სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ინტერვიუ

მწერლისა და სკოლის დირექტორის ცხოვრება ავარიამდე და ავარიის შემდეგ - შორენა ხუხუას სათქმელი მკითხველს
14-03-2019
-
+


მშობლები ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები იყვნენ, მისი პროფესიული არჩევანიც საყვარელი საქმის მსახურების გავლენა იყო. ხშირად იცვლიდა სკოლას, მამის სამსახურიდან გამომდინარე ერთი ადგილიდან მეორეზე გადადიოდა და ამ მოგზაურობაში ბევრი მოგონება დააგროვა...

გამორჩეულად ახსოვს სკოლა-ინტერნატი, სადაც მამა იყო დირექტორი. მესამე კლასამდე თავადაც იქ ცხოვრობდა, ყველასათვის საჩვენებლად, რომ სკოლა მხოლოდ ობოლთათვის არ იყო. ბავშვობაში პროტესტი ჰქონდა, მასაც უნდოდა დედასთან სახლში, ან - მეგობრებთან ერთად თამაში, ახლა კი ხვდება, რომ მშობლების აღზრდის მეთოდმა სიმტკიცე და თანასწორობის შეგრძნება ჩამოუყალიბა, ეს თვისებები კი გადამწყვეტ ფაქტორად გასდევს მთელ მის ცხოვრებას...

შორენა ხუხუა მარნეულის N2 საჯარო სკოლის დირექტორი, მწერალი და როგორც თვითონ ამბობს, უპირველესად, ქართულის მასწავლებელია:

- პირველ რიგში თავს მასწავლებლად ვგრძნობ, დაახლოებით 15 წელია, ეთნიკურ უმცირესობებს ქართულ ენასა და ლიტერატურას ვასწავლი. თავისი სპეციფიკა, სიღრმეები და სირთულეები ახლავს ჩემს პროფესიას. არ არის მარტივი დიდი სკოლის ხელმძღვანელობა, თუმცა ლიდერ პოზიციას ვიკავებთ არაქართულენოვან სკოლებში. მეხუთე წელია, დირექტორი ვარ და მასწავლებლის გამოცდილება ძალიან მეხმარება. ჩვენს მრავალფეროვან საზოგადოებაში მთავარია, მიმღებლობა  გვქონდეს განსხვავებული ეთნოსისა და რელიგიის მიმართ, ვაღიაროთ პრობლემები, ვიყოთ ობიექტურები და სიყვარულით შევიდეთ კლასში...

რას თვლით სკოლის ყველაზე დიდ წარმატებად თქვენი დირექტორობის განმავლობაში?

- ყოველთვის ორიენტირებული ვიყავი თვითგანვითარებაზე და პირველივე დღეებიდან აქტიურად დავიწყე პედაგოგთა პროფესიულ წინსვლაზე ზრუნვა. დღეს უკვე 30-მდე უფროსი და 6 წამყვანი პედაგოგი მყავს, ჩვენი კურსდამთავრებულები უნივერსიტეტებში გრანტით ირიცხებიან და ღირსეულ კონკურენციას უწევენ ქართულენოვან აბიტურიენტებს. სკოლაში გვაქვს ხელოვნების წრეები, სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები, გვყავს გოგონათა ფეხბურთის გუნდი, აქტიურად და წარმატებით ვასპარეზობთ სპორტულ შეჯიბრებებში, მიუხედავად იმისა, რომ დარბაზი და სტადიონი არ გვაქვს. საკმაოდ მკაცრი რეფორმები გავატარეთ აკადემიური მოსწრების ასამაღლებლად, გაცდენების გამო რეკორდული რაოდენობის ექსტერნი გამოცდები ჩატარებულა სკოლაში, დღეს კი მეთორმეტე კლასშიც კი 98%-იანი დასწრება გვაქვს.

დირექტორი თვლის, რომ მოზარდში სახელმწიფოებრივი აზროვნების ჩამოყალიბება არსებითად მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, სკოლა მრავალმხრივ და საინტერესო აქტივობებს ხშირად აწყობს.

- სკოლაში სამოქალაქო კლუბი გვაქვს, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები რეგიონის მასშტაბით დადიან და მათთვის პრობლემურ საკითხებზე სიუჟეტებს ამზადებენ. მათ ერთერთი ვიდეორგოლი სკოლაში სპორტდარბაზის არქონას მიუძღვნეს და საინტერესო მასალით მუნიციპალიტეტის ყურადღება მიიპყრეს. მოსწავლეთა დამსახურებით, სკოლას სტადიონს აუშენებენ.

