სიახლეები
ეტალონი

„ეტალონი“ მოსწავლეების წარმატებული მომავლის საუკეთესო გარანტია“- ახალციხე ჩემპიონატის ფინალისთვის ემზადება
14-03-2019
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ- ჩემპიონატი გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით, ახალციხის N1 საჯარო სკოლაში ჩატარდა, სადაც „ახალციხის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.

ღონისძიებას სამცხე-ჯავახეთის მხარის რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, გუბერნატორის პირველი მოადგილე შალვა ბერძენიშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რუბენ კარაპეტიანი, ვიცე მერი გურამ მელიქიძე, რესურსცენტრის უფროსი ხათუნა ხმალაძე, ახალციხის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსი ზაზა თამარაშვილი, მერიის კულტურის განყოფილების წარმომადგენლები თეონა ელიოზიძე და ნონა თელიაშვილი, გენდერულ საკითხთა სპეციალისტები გულიკო მაღრაძე და მანანა მოდებაძე, სკოლის დირექტორები, მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.

სამცხე-ჯავახეთის მხარის რწმუნებულმა, ბესიკ ამირანაშვილმა „ეტალონში“ რეგიონის მასშტაბით მაღალ ჩართულობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ის დიდ როლს თამაშობს ქვეყნის წინსვლისა და განვითარების საქმეში:

„მინდა აღვნიშნო სამცხე- ჯავახეთში „ეტალონის“ მიმართ ინტერესი და მაღალი ჩართულობა. პროექტში მონაწილეობა სასიხარულოა ყველასთვის, როგორც მოსწავლეებისთვის, ისე სკოლის პედაგოგებისთვის და ამ ბავშვების მშობლებისთვის. მიხარია, რომ დღეს ძალიან კარგი ქულები დაფიქსირდა და ასეთი არაჩვეულებრივი ახალგაზრდობა გვყავს. „ეტალონს“, მე პირადად, ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ. ის უკვე 13 წელია წარმატებით ხორციელდება და ამ პროექტში მონაწილეობით ძალიან ბევრმა მოსწავლემ შეძლო ცოდნის გაღრმავება, რაც ცალსახად, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. რამეთუ, განათლებული მომავალი არის ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და წარმატების მთავარი გარანტი“.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, გელა ნოზაძემ მოსწავლეების ცხოვრებაში „ეტალონის“ მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„ვფიქრობ, „ეტალონი“ მისი მნიშვნელობით, მოსწავლეების ცხოვრებაში პირველ ადგილზე დგას. მეორედ მომეცა საშუალება მივსალმებოდი ჩვენს არაჩვეულებრივ მოსწავლეებს და მათთან ერთად გამეზიარებინა დღევანდელი სიხარული. ეს ბავშვები ჩვენი ქვეყნის მომავალია და ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის ხელშეწყობა განათლების საქმეში“.

ახალციხის მუნიციპალიტეტის ვიცე მერმა, გურამ მელიქიძემ „ეტალონის“ მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის აძლევს მოსწავლეებს ნიჭისა და განათლების წარმოჩენის საშუალებას:

„როგორც ყოველთვის, ეს არაჩვეულებრივი ღონისძიება, წელსაც დიდი პოპულარობით სარგებლობდა ჩვენს მუნიციპალიტეტში.„ეტალონი“ არის ახალგაზრდებისთვის ნიჭისა და ცოდნის წარმოჩენის შესანიშნავი შესაძლებლობა. დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საუკეთესო ახალგაზრდები გვყავს, რომლებსაც ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ წარმატების მიღწევაში“.

საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, ხათუნა ხმალაძემ აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტი სრულ მხარდაჭერას უცხადებს მოსწავლეების განათლებაზე ორიენტირებულ „ეტალონს“:

„ეტალონი“ არ არის კონკურსი. ეს არის ჩვენი მოსწავლეების წარმოჩენისა და ნიჭიერების წახალისების საუკეთესო საშუალება, რომელშიც ჩართულია როგორც მოსწავლეები, სკოლა და მშობლები, ასევე ყველა ის სტრუქტურა, რომლისგანაც ამ ყველაფერს მხარდაჭერა და ხელშეწყობა სჭირდება. ჩვენი მუნიციპალიტეტი ამ პროექტს უკვე არა ერთი წელია სრულ მხარდაჭერას უცხადებს, რადგან ჩვენთვის მთავარი ინტერესის საგანი სწორედ მომავალი თაობის ჯანსაღი განათლება და წარმატებული მომავალია. მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო „ეტალონს“, პროექტს, რომელიც ამ არაჩვეულებრივ იდეას ახორციელებს“.

