სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„ეტალონი“ მნიშვნელოვან კვალს ტოვებს ჩვენი მოსწავლეების ცხოვრებაში“ - „ახალქალაქის ეტალონი მოსწავლის“ სტატუსი არაქართულენოვანი სკოლის მოსწავლემ მოიპოვა
16-03-2019
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ- ჩემპიონატი გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით, კარტიკამის საჯარო სკოლაში ჩატარდა, სადაც "ახალქალაქის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.

ღონისძიებას რწმუნებულის მოადგილე გიორგი მიქელაძე, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი იურიკ უნანიანი, მერის მოადგილე არმენ მარანგოზიანი, რესურსცენტრის უფროსი თერეზა ჩივჩიანი, მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი ვალერი სტელმაშოვი, სამხარეო ადმინისტრაციის თვითმმართველობებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ეკატერინე ორჯონიკიძე, სკოლის დირექტორები, მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.

სახელწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსმა გიორგი მიქელაძემ „ეტალონის“ მნიშვნელობაზე ისაუბრა და პროექტს წარმატებები უსურვა:

„პირველ რიგში ვულოცავ წარმატებას დღევანდელი ჩემპიონატის გამარჯვებულებს. ვფიქრობ, „ეტალონი“ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია ჩვენი ქვეყნისთვის და განსაკუთრებით ისეთი რეგიონებისთვის, სადაც არაქართულენოვანი მოსახლეობის რიცხვი ძალიან მაღალია. „ეტალონი“ აძლევს მოსწავლეებს მეტ სტიმულს, მონდომებით შეისწავლონ სახელმწიფო ენა. ჩვენი ადმინისტრაცია თავიდან- ბოლომდე მხარდაჭერას უცხადებს ამ პროექტს და წარმატებებს უსურვებს მას“.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერმა იურიკ უნანიანმა „ეტალონის“ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ამ პროექტის დახმარებით მოსწავლეები ყოველდღიურად აუმჯობესებენ სახელწიფო ენის ცოდნის დონეს:

„დღევანდელმა ღონისძიებამ ხარვეზების გარეშე და ძალიან მაღალ დონეზე ჩაიარა. ჩვენი მოსწავლეები გახარებულები იყვნენ ამ პროექტში მონაწილეობით. „ეტალონი“ მნიშვნელოვან კვალს ტოვებს ჩვენი მოსწავლეების ცხოვრებაში. ისინი მეტად ცდილობენ სახელმწიფო ენის სწავლას და წარმატების მიღწევას ქართულ ენაზე წარმართულ კონკურსებში. ვულოცავ ყველა მონაწილეს. მათ ძალიან მაღალი ქულები დააგროვეს დღევანდელ ჩემპიონატში“.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ არმენ მარანგოზიანმა მოსწავლეებს წარმატება მიულოცა:

„ეს ძალიან კარგი პროექტია, რომელიც ყოველ წელს ტარდება ჩვენს მუნიციპალიტეტში. „ეტალონი“ ზრდის მოტივაციას, როგორც ბავშვებში ასევე სკოლის პედაგოგებსა და დირექტორებში. ძალიან მიხარია, რომ ასეთი კარგი შედეგები დაფიქსირდა დღეს. მივულოცავ ყველა მონაწილეს და წარმატებებს ვუსურვებ მათ“.

საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, თერეზა ჩივჩიანმა პროექტში ჩართულობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ეტალონი“ მნიშვნელოვან როლს თამაშობს ინტეგრაციის თვალსაზრისით:

„თუ შევხედავთ დინამიკას, დავინახავთ, რომ ბოლო წლებში მნიშვნელოვნად იზრდება მონაწილეობის მსურველთა რიცხი. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი მოსწავლეები ძალიან აქტიურად არიან ჩართული ამ პროექტში. „ეტალონი“ მნიშვნელოვან როლს თამაშობს ინტეგრაციის თვალსაზრისით. ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ ფაქტს, რომ დღეს პირველ სამ ადგილზე გასული მოსწავლეები სომხურენოვანი სკოლის მოსწავლეები არიან. ამდენად, შეგვიძლია თამამად ვთქვათ ის, რომ ჩვენს მოსწავლეებს ნამდვილად შეუძლიათ თავისუფლად მიიღონ მონაწილეობა ქართულ ენაზე ჩატარებულ პროექტებში და მოიპოვონ პირველობა“.

მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა ვალერი სტელმაშოვმა მუნიციპალიტეტის მასშტაბით, პროექტის მიმართ მაღალ ინტერესს გაუსვა ხაზი და „ახალქალაქის ეტალონ მოსწავლეს“ წარმატებები უსურვა:


„ეს ძალიან კარგი პროექტია, რომლის მიმართაც დაინტერესება, ჩვენს მოსწავლეებში, ძალიან მაღალია.  დიდი მადლობა „ეტალონს“ ასეთი არაჩვეულებრივი დღისთვის. მინდა მივულოცო გამარჯვება ჩვენს „ეტალონ მოსწავლეს“ და მასთან ერთად ყველას ვუსურვო წარმატებები“.