- შორენა ხუხუა, როგორც მწერალი...

- ბავშვობიდან ვწერდი, სახლის ბიბლიოთეკაში წიგნები ვნახე, ყდაზე რომ ჩემი ზღაპრები აწერია. მამა ამბობდა, რომ კარგად გამომდიოდა და მეც მინდოდა მწერლობა, მაგრამ ხომ იცით როგორც ხდება ხოლმე, ცხოვრების რიტმმა სხვა მხარეს წამიყვანა. თუმცა, ყოველთვის ვაკეთებდი ჩანახატებს, ვწერდი ლექსებს, სცენარებს მოსწავლეებისთვის... შემდეგ იყო კონკურსი და „შემოვალ ეტლით“, წიგნი, რომლითაც ეტლით მოსარგებლეთა ცხოვრება და ჩემი სულის ამოძახილი გადმოვეცი. უბედური შემთხვევისა და 7 ოპერაციის შემდეგ, შესაძლებლობის შეუზღუდაობა საკუთარ თავზე გამოვცადე... ჩემს მოსწავლეებს წაკითხული აქვთ წიგნი, თავად აინტერესებდათ. გვისაუბრია კიდეც ამ თემაზე. სხვათა შორის, თავადაც ძალიან კარგად წერენ. 

-ცხოვრებას დაყოფდით...

- ავარიამდე და ავარიის შემდეგ, მაშინ ვერ ვხედავდი ცხოვრებას ისე, როგორც დღეს ვხედავ. როდესაც ვეღარ დავბრუნდი სახლში, სკოლაში, შვილთან...  იმ სამყაროში რომელშიც ვცხოვრობდი. თვიდან ვისწავლე სუნთქვა, ფეხის ადგმა და მივხვდი, რომ წვრილმანია ყველაფერი ის, რაზეც ყოველდღიურად ვღელავთ. აპარატზე შეერთებულმა თვალი რომ გავახილე და სინათლის სხივი დავინახე, მზე და სამყარო ვიგრძენი, ეს იყო მთავარი... უარყოფითის გარეშე დადებითს ვერ დააფასებ.

- როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

- მრავალი წარმატების მიუხედავად, ზოგადად ქვეყანაში, სასკოლო ცხოვრების განვითარებისთვის ბევრია სამუშაო. კიდევ 2 წელი მაქვს დირექტორობის ვადა და იმედია, საყვარელ საქმეს წარმატებით გავუძღვები. ასევე ვმუშაობ ნაწარმოებზე, რომელიც აფხაზეთს ეხება და მოთხრობების კრებულადაა ჩაფიქრებული. ახალგაზრდებს არ ახსოვთ ის წლები... მხატვრულ ნაწარმოებს კი აქვს უნარი, ემოციითა და ტკივილით მიიტანოს სათქმელი მკითხველამდე. მე დღეს დავიწყებული ამბების გაცოცხლებას ვცდილობ...


კომენტარები


სკოლები

გარემოსდაცვით ღონისძიებაში მოსწავლეები ხალისით ჩაერთნენ და იაქტიურეს

სიახლეები

2019 წლის აბიტურიენტთა ცნობარში ცვლილებები შევიდა. 

ამ დღესთან დაკავშირებით, საჯარო სკოლებში სწავლის პროცესი რამდენიმე დღით 

საინტერესო

იმისათვის რომ არ გამოგრჩეთ რომელიმე სურვილი, წინასწარ ჩამოწერეთ ფურცელზე და წაიკითხეთ.


ჯილდოს საუკეთესო ათეულშია ქართველი მასწავლებელი, ლადო აფხაზავა, რომელიც 24 მარტს გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას 

იყო მასწავლებელი ნიშნავს, რომ საგაკვეთილო პროცესის ეფექტურად წარმართვისა და

სამასწავლებლო სკოლის შენობაში ერთერთი ყველაზე საინტერესო და აქტიური ადგილია

ეტალონი

დუშეთის რესურსცენტრში ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის პრეზენტაცია გაიმართა

ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართვა ქარელის მუნიციპალიტეტის ნებისმიერი სკოლის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეს შეუძლია. 


ტესტირება სკოლებში „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად სკოლებში ჩატარდება.


 საჩხერის ღონისძიებას ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი გაუძღვება

საზოგადოება