სიახლეები
ეტალონი

„ეტალონი“ მოსწავლეებს ერთ დღეში აქცევს წარმატებულებად“- საჩხერემ ეტალონი მოსწავლე გამოავლინა
21-03-2019
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ- ჩემპიონატი გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით, ჭორვილის საჯარო სკოლაში ჩატარდა, სადაც "საჩხერის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.

ღონისძიებას საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი ბენიამენ ფალავანდიშვილი, მერის მოადგილე ოთარ ომიაძე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ივანაშვილი, საკრებულოს ჰუმანიტარული კომისიის თავმჯდომარე მარინა კაციტაძე, რესურსცენტრის უფროსი ცისმარ მაჭარაშვილი, პედაგოგთა პროფკავშირების თავმჯდომარე მაია კობახიძე, სკოლის დირექტორები, მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.

ჩემპიონატის გამარჯვებულს მუნიციპალიტეტის მერიისგან „ვეფხისტყაოსანი“ გადაეცა, მისი დამრიგებელი კი სიმბოლური პრიზით დასაჩუქრდა.

მუნიციპალიტეტის მერმა ბენიამენ ფალავანდიშვილმა პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და გამარჯვებულს წარმატება მიულოცა: 

„ძალინ მნიშვნელოვანი დღე იყო დღეს, საჩხერის სინამდვილეში. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო გაწეული შრომისთვის, ჩვენი მუნიციპალიტეტისადმი ასეთი დამოკიდებულებისათვის, იმ მეგობრული განწყობისთვის და სიყვარულისთვის. დღევანდელი დღე ძალინ საინტერესოდ წარიმართა. ვულოცავ გამარჯვებულს და ვუსურვებ წარმატებებს პროექტის ფინალშიც.  მინდა აქვე დიდი მადლობა გადავუხადო რესურსცენტრის უფროსს და თითოეულ პედაგოგს, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში ზრუნავენ მომავალი თაობის განათლებაზე“.

მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ოთარ ომიაძემ, ნინო გაფრინდაშვილს გამარჯვება მიულოცა და „ეტალონის“ ფინალზე წარმატებები უსურვა: 

„ძალიან კარგი ღონისძიება ჩატარდა დღეს ჩვენთან. ძალიან მიხარია, რომ ბავშვები ძალიან ბევრს მეცადინეობენ და ჩემპიონატებზე მაღალ შეფასებებს აჩვენებენ. ვულოცავ კიდევ ერთხელ გამარჯვებულს და წარმატებებს ვუსურვებ მას“.

მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ლევან ივანაშვილმა პროექტი დადებითად შეაფასა და „ეტალონის“ ავტორებს, შემოქმედებით გუნდთან ერთად მადლობა გადაუხადა მუნიციპალიტეტში განხორციელებული ღონისძიებისთვის:

„ძალიან მნიშვნელოვანი და ემოციური დღე იყო დღეს ჭორვილის სკოლაში. რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, შარშანდელთან შედარებით წელს მონაწილეების მსურველთა რიცხვი საგრძნობლად გაზრდილია, რაც თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ პროექტის მიმართ დაინტერესება ძალიან მაღალია. ვულოცავ კიდევ ერთხელ გამარჯვებულ მოსწავლეს და მის სკოლას ამ დიდ წარმატებას. აქვე ძალიან დიდი მადლობა მინა ვუთხრა „ეტალონის“ შემოქმედებით ჯგუფს და ბატონ გოჩას ამ მართლაც უმნიშვნელოვანესი პროექტის არსებობისთვის“.

საგანმანთლებლო რესურსცენტრის უფროსმა, ცისმარ მაჭარაშვილმა პროექტი „კეთილ კონკურსად“ მოიხსენია, რომელიც ჯანსაღ კონკურენციაზეა დაფუძნებული:

„ასეთი სახის კონკურსები არის ერთგვარი დიაგნოსტიკა, გავიგოთ რა შედეგებს ვაღწევთ, რა მიმართულებით გვჭირდება მეტი ყურადღება და ა.შ. ვფიქრობ, რომ „ეტალონი“, რომელიც ამ მხრივ ძალიან ეხმარება სკოლებს, არის ძალიან კეთილი კონკურსი. რომელიც ასწავლის ბავშვებს, რას ნიშნავს ჯანსაღი კონკურენცია. აღსანიშნავია, რომ ეს არის ძალიან პრესტიჟული პროექტი მოსწავლის ბიოგრაფიაში“.

საკრებულოს ჰუმანიტარული კომისიის თავმჯდომარემ, მარინა კაციტაძემ აღნიშნა, რომ „ეტალონი“ სწავლის მიმართ ინტერესს და მოტივაციას მნიშვნელოვნად ზრდის მოსწავლეებში:

„მე ამ პროექტს დღეს ვუყურებდი არა მხოლოდ, როგორც ჩემი სამსახურის წარმომადგენელი, არამედ როგორც პედაგოგი და მშობელი. „ეტალონი“ არის საუკეთესო მოტივატორი ამ ბავშვებისთვის. აღსანიშნავია, რომ ეს არის პროექტი, რომელიც ნებისმიერ ბავშვს აძლევს წარმატების საშუალებას. დღეს აქ იყვნენ ბავშვები რომლებიც არ არიან დაფასებული და „ეტალონი“ მოსწავლეებს ერთ დღეში აქცევს ცნობადებად და წარმატებულებად“.

სარეკის საჯარო სკოლის დირექტორმა ლალი აბჟანდაძემ აღნიშნა, რომ სკოლაში პროექტის მიმართ დაინტერესება და ჩართულობა ძალიან მაღალია: 

„ყველაზე ბედნიერი და ყველაზე დიდი ვარ. ჩვენს სკოლაში ბავშვებს ძალიან უყვართ ეს პროექტი. ანალოგიური წარმატების იმედი გვაქვს ფინალშიც, თუმცა ვინც წინსწრებით ზეიმობს გამარჯვებას ის გამარჯვებული არ არის. ამდენად, უკვე ველოდებით ფინალს და ვნახოთ, რას ვიზამთ“.

„საჩხერის ეტალონი მოსწავლის" სტატუსი სარეკის საჯარო სკოლის მოსწავლემ ნინო გაფრინდაშვილმა მოიპოვა:

„ახლაც არ მჯერა რო მე გავიმარჯვე. წელს მესამედ მივიღე მონაწილეობა. გასულ წელს ვერ მივაღწიე ასეთ წარმატებას და მიხარია რო წელს მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლე“ გავხდი“.

შეჯიბრში გამარჯვებულმა „საჩხერის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული და საქართველოს ეროვნული ინტელექტ- ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება