წიგნები, რომლებსაც ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი გვირჩევს
10-05-2017
წიგნები ადამიანებზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს, ისეთ გავლენას, რომ შეიძლება სამუდამოდ დარჩეს მეხსიერებაში. 

Etaloni.ge
გთავაზობთ რუბრიკას ''წიგნები".

რუბრიკის დღევანდელი სტუმარია ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი.

''პირველ რიგში, ყველას ვურჩევდი, ლინდა გუდმანის ''12 ზოდიაქოს  ნიშანს''. ასტროლოგია ეს არის კოსმო-ბიო-ფსიქოლოგია. ჩვენ უნდა ვიყოთ ფსიქოლოგები, რადგან მუდმივად გვაქვს ურთიერთობა 12 ფსიქოტიპთან. ეს შეიძლება იყოს ჩვენი შვილები, და, ბიძა, დედა, მამა, მეზობელი, კოლეგა. 12 ზოდიაქო ზოგადად ყველამ უნდა იცოდეს, მე არ ვსაუბრობ სიღრმეების ცოდნაზე. მე თავის დროზეც გამოვედი წინადადებით, რომ უმაღლესშიც უნდა ისწავლებოდეს 12 ზოდიაქოს ნიშანი. პედაგოგებმაც უნდა იცოდნენ 12 ზოდიაქოს ნიშანი, მაშინ გაცილებით უფრო გაუადვილდებათ ურთიერთობა, რადგან გასაგები იქნება რა ფსიქოტიპტთან აქვთ საქმე, რა პრიორიტეტები აქვს მას, თქვენ, სად შეიძლება საერთო ენის პოვნა. რატომ მაინც და მაინც ლინდა გუდმანის 12 ზოდიაქო. ზოდიაქოს ნიშნებზე უამრავი წიგნია, თუმცა ლინდა გუდმანისნაირი იუმორით, აბსოლუტური სიზუსტით დაწერილი 12 ზოდიაქო მე არ წამიკითხავს. ეს არის იდეალური წიგნი, აბსოლუტურად ყველასთვის გასაგებ ენაზე დაწერილი.   

კიდევ ერთი წიგნი მინდა გირჩიოთ, ზოგიერთისთვის მიუღებელი, ზოგისთვის კი ძალიან მისაღები. ეს არის ოშო რაჯნიშის ''მდოგვის მარცვალი''. ამ წიგნიდან ძალიან კარგად გაიგებთ, ვინ იყო იესო, რა თქვა მან, რას აკეთებდნენ მისი მოციქულები, მათ შორის პეტრე მოციქული, რატომ არ შევიდა ბიბლიაში და ა.შ. დიდი ოსტატი, როგორიც იყო ოშო, ძალიან კარგად გადმოცემს და ძალიან კარგად გახდება თქვენთვის გასაგები, რა დევს ქრისტიანულ პოსტულატებში. ამ წიგნიდან მიხვდებით, სად იყო ქრისტე 15-დან 30 წლამდე, რა ტექნიკა და რა კულტურა მოიტანა მან. კულტურა, რომელსაც იუდევლებმაც ვერაფერი გაუგეს. ეს წიგნი თქვენი იდეოლოგიური, რელიგიური, სულიერი მრწამსისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.''

კომენტარები


სიახლეები
კერძო სკოლები სწავლის დაწყებისა და დასრულების თარიღს თავად განსაზღვრავენ
აღნიშნული ვიდეო სოციალური ქსელით გავრცელდა
ფაშისტებმა სტუდენტთა საერთო საცხოვრებელს ალყა შემოარტყეს
რას მოიცავს პროექტი და რატომ უნდა ჩაერთვნენ მასში სკოლის მოსწავლეები და მათი მშობლები?
ვაკანსიები მთელი საქართველოს მასშტაბით გამოცხადდა
სკოლები
მოხის საჯარო სკოლაში თემაზე - „მათემატიკა და ბუნება“ შეჯიბრი ჩატარდა
ღონისძიების დასასრულს არაჩვეულებრივი პოეზიის საღამო მოეწყო
საინტერესო
ადამიანები უპირატესობას ანიჭებენ ინფორმაციის გადამუშავების გარკვეულ მეთოდებს
ფობია — რაიმე სიტუაციის, ობიექტის, საქმიანობისა ან ადამიანის (ან ცხოველის) მიმართ ძლიერი, პანიკური შიში
პროგრამის „სამუშაო სკალა“ არის -10-დან 10-მდე
ვიმეტყველოთ და ვწეროთ სწორად 
აღნიშნული ვიდეო სოციალური ქსელით გავრცელდა