სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა შემთხვევაში შეიძლება აბიტურიენტს ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის საფასური დაუბრუნდეს?
26-03-2019
-
+


ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციისთვის აბიტურიენტებმა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ანგარიშზე თანხა საგნების რაოდენობის შესაბამისად უნდა ჩარიცხონ.

რეგისტრაცია 3 აპრილის ჩათვლით არის შესაძლებელი, ხოლო ერთი საგნის ღირებულება 10 ლარია. 

აღსანიშნავია, რომ აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობის საფასური სხვადასხვა მიზეზით განცხადების საფუძველზე უკან დაიბრუნონ მაგალითად, ზედმეტი თანხის გადახდის, ან გამოცდაზე უარის თქმის გამო.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიან ეროვნულ გამოცდაში მონაწილეობის საფასური სრულად ბრუნდება განცხადების საფუძველზე, თუ:

  • პირი ერთიან ეროვნულ გამოცდაზე რეგისტრაციის ვადის განმავლობაში არ დარეგისტრირდა ერთიან ეროვნულ გამოცდაზე
  • აბიტურიენტმა შესაბამისი წლის 7 მაისის 18:00 საათამდე წერილობით განაცხადა უარი ერთიან ეროვნულ გამოცდაში მონაწილეობაზე
  • აბიტურიენტი ვერ მოიპოვებს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს – ატესტატს
  • აგრეთვე, თუ ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის საფასური გადახდილია მეტი ოდენობით, საფასურის გადამხდელს (ასეთი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში) ან აბიტურიენტს უბრუნდება სხვაობა გადახდილ თანხასა და საფასურის დადგენილ ოდენობას შორის

აბიტურიენტს რეგისტრაციის მეორე ეტაპის (7 მაისი) დასრულებიდან ცენტრის მიერ განსაზღვრულ ვადაში უფლება აქვს შეავსოს თანხის დაბრუნების შესახებ ცენტრის მიერ დადგენილი განაცხადის ფორმა (საგანმანათლებლო რესურსცენტრსა ან შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში). თანხები ბრუნდება შესაბამისი განცხადების მიღების ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა. განაცხადის ფორმა და დაწვრილებითი ინფორმაცია განთავსდება ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე: www.naec.ge. თანხის  დაბრუნების თაობაზე დაგვიანებით შემოტანილი განცხადება არ განიხილება და თანხა უკან აღარ დაბრუნდება.


კომენტარები


სკოლები
ღონისძიებას პედაგოგი ლელა მირზაშვილი ხელმძღვანელობდა
შერჩეული თემა გახლდათ „გოდერძი ჩოხელის ცხოვრებას და შემოქმედება“
მოსწავლეებმა ბიბლიოთეკაში მაცხოვრისკარის მოსწავლეების ნახატების გამოფენა დაათვალიერეს
მოსწავლეები ერთმანეთს სხვადასხვა სპორტულ თამაშებში შეეჯიბრნენ
სიახლეები
ინფორმაცია etaloni.ge-მ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გადაამოწმა
ჩატარების დროსა და ადგილს გაცნობებთ
მათგან ერთ-ერთს 5ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღეს „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ გადაეცემა
პროფესიული განათლების განვითარებისთვის, 23 მილიონი ევროს ინვესტიცია განხორციელდება
სკოლებში 7 000-ზე მეტი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეა
საინტერესო
გოგონები იმ 19 ადამიანს შორის არიან, რომლებიც ტრაგიკულად ემსხვერპლნენ სტიქიას
სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება და სასკოლო ცხოვრება სულ უფრო დიდ ყურადღებას იპყრობს...
სკოლის ბუფეტები სერიოზული პრობლემაა, რომლის გადაჭრასაც სერიოზული ძალისხმევა სჭირდება
პიროვნება
ადიგენის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურცენტრის უფროსი, ინგა ბოჭორიშვილი სოფელ კახარეთში ცხოვრობს
ეტალონი
შესაბამისი ლიტერატურისა და კითხვების შედგენაში პორტალის გამორჩეულად აქტიური და წარმატებული სკოლები მონაწილეობენ
თბილისის N11 საჯარო სკოლის ლიდერი დირექტორი ნინო ჯაბანიშვილი
ახლა კი, გთავაზობთ  ივლისი-აგვისტოში წასაკითხი წიგნების სიას კლასების მიხედვით
ქართული კულტურა და საქართველოს ისტორიული არჩევანი – გზა ევროპისკენ
საზოგადოება