სამხარეო ადმინისტრაციის თვითმმართველობებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ეკატერინე ორჯონიკიძემ პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა „ეტალონს“ გაწეული საქმისთვის:

„ჩემი აზრით, „ეტალონი“ არის მართლაც დღესასწაული. ეს უმნიშვნელოვანესი პროექტია თითოეული მუნიციპალიტეტისთვის და განსაკუთრებულად ნინოწმინდა და ახალქალაქისთვის. ქართული ენის შესწავლის თვალსაზრისით, უფრო მეტი დაინტერესებისთვის და მოტივაციისთვის ეს არის ერთ-ერთი ხელისშემწყობი პროექტი. ამიტომ, მე მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს და მთელ მის გუნდს, იმ დაუზოგავი შრომისთვის , რაც მათ გაწიეს ამ დღეებში. სიტყვებიც არ მყოფნის. მე ვარ უბედნიერესი, რომ გავხდი ამ დღესასწაულების მონაწილე. ვულოცავ ყველას წარმატებას. ყველა ბავშვი გამარჯვებულია ვინც ამ პროექტში მიიღო მონაწილეობა. მთელი სამხარეო ადმინისტრაცია და მუნიციპალიტეტები გვერდში ვუდგავართ „ეტალონს“ და აუცილებლად გავაგრძელებთ თანამშრომლობას მომავალშიც. უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ „ეტალონს“.

"ახალქალაქის ეტალონი მოსწავლის" ტიტული კარტიკამის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლემ სიმონ ელიზბარიანმა მოიპოვა:

„ძალიან ბედნიერი ვარ. რთულია ახლა რამის თქმა. დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ დღისთვის. აუცილებლად უკეთესად მოვემზადები ფინალისთვის“.

კარტიკამის საჯარო სკოლის ქართულის მასწავლებელმა თამარა სტეფანიანმა „ახალქალაქის ეტალონ მოსწავლეს“ წარმატება მიულოცა და სკოლის მასშტაბით, პროექტში ჩართულობაზე ისაუბრა:

„ვულოცავ სიმონს ამ გამარჯვებას. ის ძალიან კარგი მოსწავლეა და ძალიან უყვარს ქართლი ენა. „ეტალონისთვის“ ჩვენი მოსწავლეები ყოველთვის განსაკუთრებით ემზადებიან. მინდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ ეს პროექტი ნამდვილად ძალიან ზრდის მათ მოტივაციას და ძალიან ეხმარება ბავშვებს სახელმწიფო ენის უკეთესად სწავლაში. რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ“.

დღევანდელ შეჯიბრში გამარჯვებულმა „ახალქალაქის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული და საქართველოს ეროვნული ინტელექტ- ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


სკოლები

თბილისის N106 საჯარო სკოლა მოსწავლეებზე განსაკუთრებული ზრუნვითა და წარმატებული შედეგებით გამოირჩევა

კლუბის წევრებმა ჩამოიარეს საკლასო ოთახები, ნახეს და გადაიღეს ენის სიწმინდის დაცვის ბიულეტენები

მოსწავლეებმა გალერეაში ლეონარდო და ვინჩის რეპროდუქციები დაათვალიერეს 

ღონისძიება პირველი კლასის მოსწავლეებმა და მათმა ხელმძღვანელმა, ხათუნა ქუთათელაძემ, გამართეს 

სიახლეები

ტრენინგი არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეთა სახელმწიფო ენასთან ინტეგრაციას მოიაზრებს

გრანტის გაცემის დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ზოგადი უნარებისა და არჩევითი საგნის შედეგებს

გაიმართა ფოტოგამოფენა, სადაც ქალაქ ახალციხისა და ციხის ძველი ფოტოსურათები წარმოადგინეს

საინტერესო

გაიმართა ფოტოგამოფენა, სადაც ქალაქ ახალციხისა და ციხის ძველი ფოტოსურათები წარმოადგინეს

14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა

„დედა ენა“ ერთადერთი წიგნია, რომელსაც ხალხმა ძეგლი დაუდგა
მწვანე ჯეჯილზე გაგორებული წითელი კვერცხები სიკვდილის ძლევის სიმბოლოა
ტრადიციის თანახმად, სააღდგომო კვერცხები წითლად, წითელ პარასკევს მზის ჩასვლამდე იღებება
ეტალონი

90%-100%-იანი ჩართულობის გააქტიურების შემდეგ ენიჭება

ახალგაზრდების მონაწილეობით ფარსათის N2 საჯარო სკოლაში  მიმდინარეობს 

ტრენინგი არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეთა სახელმწიფო ენასთან ინტეგრაციას მოიაზრებს

მინდა მადლობა ვუთხრა ბატონ გოჩას და „ეტალონის“ მთლიან გუნდს ამხელა სიხარულისთვის“.

ქობულეთის ღონისძიებას ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი გაუძღვება

საზოგადოება