სიახლეები
სიახლეები

როდის გამოცხადდება პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია და რატომ შემცირდა აღნიშნულ პროგრამებზე ჩარიცხულ პირთა რაოდენობა
18-03-2019
-
+


პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია, სავარაუდოდ, აპრილის პირველ რიცხვებში გამოცხადდება.

როგორც etaloni.ge-სთან საუბრისას, პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი ირინა წეროძე აცხადებს, საგაზაფხულო მიღება უფრო მცირემასშტაბიანია.

„პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია, სავარაუდოდ, პირველ აპრილს გამოცხადდება და 2 კვირის განმავლობაში გაგრძელდება.  როგორც წესი, საგაზაფხულო მიღება არის უფრო მცირემასშტაბიანი და რეგისტრაცია, სავარაუდოდ, 3 ათასამდე თავისუფალ ადგილზე გამოცხადდება“, - ამბობს ირინა წეროძე.

ამასთან, პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა განმარტება გააკეთა სტატისტიკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, თუ რატომ შემცირდა პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხულთა რიცხვი.  მისი თქმით, წელს პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხული პირების რაოდენობის კლება სტანდარტების გამკაცრებამ განაპირობა.

„რადგან თავისუფალი ადგილები არის უფრო შემცირებული, რადგან მოხდა სტანდარტების გამკაცრება. ანუ თუ ადრე შესაძლებელი იყო ერთ აუდიტორიაში 100 ადამიანს ესწავლა, ახლა ეს შეუძლებელია, ახლა 15 ადამიანზე ერთი სახელოსნოა სავალდებულო, ანუ პრაქტიკული სწავლება ყველამ უნდა გაიაროს და ერთმა მეორეს არ უნდა უყუროს, ამიტომ სტანდარტები ავტორიზაციის უფრო გამკაცრებულია, ინფრასტრუქტურის კუთხით. შესაბამისად, სანამ ჩვენ არ გავზრდით ინფრასტრუქტურას, მანამდე უკვე ქვემოთ წამოვა რაოდენობა. წელს უკვე ექვსი ახალი ლოკაცია დაემატება, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს დაემატება იმ ნიშნულს, რომელზეც იყო ეს საგნობრივი პროგრამები. ამასთან არის დაკავშირებული შემცირებული რაოდენობა“,- განაცხდა ირინა წეროძემ.

შეგახსენებთ, რომ საქსტატის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხულ პირთა რიცხვი 2017 წელთან შედარებით, 2018 წელს 24,4 %-ით შემცირდა.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ქობულეთის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
სიახლეები
„ღმერთმა რომ საქართველოს გადმოხედოს, ატირდება“ - 23 აპრილი ივანე ჯავახიშვილის დაბადების დღეა
ეროვნული გამოცდების შეფასების კრიტერიუმები - რა უნდა გაითვალისწინოთ საგნების მიხედვით
რა სიმბოლური დატვირთა აქვს ჯეჯილს - დათესვის დრო და მოსვლის წესები
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
სპექტაკლი გაფორმებული იყო მუსიკალური ნომრებით, საოცარი დეკორაცია, რომელიც თავს აფხაზეთის სანაპიროზე გაგრძნობინებდათ
გარდა ამისა, მათ თემატური ნამუშევრებიც მოამზადეს
VI კლასში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი ბუნებისმეტყველებასა და ინგლისურ ენაში, რამაც მოსწავლეთა დიდი ინტერესი გამოიწვია
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
როგორ უნდა გამოიყენოთ ნოველები სასწავლო პროცესში, როგორც სწავლების სტრატეგია?
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
სიახლეები
საზოგადოება