სიახლეები
სიახლეები

ახალციხის ციხე - ისტორიული ციხე საქართველოში, რომელიც განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩევა
01-04-2019
-
+


ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ უნდა ესტუმროთ ახალციხეს, ეს რაბათის ციხეა... უკვე რამდენიმე წელია რაც რაბათი ტურისტებისთვის საყვარელ ადგილად იქცა და საქართველოში ჩამოსული უცხოელი მოგზაურები სიამოვნების სტუმრობენ რაბათს და გამორჩეული ხედების წყალობით ლამაზ ფოტოებსაც იღებენ...

ახალციხეში მდებარე ღირსშესანიშნაობის ისტორია IX საუკუნიდან იწყება და  XII–XIII წლებში ის ჯაყელების რეზიდენციას წარმოადგენდა. 

7 ჰექტარზე გადაშლილ ციხე-სიმაგრე ერთგვარი ქალაქია - ქალაქ ახალციხეში.  ციხის ისტორიულ ნაწილში წარმოდგენილი მუზეუმი, მეჩეთი და მედრესე (მუსლიმანური სასწავლო დაწესებიულება), IX ს-ის მართმადიდებლური ეკლესია, ციტადელი და თურქული აბანოები მნახველზე საოცარ შთაბეჭდილებას ახდენს. 

წარმოუდგენლად ლამაზია აღდგენილი რაბათის ციხის თანამედროვე ნაწილი, სადაც ფუნქციონირებს სასტუმრო, კაფე, ღვინის მაღაზია, სუვენირების მაღაზია და ქორწინების სახლი, სადაც წყვილებს ყოველთვის ელოდებიან.

კომპლექსს რეაბილიტაცია რამდენიმე წლის წინ ჩაუტარდა და მას შემდეგ, როგორც ახალციხელები ხშირად აღნიშნავენ ქალაქსაც ახალი სიცოცხლე შეემატა. 

რაბათის ციხეში უამრავი რამის ნახვა შეგიძლიათ, საიდანაც ჩვენ წარსულზე უფრო მეტ ინფორმაციას მიიღებთ. მაგალითად, ახალციხის მუზეუმში ბევრ საინტერესო არტეფაქტს აღმოაჩენთ, განმარხებული ამფიბიებით დაწყებული, უძველესი ღვთაებებით, სამარხებითა და სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის ცხოვრების ამსახველი ნივთებით დამთავრებული.

საინტერესოა ტყუპი ღვთაების ფიგურა, რომელიც ქრისტესშობამდე მე-3 ათასწლეულის პირველი ნახევრითაა დათარიღებული და ოჯახის მფარველად ითვლებოდა.

აუცილებლად უნდა ნახოთ მუზეუმის სამხრეთით მდებარე ოქროსფერგუმბათიანი მეჩეთი, ახმედიეს სახელით ცნობილი. მეჩეთი ათაბაგთა გამუსლიმებულმა შთამომავალმა, ახმედ ფაშა ჯაყელმა 1752 წელს ააგო. ფაშას მეჩეთის ასაშენებლად იტალიელი არქიტექტორი მოუწვევია. 

რაბათის კომპლექსში მდებარე მართლმადიდებლურ ტაძარში მსახურება არ აღესრულება, თუმცა ყველას შეუძლია შესვლა და სანთლის ანთება.

თანამედროვე ხეივნები, ღია გალერეები, შადრევნები და აუზები მრავლადაა რაბათის ციხის მთელ ტერიტორიაზე - სწორედ ეს სიმდიდრე გახლავთ მიზეზი, რითაც ციხე-ქალაქი მნახველს იზიდავს და წარმოუდგენელია, რომ ერთხელ სტუმრობის შემდეგ, მისი მეორედ ნახვის სურვილი არ გაგიჩნდეს. 


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
„შემიძლია ყველა მოსწავლესა და მშობელს ვუთხრა - საფრთხე არ არსებობს! გადამოწმდა ყველა სკოლა“
13 წლის გოგონას მანქანა დაეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
მასწავლებლების ეროვნულ პრემიასთან დაკავშირებით სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
X კლასის მოსწავლეებმა გააკეთეს საინტერესო პრეზენტაცია, თემაზე - „სხვადასხვა ქვეყნის საფირმო კერძი, რომელიც აუცილებლად უნდა გასინჯო“
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის პედაგოგი მასწავლებელთა კონფერენციაში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა 
აქტივობებში ისინი დიდი ენთუზიაზმით, ხალისითა და მონდომებით იყვნენ ჩართულნი
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება