოლის დირექტორი ნათია გოშთელიანი ამაყია თავისი მოსწავლეების წარმატებით და Izrune.ge-ს ინოვაციურ მიდგომებს მზრუნველობით იზიარებს:

Izrune.ge-სთან ერთად სასკოლო ცხოვრება და საზოგადოება მეტად ერთიანი და აქტიური გახდა. მშობლები შვილების სასწავლო პროცესში ჩაერთნენ და პედაგოგებთან უფრო ეფექტური კომუნიკაცია აქვთ, მოსწავლეებს კი შემეცნების მოტივაცია აუმაღლდათ და გაკვეთილებსაც მეტი ხალისით სწავლობენ. მახარებს დავითისა და თამარის წარმატება, ნამდვილად მაღალი აკადემიური მოსწრების, ძალიან პასუხისმგებლობიანი და მოწესრიგებული მოსწავლეები არიან. აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას მეტი წინსვლისთვის საგანმანათლებლო ინოვაციებთან ერთად.“

დავითის დამრიგებლის, ეკა ნაკანის შეფასებით, მოსწავლეები Izrune.ge-სთან ერთად მეტი ხალისით სწავლობენ და წარმატებებს ეჩვევიან:

„მახარებს დავითისა და მისი თანაკლასელების წარმატება Izrune.ge-ზე. კლასში დიპლომების კედელი გვაქვს, სადაც მეტი მოტივაციისა და წინსვლისთვის ბავშვების მიღწევებია გამოფენილი. მშობლებთან ერთად აქტიურად ვერთვებით საგანმანათლებლო სიახლეებში და ყოველი ტესტის შემდეგ, საკითხების განხილვით ვიღრმავებთ ცოდნას. დავითი არაჩვეულებრივი მოსწავლეა, ძალიან ნიჭიერი, მოწესრიგებული და მიზანდასახული. ვულოცავ მას მიღწეულ შედეგებს და მეტ წინსვლას ვუსურვებ.“

თამარის დამრიგებელი დოდო ჯაფარიძე მოხარულია მოსწავლის წარმატებით და ინოვაციურ საგანმანათლებლო პორტალთან ერთად აქტიურად განაგრძობს ქვეყნის ბედნიერ მომავალზე ზრუნვას:

Izrune.ge-ში ჩემი მოსწავლეები აქტიურად და წარმატებით ერთვებიან. პორტალი მათ დამოუკიდებლად მუშაობას ასწავლის, ლოგიკურ აზროვნებას უვითარებს და წინსვლის მოტივაციას აძლევს. ხშირად განვიხილავთ მოსულ საკითხებს კლასში და ვიღრმავებთ ცოდნას პროგრამული თუ ზოგადი განათლების კუთხით. თამარი საოცარი გოგონაა, არასდროს მოვა მოუმზადებელი გაკვეთილზე, გონიერია და მოწადინებული. ძალიან კარგი მშობლები ჰყავს, მრავალშვილიან ოჯახში იზრდება და მათთვის განათლება პრიორიტეტია.“

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოხეთის საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლე ლიზი ნიკოლაიშვილი 12 ოქროს დიპლომის მფლობელია. მას ილუსტრირებული კითხვები, დიპლომების მოპოვების პროცესი და წამახალისებელი შეძახილი მოსწონს.

ლიზიზე განსაკუთრებით დედა და კლასის დამრიგებელი, ირმა სანიკიძე ზრუნავს. ორივე პროფესიაში წარმატებული მშობელი საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს:

მცირეკონტიგენტიანი სკოლა ვართ და განსაკუთრებით ვცდილობთ, საგანმანათლებლო ინოვაციებს ავუწყოთ ფეხი, რომ მოსწავლეები თანამედროვე მიდგომებს არ ჩამორჩნენ. Izrune.ge-სთან ერთად შემეცნებისა და წარმატებისკენ გზა ბავშვებისთვის მეტად სახალისო და მამოტივირებელი გახდა. მოუთმენლად ველით ხოლმე ტესტების დღეს, შემდეგ განვიხილავთ საკითხებს და ყოველკვირეულად ვაუმჯობესებთ შედეგებს. როგორც დედა და როგორც დამრიგებელი ვთვლი, რომ პორტალთან ერთად მოზარდი მრავალმხრივ ვითარდება და საგნობრივ ცოდნასთან ერთად ლოგიკურ აზროვნებას სწავლობს. მთელი ოჯახი დიდი ინტერესით ვერთვებით ლიზის ბედნიერ მომავალზე ზრუნვაში და გვსურს, რომ საქართველოს განათლებული და წარმატებული მომავალი თაობა ჰყავდეს.“

