სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

გურამ დოჩანაშვილი დღეს 80 წლის გახდა - 15 საუკეთესო ციტატა მწერლის შემოქმედებიდან
26-03-2019
-
+


ქართველი კლასიკოსი მწერალი გურამ დოჩანაშვილი დღეს 80 წლის გახდა. გამორჩეული ავტორი 1939 წელს თბილისში დაიბადა. მისი პირველი მოთხრობა 1961 წელს „ცისკარში“ დაიბეჭდა. მწერალს ყველაზე დიდი აღიარება კი, რომანმა „სამოსელი პირველი“ მოუტანა.

გურამ დოჩანაშვილის ცნობილი ნაწარმოებებია: „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“, „ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება, ანუ მესამე ძმა კეჟერაძე“, „ვატერ(პო)ლოო, ანუ აღდგენითი სამუშაოები“ და სხვა.

გთავაზობთ მწერლის 15 გამორჩეულ ციტატას სხვადასხვა ნაწარმოებებიდან:

1. დედამიწას სიყვარული ატრიალებს.. ასე რომ არა დაიქცეოდა, ამდენი ცოდვა დაამძიმებდა, ვეღარ შესძლებდა ბრუნვას, ზოგ-ზოგებისადმი სიყვარული რომ არა.

2. სიკვდილი რომ არ იყოსაღარ იქნებოდა ამქვეყნად გულადი და ლაჩარი, მდიდარი და მონა, თვით სიკეთე და ბოროტებაც არ იქნებოდა, სიკვდილი რომ არ იყოს. არ დაგჭირდებოდათ არც ბრძოლა და ერთმანეთის ჟლეტა, მაგრამ არც მოსავლისათვის მიწის დაბარვა დაგჭირდებოდათ. არც ოსტატური სიტყვა-პასუხი, არც ვისიმე შიში არ გექნებოდათ და არც კეთილები იქნებოდით და არც ბოროტნი, არც ბედნიერნი და არც უბედურნი-აღარაფერი არ ვიქნებოდითვიღა გაგვარჩევდა, სიკვდილი რომ არ იყოსმთელი ის ჩვენი უსასრულო სიცოცხლე აღარაფერი არ იქნებოდა, ახლა კი, ახლა, სიკვდილი რომ არის, სიცოცხლე სიცოცხლეა, მაშინ კი, მერწმუნეთ, დამიჯერეთ, თავად წვიმაც და ჰაერიც აღარაფერი არ იქნებოდა, აღარაფერი, ჰეე, სიკვდილი რომ არ იყოს...“

3.ხმამაღალ-კარგი არ შეიძლება, ესეც ხომ საკუთარი სიკარგის დაგროვებაა, დაგროვება კი, თანხისა არ იყოს, შეგცვლისჩუმ-კარგი უნდა იყო. ვინც რა უნდა თქვას, ვისაც რა უნდა, ის გააკეთოს, შენ კი სიცუდეში არავის არ უნდა აჰყვე და ჩუმ-კარგი იყო

4.ცუდ სიმთვრალეზე ცუდი ნამდვილად არაფერია ქვეყნად. – მტკიცედ გნვუმრტე. – ერთი რამაა ნამდვილად უფრო ცუდი.. – რა მაინც , შალვა?

რაღაცნაირად, სევდიანად შემომცქეროდა და მითხრა: – რა და, გერასიმე, ცუდი სიფხიზლე. გლახა სიმთვრალეს ეშველება, ცუდი სიფხიზლე თქვი შენ.

5.ზოგიერთ გამვლელს შარვლის ცალი ტოტი ტალახით მთლად დაწინწკლული აქვს, მეორე კისუფთა. და თუმცა შარვლის ის ტოტი გაცილებით პეწიანად გამოიყურება, ერთმანეთზე ორივეს თანაბრად მიუძღვით ბრალიიმ დასვრილს სუფთატოტიანი ფეხი სტყორცნის ტალახს და ის ამოთხვრილი წესიერად რომ მიაბიჯებს, იმიტომ გამოიყურება მეორე მშვენივრად და კარგად.

