სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ქუთაისში არასრულწლოვან და-ძმას მატარებელი დაეჯახა
20-03-2019
-
+


ქუთაისში სკოლის მოსწავლეებს მატარებელი დაეჯახა. შემთხვევა გუშინ მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, და-ძმა სკოლიდან მოკლე გზით ბრუნდებოდა, მათ ლიანდაგი უნდა გაევლოთ, როდესაც წყალტუბო-ქუთაისის მატარებელი დაეჯახა.

დაშავებული არასრულწლოვნები საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი. როგორც კლინიკაში განმარტავენ, ორივე ბავშვი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

„მცირეწლოვანი ბავშვები მძიმე მდგომარეობით შემოიყვანეს კლინიკაში. ერთ-ერთს აქვს თავის ტვინის ჰემატობა, ბავშვები მართვით სუნთქვაზე არ არიან. მდგომარეობა მძიმეა, თუმცა დინამიკა სტაბილურია. უტარდებათ გამოკვლევები, რის შემდეგაც დაზუსტდება დასჭირდებათ, თუ არა ქირურგიული ჩარევა", -აცხადებენ კლინიკაში.

როგორც etaloni.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.


კომენტარები


სკოლები

თბილისის N106 საჯარო სკოლა მოსწავლეებზე განსაკუთრებული ზრუნვითა და წარმატებული შედეგებით გამოირჩევა

კლუბის წევრებმა ჩამოიარეს საკლასო ოთახები, ნახეს და გადაიღეს ენის სიწმინდის დაცვის ბიულეტენები

მოსწავლეებმა გალერეაში ლეონარდო და ვინჩის რეპროდუქციები დაათვალიერეს 

ღონისძიება პირველი კლასის მოსწავლეებმა და მათმა ხელმძღვანელმა, ხათუნა ქუთათელაძემ, გამართეს 

სიახლეები

გრანტის გაცემის დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ზოგადი უნარებისა და არჩევითი საგნის შედეგებს

გაიმართა ფოტოგამოფენა, სადაც ქალაქ ახალციხისა და ციხის ძველი ფოტოსურათები წარმოადგინეს

საინტერესო

გაიმართა ფოტოგამოფენა, სადაც ქალაქ ახალციხისა და ციხის ძველი ფოტოსურათები წარმოადგინეს

14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა

„დედა ენა“ ერთადერთი წიგნია, რომელსაც ხალხმა ძეგლი დაუდგა
მწვანე ჯეჯილზე გაგორებული წითელი კვერცხები სიკვდილის ძლევის სიმბოლოა
ტრადიციის თანახმად, სააღდგომო კვერცხები წითლად, წითელ პარასკევს მზის ჩასვლამდე იღებება
ეტალონი

90%-100%-იანი ჩართულობის გააქტიურების შემდეგ ენიჭება

ახალგაზრდების მონაწილეობით ფარსათის N2 საჯარო სკოლაში  მიმდინარეობს 

ტრენინგი არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეთა სახელმწიფო ენასთან ინტეგრაციას მოიაზრებს

მინდა მადლობა ვუთხრა ბატონ გოჩას და „ეტალონის“ მთლიან გუნდს ამხელა სიხარულისთვის“.

ქობულეთის ღონისძიებას ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი გაუძღვება

საზოგადოება