სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

მასწავლებლის აღსარება - რაში ადანაშაულებენ პედაგოგები საკუთარ თავს
25-03-2019
-
+


არაერთხელ და საფუძვლიანადაც გვსმენია დამოკიდებულება, რომ პედაგოგი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს მოსწავლის პიროვნებად ჩამოყალიბებაში და არსებითად განსაზღვრავს მის მომავალს.

შთაგონებითა და სწორი მიდგომებით მას შეუძლია აღზარდოს გენიოსი, მრავალმხრივ განვითარებული და წარმატებული პიროვნება ან პირიქით, გაუცნობიერებლად დაანგრიოს მისი მომავალი.

მასწავლებლის აღსარება- რაში ადანაშაულებენ პედაგოგები საკუთარ თავს:

  • არ არსებობენ ცუდი ბავშვები... არსებობენ, ცელქი, ზარმაცი, მოუწესრიგებელი მოსწავლეები, მაგრამ ცუდები არა. მათ ქცევას გაკვეთილზე, მით უმეტეს დაწყებით კლასებში, მნიშვნელოვნად განსაზღვრას პედაგოგი, სწავლების საინტერესო სტილითა და ფსიქოლოგიური მიდგომებით. ამდენად, მიუხედავად მრავალი ობიექტური მიზეზისა, მასწავლებლები მოსწავლის არასათანადო აკადემიური მოსწრების გამო საკუთარ თავს ადანაშაულებენ.
  • არსებობს შემთხვევები, როდესაც მოზარდი სამეგობრო წრის ან მძიმე ოჯახური თუ სოციალური პირობებიდან გამომდინარე ცხოვრების „სწორ“ გზას ცდება და ამ გაურკვევლობაში მას გვერდით უფროსი მეგობარი და კარგი დამრიგებელი სჭირდება, რომელსაც ენდობა და ეიმედება. პედაგოგიური ზრუნვა მხოლოდ საგნის სწავლებითა და სკოლის კედლებით არ შემოიფარგლება. მოზარდის „გაწირვა“ და გამოსწორების გზაზე რადიკალური, სადამსჯელო მიდგომები პედაგოგთა სინანულს იწვევს.
  • ბულინგი საქართველოსა თუ მსოფლიოს სკოლებში აქტუალური და მტკივნეული საკითხია. ერთი მოზარდის მხრიდან მეორეს ჩაგვრა, ამ პრობლემის უგულებელყოფა და სავალალო შედეგები - პედაგოგები საკუთარ თავს ადანაშაულებენ, რომ ვერ მიიღეს სათანადო პრევენციული ზომები ძალადობის წინააღმდეგ.
  • მოსწავლის ნიჭის ეფექტური გამოყენება და შესაძლებლობების სწორი მიმართულებით წარმართვა მასწავლებლის ხელოვნებაა. აზროვნების განვითარებისთვის სტანდარტული საგაკვეთილო პროცესის გარდა, სწავლების კრეატიული მეთოდების გამოყენებაა აუცილებელი, თუმცა არსებობს მასწავლებელთა კატეგორია, რომელიც ჩარჩოებშია მოქცეული და ინოვაციების უგულებელყოფით აფერხებს მოსწავლის წინსვლას.

აღარაფერს ვამბობთ სიძულვილის ენასა და ფსიქოტერორზე, რომელსაც განსხვავებულის მიუღებლობით, უხეში რეპლიკებითა და არასწორი იდეოლოგიით ბავშვების ფსიქიკის დამახინჯება შეუძლია.


კომენტარები


სკოლები
საჯარო სკოლებში თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოს - სამეურვეო საბჭოს არჩევნები მიმდინარე წლის 17 ივნისს გაიმართა
ზეიმი სრული ანშლაგით ჩატარდა, ბავშვებმა წარმოადგინეს სხვადასხვა მხიარული ნომერი
აღნიშნული პროექტის ხელმძღვანელია სამოქალაქო განათლების პედაგოგი ნინო ნადირაძე
სიახლეები
ზურაბ ხონელიძემ საუნივერსიტეტო დიპლომატიიის, როგორც კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საშუალებაზე გაამახვილა ყურადღება
არ არსებობს ოფიციალური განაცხადის ფორმა, რომლის შევსება და წარდგენაც ჯილდოს მიღების მსურველ პედაგოგებს შეუძლიათ
ბაღი 2014 წელს დაარსდა და პირველივე დღიდან მშობელთა ნდობა და ბავშვების გამორჩეული სიყვარული დაიმსახურა
იმდინარე წლის 9 ივლისიდან 28 ივლისის ჩათვლით პერიოდი - პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის
პროგრამა საქართველოს მასშტაბით 230 სკოლას უწევს დახმარებას და ხელს უწყობს სკოლებში სამოქალაქო განათლების სწავლებას
საინტერესო
etaloni.ge არდადეგებზე სანახავი ფილმების კოლექციას გთავაზობთ
გოგონები იმ 19 ადამიანს შორის არიან, რომლებიც ტრაგიკულად ემსხვერპლნენ სტიქიას
სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება და სასკოლო ცხოვრება სულ უფრო დიდ ყურადღებას იპყრობს...
პიროვნება
ადიგენის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურცენტრის უფროსი, ინგა ბოჭორიშვილი სოფელ კახარეთში ცხოვრობს
ეტალონი
ინტელექტუალური კონკურსის ფინალში მონაწილეობას საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის 78 „ეტალონი-მოსწავლე“ მიიღებს
გზა ევროპისკენ - კითხვებს ქუთაისის 6 სკოლიდან  78 გამოცდილი პედაგოგი ადგენს
შესაბამისი ლიტერატურისა და კითხვების შედგენაში პორტალის გამორჩეულად აქტიური და წარმატებული სკოლები მონაწილეობენ
თბილისის N11 საჯარო სკოლის ლიდერი დირექტორი ნინო ჯაბანიშვილი
ახლა კი, გთავაზობთ  ივლისი-აგვისტოში წასაკითხი წიგნების სიას კლასების მიხედვით
საზოგადოება