სიახლეები
სიახლეები

იაკობ გოგებაშვილისეული მეთოდით „დედაენის“ შედგენისა და გრიფირებისთვის 12 000 ლარი დაიხარჯება
18-03-2019
-
+


პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე განიხილეს კანონპროექტი, რომელიც საკანონმდებლო დონეზე დაიცავს და სამართლებრივ საფუძველს შეუქმნის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს - „დედაენას“ - ქართული საანბანე სახელმძღვანელოს შედგენის იაკობ გოგებაშვილისეულ მეთოდს.

აღნიშნული საკანონდმებლო ინიციატივა პარლამენტის წევრებს, ზაზა გაბუნიას და მარიამ ჯაშს ეკუთვნით. ინიციატორის განმარტებით, დღევანდელი მდგომარეობით, სკოლებში რამდენიმე დედაენა ისწავლება, რომლებიც შედგენილია „იაკობ გოგებაშვილის მიხედვით“ და არა იაკობ გოგებაშვილის მეთოდის საფუძველზე.

პარლამეტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის პრესცენტრის ცნობით, 2009 წელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ჩაატარა საანბანე სახელმძღვანელოთა კონკურსი.  იაკობ გოგებაშვილის საზოგადოებამ“ საკონკურსოდ მოამზადა იაკობის „დედაენა“, მას კონკურენციას უწევდა ავტორთა ჯგუფების მიერ შედგენილი 9 „დედაენა“, რომელთა შორის 8, იაკობ გოგებაშვილის „დედაენის“ მიხედვით იყო შექმნილი. ამ კონკურსში ნამდვილმა „დედაენამ“ სხვებთან ერთად მიიღო გრიფი, მაგრამ 2011 წელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ქართული ენის სახელმძღვანელოების კონკურში იაკობ გოგებაშვილის „დედაენამ“ „ვერ დააკმაყოფილა“ საკონკურსო პირობები.

კანონპროექტის განხილვას დეპუტატების მხრიდან აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. როგორც მარიამ ჯაშმა აღნიშნა, კანონპროექტზე უფრო დეტალური მსჯელობის მიზნით სამუშაო შეხვედრა მიმდინარე კვირაში გაიმართება, ხოლო კენჭს მას მომდევნო კვირის საკომიტეტო სხდომაზე უყრიან.

აღსანიშნავია, რომ 20-ზე მეტი გამომცემელი აცხადებს, რომ გამომცემლობა „დედაენა“ კონკურსის წესის გვერდის ავლით, გრიფის მინიჭების გარეშე დაწყებით კლასებში სახელმძღვანელოების შეტანას ცდილობს. გამომცემლების განცხადებით, გამომცემლობა „დედაენამ“ ვერ გაიარა გრიფირების კონკურსი და ახლა კონკურსის გვერდის ავლით სურს, მიაღწიოს მიზანს. გამომცემლების ინფორმაციით, კონკრეტულ გამომცემელს ლობირებს საინიციატივო ჯგუფი „იაკობ გოგებაშვილის საზოგადოება“, რაც მათი თქმით, დანარჩენებს არათანაბარ პირობებში აყენებს.

განმარტებითი ბარათის თანახმად, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, აუცილებელი გახდება ექსპერტთა კომისიის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს ეროვნული ან საერთაშორისო კატეგორიის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე მეთოდის საფუძველზე შექმნილი სახელმძღვანელოს მომზადებასა და გრიფირებაზე წარდგენას. ექსპერტთა კომისიაში წევრები წინასწარი გათვლებით არ უნდა აღემატებოდეს 10 წევრს, ხოლო გასაწევი ხარჯი 12 000 ლარს. ხარჯების დაფინანსება მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ეს ხარჯი ერთჯერადია, გარდა იმ შემთხვევისა თუკი სამინისტრო მიიღებს გადაწყვეტილებას გადაამუშავოს წიგნი.


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
გამარჯვებულები სიგელებით, დიპლომებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან
ავტორიზირებული საჯარო და კერძო საბავშვო ბაღების სია ცნობილია
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
„განათლების სისტემაში ასეულობით ვაკანსია გვაქვს და ჰაერივით გვჭირდება ცოდნამიღებული ახალგაზრდები...“
პიროვნება
„ვფიქრობ მოსწავლეები დამახასიათებენ მეგობრულ, საყვარელ, სამართლიან მასწავლებლად“
„ბევრი ჩემი მოსწავლის ოჯახში ჩემი აღზრდილი სამი თაობა ცხოვრობს ერთად. ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვისაც და მათთვისაც“
„ვფიქრობ, ქარიზმა, შარმი, პიროვნული ხიბლი აუცილებელია მასწავლებლისთვის, სკოლის ლიდერისთვის“
სკოლები
მოსწავლეებმა აუდიტორიის წინაშე ხმამაღლა წაიკითხეს რევაზ ინანიშვილის - „სახატეები“
კონკურსის მონაწილეები იყვნენ მე-9 და მე-10  კლასის მოსწავლეები: ნინო ყიფშიძე, მარიამ ნადირაძე, ქეთი გოგოლაძე, ლიზი ძინძიბაძე და მარიამ შეყლაშვილი
როგორც სკოლაში გვიყვებიან, დაჯილდოვდება ის მონაწილე, რომელმაც მაქსიმალური ქულის 70% და მეტი დააგროვა
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება