სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რას გულისხმობს დოკუმენტი, რომელიც სკოლებში უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვას უზრუნველყოფს
01-04-2019
-
+


2021 წლის ბოლომდე, განათლების მაღალი ხარისხის მისაღწევად,  ყველა საჯარო სკოლაში უსაფრთხოების წესით დადგენილი სტანდარტები დაინერგება. ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ etaloni.ge-სთვის მოწოდებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

რეფორმების ფარგლებში, 2018 წლის ზაფხულიდან, განათლების სამინისტრომ არასამთავრობო სექტორთან და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით დოკუმენტი - „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესი და პირობები“ შეიმუშავა, რომელიც 2019 წლის იანვრიდან შევიდა ძალაში და რომლის საფუძველზე, 2021 წლის ბოლომდე, ყველა საჯარო სკოლაში უსაფრთხოების წესით დადგენილი სტანდარტები დაინერგება.

განათლების სამინისტროს ცნობით, ეს არის პირველი დოკუმენტი საგანმანათლებლო სისტემაში, რომელიც მთლიანად არის ორიენტირებული უსაფრთხოებასა და პრევენციაზე და მასში დეტალურად არის გაწერილი სკოლის ტერიტორიაზე, სასკოლო დროს, უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, პრევენციისა და რეაგირების კუთხით განსახორციელებელი ღონისძიებები. უსაფრთხოების წესის მიხედვით, თითოეულ სკოლაში ჩამოყალიბდება მრჩეველთა საბჭო, რომელსაც ერთგვარი საკონსულტაციო და მაკონტროლებელი ფუნქცია ექნება. ასევე, შეიქმნება ელექტრონული პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს მშობლის, სკოლის ადმინისტრაციის, მანდატურისა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლების მაღალ ჩართულობას სასკოლო პროცესებში.

„დოკუმენტი მკაფიოდ განსაზღვრავს მანდატურისა და უფლებამოსილი პირის მიერ უკონტაქტო, ზედაპირული დათვალიერებისა და განცალკევების განხორციელების, ასევე, მანდატურის მიერ სკოლის შიდა და გარე პერიმეტრის არადისტანციური დათვალიერებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემის ადმინისტრირების წესებს. უსაფრთხოების წესის თანახმად, თითოეული სკოლა ვალდებულია, უზრუნველყოს სკოლის შიდა და გარე პერიმეტრის ვიდეოთვალთვალის სისტემით აღჭურვა. ვიდეოსათვალთვალო სისტემის ყოველდღიურ გამოყენებას და ადმინისტრირებას უზრუნველყოფს მანდატური/უფლებამოსილი პირი, რომელიც ასევე პასუხისმგებელია ვიდეოჩაწერის შედეგად მიღებული ელექტრონული ინფორმაციის შენახვასა და კონფიდენციალურობის დაცვაზე. სასკოლო დროს, ვიდეო-მეთვალყურეობა განხორციელდება უწყვეტ რეჟიმში. 2020 წლის ბოლომდე, უკლებლივ ყველა საჯარო სკოლაში, უსაფრთხოების წესით დადგენილი სტანდარტების შესაბამისად დამონტაჟდება ვიდეოსათვალთვალო სისტემა და მთლიანად იქნება ათვისებული მომეტებული რისკის შემცველი ადგილები, რაც, თავისთავად, სკოლის მეტ დაცულობას უზრუნველყოფს“,-აცხადებენ განათლების სამინისტროში.


კომენტარები


სკოლები

ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს N2 საჯარო სკოლას გამორჩეულად მზრუნველი დირექტორი ჰყავს

ბავშვებმა გაიხსენეს ამ დღესთან დაკავშირებული ისტორიული მოვლენები,

მოსწავლეებმა განიხილეს და შეაჯამეს ჩატარებული არჩევნები 

წელს 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი შესრულდა

ბნავისის საჯარო სკოლაში დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარადა

სიახლეები

დამატებითი ინფორმაციისთვის ადმინისტრაციას დაუკავშირდით: 2-83-05-05 

გამოცდებზე ქართული ენისა და ლიტერატურის ერთ-ერთ დავალება ტექსტის რედაქტირებაა, რომელიც 16 ქულიანია

გამარჯვებულად ჩაითვლება ის მონაწილეც, რომლის ქულა ემთხვევა რეიტინგულ სიაში მე-10 ადგილზე გასული მოსწავლის ქულას

შედეგები ცნობილია როგორც მოსწავლეებისთვის ისე სკოლებისთვის.

სკოლაში მუშაობის მსურველებისთვის, მათ შორის მასწავლებლებისთვის, საქართველოს მასშტაბით ახალი ვაკანსიები გამოცხადდა

საინტერესო

14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა

„დედა ენა“ ერთადერთი წიგნია, რომელსაც ხალხმა ძეგლი დაუდგა
მწვანე ჯეჯილზე გაგორებული წითელი კვერცხები სიკვდილის ძლევის სიმბოლოა
ტრადიციის თანახმად, სააღდგომო კვერცხები წითლად, წითელ პარასკევს მზის ჩასვლამდე იღებება

„ვერ ვატან ჩემს ბავშვს საჭმელს სკოლაშივისაც კონტეინერებით დააქვს, დასცინიან“

ეტალონი

სამტრედიის რესურსცენტრში ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის პრეზენტაცია გაიმართა

ღონისძიებას ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი გაუძღვება

ჭიათურის რესურსცენტრში ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის პრეზენტაცია გაიმართა

საზოგადოება