6. დაწოლისას, დაძინებამდე არის ერთი, რაღაც პატარა, გარდამავალი წამი, როცა საკუთარი თავი ყველამ ვიცით...“

7.ყოველი ნორმალური მოთხრობის წაკითხვის შემდეგ ხდები ოდნავ უკეთესი, ვიდრე ხარ და უფრო ჭკვიანი, ვიდრე იყავი...

8. „ - ადამიანის სიკვდილს რაღად მაყურებინეთ?!

მაშინვე მშვიდად უპასუხეს:

- ადამიანი რომ გყვარებოდა!!”

9. ვერცერთი მტერი ვერასდროს დაგაკლებს იმდენს, რასაც საკუთარი თავი

10.და უცებ სულში გამეფურჩქნა უცნაური მცენარე, სიყვარულის კაქტუსიეკლიანი და ეკლებიანი, ოღონდ საოცრად ტკბილი იყო მისი მისი ყოველი ჩხვლეტა, და აი ახლაც, თქვენ რომ გიყურებთ, ახლა მჩხვლეტს და რომ იცოდეთ როგორ მიყვარხართ

11. „წყაროდან ჭიქას ნუ წამოიღებ!

12.არაფერი ისე გადამდები არ არის როგორც გულწრფელი ღიმილი, მთქნარებაზე მეტადაც კი

13. იჭიერი და ზარმაცი არ მწამს. ვაჟა-ფშაველა, ვან გოგი, მიქელ-ანჯელო, ფიროსმანინიჭიერები კატორღელებივით მუშაობდნენ

14. იმ ძნელ ხეს სულში ამოყვანა უნდა, ადამიანებო.თქვენს კლდოვან სულში!!!

15.ვისაც არ უნდა შეედარო, შენ მაინც იგივე იქნები, ზუსტად იგივე.


კომენტარები


სკოლები

თბილისის N106 საჯარო სკოლა მოსწავლეებზე განსაკუთრებული ზრუნვითა და წარმატებული შედეგებით გამოირჩევა

კლუბის წევრებმა ჩამოიარეს საკლასო ოთახები, ნახეს და გადაიღეს ენის სიწმინდის დაცვის ბიულეტენები

მოსწავლეებმა გალერეაში ლეონარდო და ვინჩის რეპროდუქციები დაათვალიერეს 

ღონისძიება პირველი კლასის მოსწავლეებმა და მათმა ხელმძღვანელმა, ხათუნა ქუთათელაძემ, გამართეს 

სიახლეები

ტრენინგი არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეთა სახელმწიფო ენასთან ინტეგრაციას მოიაზრებს

გრანტის გაცემის დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ზოგადი უნარებისა და არჩევითი საგნის შედეგებს

გაიმართა ფოტოგამოფენა, სადაც ქალაქ ახალციხისა და ციხის ძველი ფოტოსურათები წარმოადგინეს

საინტერესო

გაიმართა ფოტოგამოფენა, სადაც ქალაქ ახალციხისა და ციხის ძველი ფოტოსურათები წარმოადგინეს

14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა

„დედა ენა“ ერთადერთი წიგნია, რომელსაც ხალხმა ძეგლი დაუდგა
მწვანე ჯეჯილზე გაგორებული წითელი კვერცხები სიკვდილის ძლევის სიმბოლოა
ტრადიციის თანახმად, სააღდგომო კვერცხები წითლად, წითელ პარასკევს მზის ჩასვლამდე იღებება
ეტალონი

90%-100%-იანი ჩართულობის გააქტიურების შემდეგ ენიჭება

ახალგაზრდების მონაწილეობით ფარსათის N2 საჯარო სკოლაში  მიმდინარეობს 

ტრენინგი არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეთა სახელმწიფო ენასთან ინტეგრაციას მოიაზრებს

მინდა მადლობა ვუთხრა ბატონ გოჩას და „ეტალონის“ მთლიან გუნდს ამხელა სიხარულისთვის“.

ქობულეთის ღონისძიებას ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი გაუძღვება

საზოგადოება