სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების მიზნით კონკურსი გამოცხადდა
14-03-2019
-
+


„სკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების“ ქვეპროგრამის ფარგლებში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ კონკურსი გამოაცხადა.

„სკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების“ ქვეპროგრამა 2017 წელს ამოქმედდა და 2019 წლამდე მასში 250-ზე მეტი საჯარო სკოლა და 32 კერძო და საჯარო კოლეჯი/უნივერსიტეტი ჩაერთო.

განათლების სამინისტროს ცნობით, პროგრამა რამდენიმე განსხვავებული მიზნის მიღწევაზეა ორიენტირებული:

  • მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების ხელშეწყობა
  • პროფესიაში საკუთარი ძალების მოსინჯვა, გააანალიზება და ინფორმირებული კარიერული გადაწყვეტილების მიღება
  • შემდგომი განათლების მიღების სტიმულირება
  • პროფესიული განათლების პოპულარიზაცია და ხელმისაწვდომობა
  • საჯარო სკოლების შესაძლებლობების გაძლიერება
  • საჯარო სკოლებისა და პროფესიული კოლეჯების თანამშრომლობის ხელშეწყობა

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ავტორიზებულ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებს. დაინტერესების შემთხვევაში, აღნიშნულმა დაწესებულებებმა პარტნიორ საჯარო სკოლასთან/სკოლებთან ერთად უნდა შეიმუშავონ და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

 საკონკურსო განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 8 აპრილი.

„სკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების“ პროგრამაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, 2017-18 წლების მონაცემების გათვალისწინებით, საკონკურსო განაცხადების განხილვისას პრიორიტეტი მიენიჭება დანართში წარმოდგენილ რეგიონებს/მუნიციპალიტეტებს.

პროგრამაში ჩართვის მსურველ საგანმანათლებლო დაწესებულებებმა, საკონკურსო განაცხადების მომზადებისას უნდა იხელმძღვანელონ დანართში წარმოდგენილი გზამკვლევით.

კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული კურსების განხორციელება დაიწყება  2019 წლის შემოდგომის სემესტრში",- ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


კომენტარები


სკოლები
აუდიტორიამ Izrune.ge - სა და „მამების ფორუმის“ ეფექტურ მუშაობას გაუსვა ხაზი

 
სკოლიდან ორი მოსწავლე: მართა მეტრეველი და თემურ ჯიმშელეიშვილი დააჯილდოვეს
სიახლეები
ჯგუფები მასწავლებლებს  ორი მიზნით შეაფასებენ
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია აღმოსავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება გამოიწვიოს
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პასუხი მასწავლებლებს
რა კითხვები აქვთ ქიმია, ფიზიკასა და ბიოლოგიის გამოცდებებთან დაკავშრებით აბუტურიენტებს
საინტერესო
2010-წლამდე შვედეთში უფასო განათლების მიღება უცხოელებსაც შეეძლოთ
სკოლის ბანკეტი დამამთავრებელი კლასის მოსწავლეთა ოჯახებისთვის საკმაოდ დიდ ხარჯებს უკავშირდება
ანა ბიკოვა ზარმაცი დედაა და ამის აღიარება სულაც არ რცხვენია
აკადემიური, მკაცრი და მომთხოვნი მასწავლებლის მიღმა დიდი გამოცდილების მქონე, რეალისტი ადამიანი იმალება
პიროვნება
ადიგენის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურცენტრის უფროსი, ინგა ბოჭორიშვილი სოფელ კახარეთში ცხოვრობს
ეტალონი
ამჯერად, „ვაკის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდება
ინტელექტ-ჩემპიონატში საბურთალოს გამორჩეული ახალგაზრდები მონაწილეობდნენ
ინტელექტ-ჩემპიონატში ვაკის გამორჩეული ახალგაზრდები მონაწილეობდნენ.
საზოგადოება