სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ზურაბ ხონელიძე საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების რექტორთა საბჭოს სხდომას დაესწრო
25-03-2019
-
+


სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე კაჭრეთის ამბასადორში დაესწრო საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების რექტორთა საბჭოს გასვლით სხდომას, რომელიც შეფასებისა და განვითარების ეროვნული ცენტრის და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.

სხდომაზე გაიმართა გამოცდების ახალი მოდელის, 2020 წლიდან გრანტების განაწილების ახალი წესის, სტუდენტთა მობილობის, 180 კრედიტიანი საბაკალავრო პროგრამის და 60 კრედიტიანი სამაგისტრო პროგრამის პრეზენტაცია.

რექტორთა წინაშე მოხსენებებით წარსდგნენ: სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი - სოფიო გორგოძე; სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი - გიორგი ვაშაკიძე; სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მათემატიკის ჯგუფის უფროსი - ზაზა თევდორაძე; რეესტრის სამმართველოს უფროსი - ნინო წერეთელი; განათლების ხარისხის განვითარების სამმართველოს უფროსი - ნინო ბერელიძე.

საკითხების განხილვაში მონაწილეობდნენ უმაღლესი სასწავლებლების რექტორები. 
დისკუსიის შედეგები შეაჯამა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა - მიხეილ ბატიაშვილმა.

2020 წლიდან უმაღლეს სასწავლებლებში აბიტურიენტები ჩააბარებენ სამ სავალდებულო საგანს. ჰუმანიტარულ მიმართულებებზე: ქართული, ინგლისური, ისტორია; ტექნიკურ მიმართულებებზე: ქართული, ინგლისური, მათემატიკა. იცვლება დაფინანსების მოდელიც.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


სკოლები

თბილისის N106 საჯარო სკოლა მოსწავლეებზე განსაკუთრებული ზრუნვითა და წარმატებული შედეგებით გამოირჩევა

კლუბის წევრებმა ჩამოიარეს საკლასო ოთახები, ნახეს და გადაიღეს ენის სიწმინდის დაცვის ბიულეტენები

მოსწავლეებმა გალერეაში ლეონარდო და ვინჩის რეპროდუქციები დაათვალიერეს 

ღონისძიება პირველი კლასის მოსწავლეებმა და მათმა ხელმძღვანელმა, ხათუნა ქუთათელაძემ, გამართეს 

სიახლეები

გრანტის გაცემის დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ზოგადი უნარებისა და არჩევითი საგნის შედეგებს

გაიმართა ფოტოგამოფენა, სადაც ქალაქ ახალციხისა და ციხის ძველი ფოტოსურათები წარმოადგინეს

საინტერესო

გაიმართა ფოტოგამოფენა, სადაც ქალაქ ახალციხისა და ციხის ძველი ფოტოსურათები წარმოადგინეს

14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა

„დედა ენა“ ერთადერთი წიგნია, რომელსაც ხალხმა ძეგლი დაუდგა
მწვანე ჯეჯილზე გაგორებული წითელი კვერცხები სიკვდილის ძლევის სიმბოლოა
ტრადიციის თანახმად, სააღდგომო კვერცხები წითლად, წითელ პარასკევს მზის ჩასვლამდე იღებება
ეტალონი

90%-100%-იანი ჩართულობის გააქტიურების შემდეგ ენიჭება

ახალგაზრდების მონაწილეობით ფარსათის N2 საჯარო სკოლაში  მიმდინარეობს 

ტრენინგი არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეთა სახელმწიფო ენასთან ინტეგრაციას მოიაზრებს

მინდა მადლობა ვუთხრა ბატონ გოჩას და „ეტალონის“ მთლიან გუნდს ამხელა სიხარულისთვის“.

ქობულეთის ღონისძიებას ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი გაუძღვება

საზოგადოება