სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ხულოში აბიტურიენტებისთვის საგამოცდო ცენტრი გაიხსნება
18-03-2019
-
+


განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2019 წელს ხულოში საგამოცდო ცენტრი გაიხსნება. სურვილის შემთხვევაში, აბიტურიენტებს საგამოცდო ცენტრების ჩამონათვალში ხულოს ცენტრის არჩევაც შეეძლებათ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მაღალმთიან აჭარაში საგამოცდო ცენტრი წლების განმავლობაში ფუნქციონირებდა, თუმცა 2018 წელს სკოლის შენობაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ცენტრი ვეღარ გაიხსნა.

2019 წელს გამოცდები შემდეგ ქალაქებში ჩატარდება: ახალციხე, ბათუმი, გორი, ზუგდიდი, თბილისი, თელავი, ოზურგეთი, რუსთავი, ფოთი, ქუთაისი და ხულო.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 12 მარტიდან დაიწყო. აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად იყოფა - პირადი მონაცემების შეტანა, საგამოცდო ქალაქისა და ჩასაბარებელი საგნების არჩევა აბიტურიენტებს პირველ, ძირითად ეტაპზე (3 აპრილის 18:00 საათამდე) შეეძლებათ.

3 აპრილის 18:00 საათის შემდეგ აბიტურიენტი ვეღარ შეცვლის საგამოცდო ქალაქს, თუმცა 7 მაისის 18:00 საათამდე მას გამოცდის დამატება ან საგნის შეცვლა შეეძლება, ხოლო საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის საშუალება აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნება.


კომენტარები


სკოლები

თბილისის N106 საჯარო სკოლა მოსწავლეებზე განსაკუთრებული ზრუნვითა და წარმატებული შედეგებით გამოირჩევა

კლუბის წევრებმა ჩამოიარეს საკლასო ოთახები, ნახეს და გადაიღეს ენის სიწმინდის დაცვის ბიულეტენები

მოსწავლეებმა გალერეაში ლეონარდო და ვინჩის რეპროდუქციები დაათვალიერეს 

ღონისძიება პირველი კლასის მოსწავლეებმა და მათმა ხელმძღვანელმა, ხათუნა ქუთათელაძემ, გამართეს 

სიახლეები

ტრენინგი არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეთა სახელმწიფო ენასთან ინტეგრაციას მოიაზრებს

გრანტის გაცემის დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ზოგადი უნარებისა და არჩევითი საგნის შედეგებს

გაიმართა ფოტოგამოფენა, სადაც ქალაქ ახალციხისა და ციხის ძველი ფოტოსურათები წარმოადგინეს

საინტერესო

გაიმართა ფოტოგამოფენა, სადაც ქალაქ ახალციხისა და ციხის ძველი ფოტოსურათები წარმოადგინეს

14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა

„დედა ენა“ ერთადერთი წიგნია, რომელსაც ხალხმა ძეგლი დაუდგა
მწვანე ჯეჯილზე გაგორებული წითელი კვერცხები სიკვდილის ძლევის სიმბოლოა
ტრადიციის თანახმად, სააღდგომო კვერცხები წითლად, წითელ პარასკევს მზის ჩასვლამდე იღებება
ეტალონი

90%-100%-იანი ჩართულობის გააქტიურების შემდეგ ენიჭება

ახალგაზრდების მონაწილეობით ფარსათის N2 საჯარო სკოლაში  მიმდინარეობს 

ტრენინგი არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეთა სახელმწიფო ენასთან ინტეგრაციას მოიაზრებს

მინდა მადლობა ვუთხრა ბატონ გოჩას და „ეტალონის“ მთლიან გუნდს ამხელა სიხარულისთვის“.

ქობულეთის ღონისძიებას ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი გაუძღვება

საზოგადოება