ზემოხეთის საჯარო სკოლის წარმატებული დირექტორის, ვასილ ნიკოლაიშვილის შეფასებით, Izrune.ge ოჯახისა და სკოლის დაახლოების საუკეთესო და თანამედროვე საშუალებაა:

„ჩვენი სკოლა მცირეკონტიგენტიანია, მაგრამ ყოველთვის უწყობს თანამედროვე გამოწვევებს ფეხს და აქტიურად თანამშრომლობს Izrune.ge-სთან, პორტალთან, რომელიც მშობლებს სასკოლო ცხოვრებასთან აახლოებს და მოსწავლეებს წინსვლის მოტივაციას უზრდის. შემეცნებითი და სახალისო ტესტები არა მხოლოდ ბავშვებს, მეც მიტაცებს და გულწრფელად ვიზიარებ ჩემი მოსწავლეების წარმატებას. ლიზი გონიერი და დინჯი გოგონაა, დაფიქრებული პასუხებითა და საკითხის თავისებური, ახლებური აღქმით გამოირჩევა. მზრუნველ პროექტთან და მშობლებთან ერთად გავაგრძელებთ მუშაობას მეტი წინსვლისთვის.“


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
NAEC იმიტირებულ რეგისტრაციას გაგატარებთ - შეხვედრის ვადა და დეტალები
„ინგლისურენოვანი შეტყობინება მივიღეთ , რომ სკოლაში ასაფეთქებელი ნივთიერება იყო“ -სკოლის დამფუძნებელი etaloni.ge-სთან დეტალებზე საუბრობს
განათლებაში ყველაზე დაბალი ხელფასებია - საქსტატი 4 მაღალანაზღაურებად დარგს ასახელებს
„სსსმ მოსწავლეებს  განსაკუთრებული ნიჭი აქვთ სხვადასხვა განხრით, ამიტომ სპეცმასწავლებლის მოვალეობაა ამ უნარების აღმოჩენა შეძლოს და შემდგომ განავითაროს“
პიროვნება
„მასწავლებლებს იმ ტრენინგებში, რაც მათ საჭიროებებზე არაა მორგებული, დროს არ დავაკარგვინებდი“
„დღეს რომ ასეთი წარმატებული ვარ, დირექტორისა და არაჩვეულებრივი პედაგოგიური გუნდის დამსახურებაა“
ღვთის წყალობით,  მეუფე მექლისედეკის ლოცვა კურთხევითა და ჩვენი პედაგოგების მუხლჩაუხრელი შრომით კვლავაც გავაგრძელებთ ერისა და ეკლესიის სასიქაუდლო და საამაყო მამულიშვილების აღზრდას
სკოლები
მოსწავლეებმა სიყვარულით, სითბოთი და ემოციით სავსე დღე მიუძღვნეს ქალბატონებსა და საყვარელ დედიკოებს
„ვულოცავთ მათ, მასწავლებელთან ერთად, ამ წარმატებას და მომავალში მეტ მიღწევებს ვუსურვებთ“
სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი კვირეული სხვადასხვა აქტივობებით გამოირჩეოდა
კომპიუტერული ტექნიკა მოსწავლეებს პრეზენტაციებისა და ღონისძიებების ჩატარებისას დაეხმარება
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
ინგლისში, თანხის დაზოგვის მიზნით, სკოლებმა, შესაძლოა, მასწავლებლები შეამცირონ - რამ გამოიწვია კრიზისი?
„ეს არის პედაგოგების ძარცვა - მთავრობა სკოლებში უფასო შრომას ეყრდნობა“
სიახლეები
საზოგადოება