ახალციხის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსმა, ზაზა თამარაშვილმა აღნიშნა, რომ „ეტალონი“ დიდ როლს თამაშობს მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისთვის და სწავლის მიმართ მათ ინტერესს მნიშვნელოვნად ზრდის:

„ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია უკვე წლებია, რაც ამ შესანიშნავი პროექტის მხარდამჭერია. „ეტალონს“ აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჩვენი ახალგაზრდებისთვის. ის ძალიან დიდ მოტივაციას აძლევს ჩვენს მოსწავლეებს, ისწავლონ მეტი და წარმოჩინდნენ განათლებით“.

„ახალციხის ეტალონი მოსწავლის" სტატუსი ახალციხის N1 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლემ ირაკლი მერებაშვილმა მოიპოვა:

„დღევანდელ ჩემპიონატში, სიმართლე გითხრათ, გამარჯვებას არ მოველოდი. აქ ძალიან ბევრი კარგი მოსწავლე იყო და არ ვიცოდი ვის ხვდებოდა წილად „ახალციხის ეტალონი მოსწავლის“ სტატუსის მინიჭების ბედნიერება. სკოლაში არაჩვეულებრივი პედაგოგები მყავს და კარგი გარემოა სწავლისთვის. ჩემს პედაგოგებთან ერთად მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს ბებიას, რომელიც ძალიან დამეხმარა ამ წარმატების მიღწევაში. მინდა მადლობა გადავუხადო „ეტალონს“, რადგან ის საქართველოს ნებისმიერ მოსწავლეს, ნებისმიერ კუთხეში, აძლევს თანაბარ შანსს იყოს წარმატებული საკუთარი ცოდნით“.

ირაკლი მერებაშვილის სიხარული გაიზიარა ახალციხის N1 საჯარო სკოლის დირექტორმა,  ჟუჟუნა გოგოლაურმა და ირაკლის მომავალი წარმატებაც უწინასწარმეტყველა:

„ისეთი გახარებული ვარ, აზრებს ვერ ვუყრი თავს. „ეტალონი“- ეს არის ენერგია, ცოდნა, აზარტი და მოსწავლეების წარმატებული მომავლის საუკეთესო გარანტი. ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ ჩემი სკოლის მოსწავლეები ამ პროექტში განსაკუთრებულად წარმატებულები არიან და ჩვენთან გამარჯვება უკვე ტრადიციად იქცა. გასული წლის ინტელექტ- ჩემპიონატის მოერე ტურშიც ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა გაინაწილეს სამივე საპრიზო ადგილი და წელსაც პირველი და მეორე ადგილები ჩვენმა საამაყო მოსწავლეებმა დაიკავეს. ჩვენი სკოლა ძალიან აქტიურად არის ამ პროექტში ჩართული. ბავშვები ყოველთვის იჩენენ ინტერესს და მონაწილეობის სურვილს გამოთქვამენ. დღევანდელი გამარჯვებული ნამდვილად არაჩვეულებრივი მოსწავლეა. აქვს საუკეთესო აკადემიური მოსწრება და წარმატებულია არაერთ პროექტში. ამდენად, ნამდვილად მაქვს იმედი, რომ ჩემპიონატის ფინალიდანაც აუცილებლად წარმატებული დაგვიბრუნდება“.

შეჯიბრში გამარჯვებულმა „ახალციხის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული და საქართველოს ეროვნული ინტელექტ- ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
უფასო ტრანსპორტირება, სტანდარტის დაცვა... კიდევ რა ევალებათ ბაღებს ახალი დოკუმენტის თანახმად
150-300-ლარიანი დახმარება მრავალშვილიანი ოჯახებისთვის - რა შემთხვევაში გაიცემა თითო არასრულწლოვანზე 20-ლარიანი სუბსიდია
„შემიძლია ყველა მოსწავლესა და მშობელს ვუთხრა - საფრთხე არ არსებობს! გადამოწმდა ყველა სკოლა“
13 წლის გოგონას მანქანა დაეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
ამ დღესთან დაკავშირებით, VIII კლასელებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია თემაზე - „სათბურის ეფექტი და გლობალური დათბობა“
სკოლაში ასევე გაიმართა კალიგრაფიის კონკურსი, რომელშიც ყველა კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ 
დღე ძალიან ლამაზი და დაუვიწყარი დღე იყო პატარებისთვის, საინტერესო და სახალისო აქტივობებით დატვირთული, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე საუკეთესოდ აისახა
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება