სიახლეები
ეტალონი

ჯანსაღი კონკურენცია და დამსახურებული გამარჯვება- „ადიგენის ეტალონი მოსწავლე“ ფინალში პირველობის მოსაპოვებლად ემზადება
13-03-2019
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ- ჩემპიონატი გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით, აბასთუმნის საჯარო სკოლაში ჩატარდა, სადაც „ადიგენის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.

ღონისძიებას ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე დავით აბულაძე, საკრებულოს ადმინისტრაციის უფროსი მიხეილ ბუსხრიკიძე, მერიის კულტურის სამსახურის უფროსი ზურა ბეთხოშვილი, რესურსცენტრის უფროსი ინგა ბოჭორიშვილი, სკოლის დირექტორები, მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიისგან ჩემპიონატის მონაწილეებს საჩუქრად წიგნები გადაეცათ. ხოლო პირველ სამ ადგილზე გასული მოსწავლეები კი ფულადი პრიზით, 300 და 200-200 ლარით დაჯილდოვდნენ.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კულტურის, განათლებისა და სპორტის კომისიის თავმჯდომარემ, დავით აბულაძემ „ადიგენის ეტალონ მოსწავლეს“ გამარჯვება მიულოცა და ჩემპიონატის ფინალზე წარმატებები უსურვა:

„ეს არის საუკეთესო პროექტი ჩვენი ახალგაზრდებისთვის. დღევანდელი დღე იყო ძალიან ემოციური და მე თვითონაც მთლიანად ვიყავი ჩართული ჩემპიონატის მსვლელობაში. მინდა ჩვენს „ეტალონ მოსწავლეს“ ვუსურვო წარმატება და წინსვლა“.

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა, ზურა ბეთხოშვილმა მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოსწავლეების ჩართულობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩემპიონატის მსვლელობის დროს, კონკურსანტებთან ერთად, თავადაც მაქსიმალურად ცდილობდა კითხვებზე პასუხების დაფიქსირებას:

„მართლა ძალიან მნიშვნელოვანი და ემოციური დღე იყო დღეს. „ეტალონი“ ძალიან ზრდის მოტივაციას. ყოველ წელს იზრდება, როგორც მოსწავლეების ჩართულობა, ასევე მათი მომზადების დონე. ვიცი, რომ ჩვენი მუნიციპალიტეტის ბავშვები ყოველთვის ძალიან ელოდებიან ამ ჩემპიონატს. მე პირადად იმდენად ვიყავი ჩართული ამ ჩემპიონატში დღეს, ვხუმრობდი ერთი პლანშეტი ჩემთვისაც, რომ მოეცათ სიამოვნებით დავაფიქსირებდი პასუხებს, როგორც რიგითი კონკურსანთი- მეთქი. მინდა წარმატებები ვუსურვო ჩვენს უნიჭიერეს „ეტალონ მოსწავლეს“, რომელმაც ძალიან მაღალი ქულა დააფიქსირა და ვუთხრა მას, რომ ყველას ძალიან გვეამაყება და ვგულშემატკივრობთ ჩემპიონატის ფინალში“.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადმინისტრაციის უფროსმა, მიხეილ ბუსხრიკიძემ „ეტალონის“ მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ძალიან დიდ როლს თამაშობს მუნიციპალიტეტის მოსწავლეების ცხოვრებაში:

„დიდი ხანია ვგულშემატკივრობ ამ პროექტს და ვფიქრობ, რომ ის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მუნიციპალიტეტის თითოეული მოსწავლისთვის. დღევანდელმა ემოციურმა დღემ, კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა იმაში, რომ ის ნამდვილად წარმოაჩენს ჩვენს ნიჭიერ მოსწავლეებს. მინდა ვუსურვო თითოეულ მონაწილეს წარმატება და ნათელი მომავალი. შეჯიბრი- განათლებაში არის ძალიან სწორი მიგნება. ეს არის ჯანსაღი კონკურენცია, რომელიც ყოველგვარი ძალდატანების გარეშე არწმუნებს ჩვენს მოსწავლეებს, რომ განათლება არის ის ყველაზე მძლავრი იარაღი, რომელიც დაეხმარებათ მათ მთელი ცხოვრების მანძილზე“.

საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, ინგა ბოჭორიშვილმა „ეტალონის“ ინტელექტ- ჩემპიონატი ემოციურად შეაფასა და გამოთქვა იმედი, რომ პროექტის ფინალურ ეტაპზე ადიგენის მუნიციპალიტეტი პირველობას მოიპოვებს:

„პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ დღევანდელი დღე ნამდვილად ძალიან ემოციური იყო თითოეული ჩვენგანისთვის. ძალიან მიხარია, რომ ასეთი მაღალი ქულა დაფიქსირდა დღეს. ვფიქრობ, ადიგენის მუნიციპალიტეტს ნამდვილად გვაქვს ჯანსაღი ამბიცია „ეტალონის“ ფინალზე წარვსდგეთ ღირსეულად და პირველობაც მოვიპოვოთ. აღსანიშნავია, რომ დღეს პირველი და მეორე ადგილი დაიკავეს მოსწავლეებმა, რომლებიც ერთ სკოლაში სწავლობენ. მე მინდა მივულოცო, როგორც ჩვენს „ეტალონ მოსწავლეს“ ასევე მის მშობლიურ სკოლას. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ „ეტალონის“ არის ის არაჩვეულებრივი პროექტი, რომელსაც მე ყოველთვის ვუცხადებ გვერდში დგომას. მოხარული ვარ, რომ ამ პროექტში შეჯიბრობითობის პრინციპი არის ძალიან ჯანსაღი და მოსწავლეების მონდომებასთან ერთად, მათი ჩართულობა და ჩემპიონატზე მიერ დაფიქსირებული ქულებიც ყოველ წელიწადს იზრდება“.

„ადიგენის ეტალონი მოსწავლის" ტიტული არლის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლემ საბა ვარდიძემ მოიპოვა:

„წელს ჩემპიონატში პირველად მივიღე მონაწილეობა და სიმართლე გითხრათ, გამარჯვებაზე ნამდვილად არ მიფიქრია. ცხადია ყველა ფიქრობს, რომ ამა თუ იმ ჩემპიონატზე პირველობას მოიპოვებს, თუმცა ამის იმედი იმდენად არ მქონდა, რომ დღეს ძირითადად გამოცდილების მიღების მიზნით მოვედი. მაინტერესებდა რას ვიზამდი და მეორე წლისთვის უფრო მომზადებული ვყოფილიყავი ამ ჩემპიონატისთვის. თუმცა აქვე ვიტყვი იმასაც, რომ ჩემპიონატის მსვლელობის დროს ძალიან მობილიზებული ვიყავი და მაქსიმალურად ვცდილობდი ყველა კითხვაზე დაფიქრებულად მეპასუხა და გამეგო ჩემი ცოდნის რეალური შედეგი. ჩემპიონატში ბევრი ჩემი მეგობარი მონაწილეობდა. მეორე ადგილზე გასულს კი, რომელმაც მეორე ადგილი დაიკავა და ძალიან ნიჭიერი მოსწავლეა, გამარჯვებასაც ვუწინასწარმეტყველებდი. ახლა წინ ფინალი მელოდება, რომლისთვისაც დამატებით აუცილებლად მოვემზადები, ვგულისხმობ იმას, რომ განათლებას მეტ დროს დავუთმობ, აუცილებლად ვნახავ გასული წლების ვიდეოებს და წიგნებიდან დამატებით მასალებს გავეცნობი. ფინალზე უფრო მეტად გავიაზრებ კითხვებს და ვეცდები ძალიან კარგი შედეგები ვაჩვენო“.

არლის საჯარო სკოლის დირექტორმა, მარო ჩხიტუნიძემ აღნიშნა, რომ სკოლისთვის ეს გამარჯვება სიხარულთან ერთად, დიდ პასუხისმგებლობასთანაც არის დაკავშირებული და გამოთქვა იმედი, რომ „ადიგენის ეტალონი მოსწავლე“ მუნიციპალიტეტს ჩემპიონატის ფინალიდანაც წარმატებული დაუბრუნდება:

„დღევანდელი გამარჯვება და ის ფაქტი, რომ ჩვენი სკოლის მოსწავლემ მუნიციპალიტეტის სახელი უნდა წარმოაჩინოს „ეტალონის“ ფინალზე, ჩვენი სკოლისთვის, სიხარულთან ერთად, არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაც. ჩემთვის ეს მესამე განცდილი სიხარულია. 2007 წელს, როდესაც მე უდის მეორე საჯარო სკოლის დირექტორი ვიყავი, „საქართველოს ეტალონი მოსწავლე“ მყავდა. 2017 წელს  ჩვენი სკოლის მოსწავლე იყო მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლე“ და წელს კიდევ ერთხელ გვხვდა ეს ბედნიერება წილად, საბას დამსახურებით. ეს არის იმ დიდი ძალისხმევის შედეგი, რასაც ჩვენი თითოეული მასწავლებელი ეწევა ყოველდღიურად. ჩვენი „ეტალონი მოსწავლე“ ძალიან კარგი ბიჭია. მაღალი პასუხისმგებლობითა და თავდაჯერებულობით. ვფიქრობ, რომ ის ფინალიდანაც წარმატებული დაგვიბრუნდება“

შეჯიბრში გამარჯვებულმა „ადიგენის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული და საქართველოს ეროვნული ინტელექტ- ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.


იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება