რა შემთხვევაში შეუწყდება მასწავლებელს წამყვანის სტატუსი
23-04-2017
დაკოპირებულია
-
+
წამყვანი მასწავლებელი, წამყვანი მასწავლებლის სტატუსის შესანარჩუნებლად ვალდებულია ყოველი ოთხი წლის განმავლობაში დააგროვოს 17 კრედიტქულა.
წამყვანი მასწავლებელი ვალდებულია კრედიტქულები დააგროვოს დამატებითი საქმიანობებით/აქტივობებით და/ან მენტორის სტატუსის მისანიჭებლად სავალდებულო აქტივობებით.
იმ შემთხვევაში, თუ წამყვანი მასწავლებელი ზემოღნიშნული ვადის განმავლობაში ვერ დააგროვებს სტატუსის შესანარჩუნებლად საჭირო კრედიტქულებს, შეუწყდება წამყვანი მასწავლებლის სტატუსი და მიენიჭება უფროსი მასწავლებლის სტატუსი.
წყარო - ''მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ''