სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ვის შეუძლია სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობა
15-03-2019
-
+


2019 წლის სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაცია 12 მარტის 10:00 საათზე დაიწყო და 3 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება. 

სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა იმ სტუდენტს, რომლებსაც სურთ დაფინანსების მოპოვება ან გაუმჯობესება და არ აქვთ შეწყვეტილი სტუდენტის სტატუსი.

რეგისტრაცია მიმდინარეობს ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდებზე: www.naec.ge; online.naec.ge.

რეგისტრაციისათვის მონაწილეებს დასჭირდებათ: 

• პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი

• ელექტრონული ფოსტა

• გამოცდაში მონაწილეობის საფასურის 10 ლარის გადახდა

გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების საკომისიო: 

1. ცენტრის ვებგვერდიდან გადახდა - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;

2. „საქართველოს ბანკის“ სერვის ცენტრები - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;

3. ვებგვერდზე ipay.ge - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;

4. „საქართველოს ბანკის“ თვითმომსახურების ტერმინალით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;

5. „საქართველოს ბანკის“ ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით - ibank.ge - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;

6. „თიბისი ბანკის“ თვითმომსახურების ტერმინალით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;

7. PayBox-ის თვითმომსახურების ტერმინალით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი.

გადახდის დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილის გვარი, სახელი და პირადი ნომერი.

თანხა სრულად უბრუნდება აპლიკანტს, თუ 7 მაისის 18:00 საათამდე უარს იტყვის გამოცდაში მონაწილეობის მიღებაზე.

ელექტრონული რეგისტრაციისას, მითითებულ მისამართზე (online.naec.ge; www.naec.ge ) შესვლის შემდეგ, სტუდენტი სპეციალურ ველში უთითებს ელექტრონული ფოსტის მისამართს, რომელზეც მიიღებს პაროლს. ამ პაროლით იგი შედის სისტემაში პირად გვერდზე და ირჩევს საგამოცდო ქალაქს.

შესაბამისი ინფორმაციის მითითების შემდეგ სტუდენტი აჭერს "შენახვის" ღილაკს და რეგისტრაციის დასტურს იღებს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე. 

თუ აპლიკანტი ელექტრონული ფოსტით ვერ მიიღებს აღნიშნულ დადასტურებას (ვერც inbox-ში და ვერც junk-ის ან spam-ის განყოფილებაში), მას, სავარაუდოდ, არ აქვს დასრულებული ცვლილებების განხორციელება.

სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია აღნიშნულ ვადებში (3 აპრილის 18:00 საათამდე) უნდა გაიარონ. სარეგისტრაციო ვადის ამოწურვის შემდეგ აპლიკანტები ვეღარ დარეგისტრირდებიან.

სტუდენტებმა, რომლებსაც ესაჭიროებათ სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში მიმდინარე წლის 2 მაისის 18:00 საათამდე უნდა წარმოადგინონ შესაბამისი ცნობა (ფორმა 100) რაიმე ტიპის ფუნქციონალური დარღვევის თაობაზე.

თუ სტუდენტი ვერ შეძლებს გრანტის გაუმჯობესებას, მას შეუნარჩუნდება ის დაფინანსება, რომელიც სტუდენტთა საგრანტო კონკურსში გასვლამდე ჰქონდა მოპოვებული.


კომენტარები


სკოლები
აუდიტორიამ Izrune.ge - სა და „მამების ფორუმის“ ეფექტურ მუშაობას გაუსვა ხაზი

 
სკოლიდან ორი მოსწავლე: მართა მეტრეველი და თემურ ჯიმშელეიშვილი დააჯილდოვეს
სიახლეები
ჯგუფები მასწავლებლებს  ორი მიზნით შეაფასებენ
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია აღმოსავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება გამოიწვიოს
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პასუხი მასწავლებლებს
რა კითხვები აქვთ ქიმია, ფიზიკასა და ბიოლოგიის გამოცდებებთან დაკავშრებით აბუტურიენტებს
საინტერესო
2010-წლამდე შვედეთში უფასო განათლების მიღება უცხოელებსაც შეეძლოთ
სკოლის ბანკეტი დამამთავრებელი კლასის მოსწავლეთა ოჯახებისთვის საკმაოდ დიდ ხარჯებს უკავშირდება
ანა ბიკოვა ზარმაცი დედაა და ამის აღიარება სულაც არ რცხვენია
აკადემიური, მკაცრი და მომთხოვნი მასწავლებლის მიღმა დიდი გამოცდილების მქონე, რეალისტი ადამიანი იმალება
პიროვნება
ადიგენის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურცენტრის უფროსი, ინგა ბოჭორიშვილი სოფელ კახარეთში ცხოვრობს
ეტალონი
ამჯერად, „ვაკის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდება
ინტელექტ-ჩემპიონატში საბურთალოს გამორჩეული ახალგაზრდები მონაწილეობდნენ
ინტელექტ-ჩემპიონატში ვაკის გამორჩეული ახალგაზრდები მონაწილეობდნენ.
საზოგადოება