სიახლეები
სიახლეები

ირინა აბულაძის თქმით, ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის დაბალი აქტივობაა და აბიტურიენტებს გააქტიურებისკენ მოუწოდებს
20-03-2019
-
+


2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის დაბალ აქტივობაზე საუბრობს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე.

მისი თქმით, ამ ეტაპზე, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 4 000 აბიტურიენტია დარეგისტრირებული.

„აბიტურიენტთა რეგისტრაცია მიმდინარეობს და 3 აპრილს დასრულდება. წელს სკოლას 39 ათასი მოსწავლე ასრულებს, თუმცა არ დაგვავიწყდეს ის მოსწავლეები, რომლებმაც სწავლა წინა წლებში დაასრულეს, ასევე ისინი, ვინც დაასრულეს 12 კლასი, თუმცა ატესტატი არ ჰქონდათ, წელს მათაც შეეძლებათ გამოცდაზე რეგისტრაცია. მიუხედავად ამისა, დღეის მდგომარეობით, ძალიან დაბალი აქტივობაა და სულ 4 000 აბიტურიენტია დარეგისტრირებული. 

რეგისტრაცია, ცხადია ელექტრონულად ხდება და მოვუწოდებ აბიტურიენტებს, დაიწყონ ეს პროცესი დროულად, რადგან მათ ბევრი რამ აქვთ გასათვალისწინებელი. ბოლო წუთებში უფრო მეტად იმატებს ნერვიულობა. თუმცა აბიტურიენტებს, რომლებიც დარეგისტრირდებიან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, 3 აპრილის შემდეგაც, შედეგების აპელაციის დასრულების მეორე დღემდე შეეძლებათ სასურველი პროგრამების ჩამონათვალის შეცვლა“, - განაცხადა ირინა აბულაძემ „იმედის“ ეთერში.

შეგახსენებთ, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია 12 მარტს დაიწყო და 3 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
უფროსი სპეცმასწავლებლების საგამოცდო ტესტის შეფასების სქემა და ზოგადი კრიტერიუმები
მასწავლებელთა საგამოცდი ტესტის შეფასების კრიტერიუმები ცნობილია
შეუძლიათ თუ არა კანდიდატებს გასაუბრების ეტაპის ვიდეო ან აუდიო ჩაწერა - ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ვაკანსიით დაინტერესებულთათვის
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
აქტივობებს სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები ესწრებოდნენ
მათ ლამაზი სიმღერა შეასრულეს, სიტყვა წარმოთქვეს, ლექსები წაიკითხეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს
წლევანდელ გამოფენას განსაკუთრებული ხიბლი პედაგოგ ლალი ქშუტაშვილის კალიგრაფიულმა ნიმუშებმა შესძინა
აღსანიშნავია, რომ დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული მასწავლებელ მარიამი გიორგაძის სადამრიგებლო IV კლასში დიდი წარმატებით დასრულდა
სკოლაში პატრიოტული ღონისძიება გაიმართა, მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს, 9 აპრილის უმძიმესი ტრაგედია, რომელიც საფუძვლად დაედო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება