სიახლეები
ეტალონი

„ცოდნა და ერუდიცია არის კაცობრიობის ძალა“- თეთრიწყაროში „ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა
19-03-2019
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ- ჩემპიონატი გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით, თეთრიწყაროს N1 საჯარო სკოლაში ჩატარდა, სადაც „თეთრიწყაროს ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.

ღონისძიებას სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ადგილობრივ თვითმმართველობებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ლევან ჟვანია, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე, მერის მოადგილე მალხაზ სამაშვილი, მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ვაჟა სულხანიშვილი, რესურსცენტრის უფროსი მაია ბეგიაშვილი, სკოლის დირექტორები, მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ადგილობრივ თვითმმართველობებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ლევან ჟვანიამ „ეტალონის“ მნიშვნელობაზე ისაუბრა და მონაწილეებს მეტი ჩართულობისკენ მოუწოდა:

„ჩვენი მოსწავლეებისთვის ამ პროექტში მონაწილეობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან დიდი იყო ინტერესი პირველივე ტურიდან. ვულოცავ ყველა მონაწილეს და განსაკუთრებით გამარჯვებულს. თითოეულ ჩვენს მოსწავლეებს ვუსურვებ წარმატებებს და ბევრ ასეთ პროექტში ჩართულობას, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ დადებითად აისახება მათ მომავალზე“.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი ქორიძემ „ეტალონი“ დადებითად შეაფასა და გამოთქვა იმედი, რომ მუნიციპალიტეტსა და აღნიშნულ პროექტს შორის თანამშრომლობა კვლავ გაგრძელდება:

„ეტალონი“ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით ტარდება. მოსწავლე- ახალგაზრდობის და საერთოდ მომავალი თაობის განვითარებაში სწავლა - განათლებას და ასეთ კონკურსებს ძალიან დიდი როლი აქვს და ვიმედოვნებ, მომავალშიც გაგრძელდება აქტიური თანამშრომლობა ჩვენს მუნიციპალიტეტსა და „ეტალონს“ შორის“.

მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის, ვაჟა სულხანიშვილის თქმით, „ეტალონი“ ხელს უწყობს მოსწავლეთა გონებრივ განვითარებას და ეხმარება მათ წარმატების მიღწევაში: 

„ვფიქრობ, „ეტალონი“ არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი მომავალი თაობისთვის. ასეთი დონის საგანმანათლებლო პროექტს საქართველოში ნამდვილად ვერ ვნახავთ. ჩემპიონატში მონაწილეობის მსურველთა რიცხვი უკვე მეტყველებს იმაზე რომ ჩვენს მოსწავლეებს ძალიან უყვართ ეს პროექტი. ის ეხმარება ჩვენს ახალგაზრდა თაობას გონებრივ განვითარებაში და სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ამ პროექტში მონაწილე მოსწავლეთა დიდი პროცენტი ძალან წარმატებულია. მივულოცავ დღევანდელ დღეს ჩვენს მოსწავლეებს და ვუსურვებ მათ მომავალშიც დიდ წარმატებებს“.

მერის მოადგილემ, მალხაზ სამაშვილმა „ეტალონის“ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და პროექტს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა:

„ვფიქრობ, რომ ცოდნა და ერუდიცია არის კაცობრიობის ძალა და „ეტალონი“ საქართველოში სწორედ ამ უდიდეს საქმეს ემსახურება. დარწმუნებული ვარ, დღევანდელი დღე ამ მონაწილეების ცხოვრებაში აუცილებლად ჩაიწერება ერთ- ერთ ღირსშესანიშნავ დღედ. რისთვისაც მინდა მადლობა გადავუხადო „ეტალონს“ და მთლიან შემოქმედებით გუნდს“.

თეთრიწყაროს რესურსცენტრის უფროსი მაია ბეგიაშვილი მოხარულია ჩემპიონატში მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით და დიდ წარმატებებს უსურვებს ახალგაზრდებს „ეტალონთან“ ერთად:

„პროექტი მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია მომავალი თაობის წინსვლისა და განვითარებისთვის. ჩვენი მოსწავლეები კონკურენტუნარიან, ობიექტურ გარემოში საკუთარი ცოდნისა და შესაძლებლობების გამოვლენას სწავლობენ, მცირე დროში იღებენ ეფექტურ გადაწყვეტილებებს და მნიშვნელოვან გამოცდილებას აგროვებენ. მოხარული ვარ „ეტალონში“ მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით და დიდ წარმატებებს ვუსურვებ მათ ცხოვრების გზაზე.“

თეთრიწყაროს N1 საჯარო სკოლის დირექტორმა, გიული ზაქაიძემ  პროექტში მოსწავლეთა ჩართულობაზე ისაუბრა და გამარჯვებულს წარმატება მიულოცა: 

„ძნელია ემოციების გამოხატვა. ჩვენი „ეტალონი მოსწავლე" არაჩვეულებრივი ბიჭია და დღეს ძალიან გაგვახარა. სკოლაში ბავშვები განსაკუთრებულად ემზადებიან . მეცადინეობენ როგორც დამოუკიდებლად, ასევე პედაგოგების დახმარებით. დღესაც, ფიზიკის გაკვეთილზე მათთვის მნიშვნელოვან საკითხს განვიხილავდით და ჩემპიონატისთვის ვემზადებოდით. ვულოცავ ჩვენს მოსწავლეს კიდევ ერთხელ და წარმატებებს ვუსურვებ მას“.

„თეთრიწყაროს ეტალონი მოსწავლის" სტატუსი თეთრიწყაროს N1 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლემ, მათე ალთუნაშვილმა მოიპოვა:

„რთულია საჭირო სიტყვებია მოძებნა. ვარ გახარებული და ბედნიერი. ცოტა გაკვირვებულიც ვარ და ეს ამბავი დაუჯერებელია ჩემთვის. დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ სიხარულისთვის. მინდა ყველა მონაწილეს ვუსურვო წარმატებები“.

შეჯიბრში გამარჯვებულმა „თეთრიწყაროს ეტალონი მოსწავლის“ ტიტული და საქართველოს ეროვნული ინტელექტ- ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება