სიახლეები
სიახლეები

„უფრო მიადვილდება იმის წარმოდგენა, რომ დამამთავრებელი და მისაღები გამოცდები გაერთიანდეს“ - სოფო გორგოძე
12-03-2019
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, სოფო გორგოძეს 2023-2024 წლისთვის ერთიანი ეროვნული გამოცდების ფორმატის ცვლილება, კერძოდ კი უმაღლესში მოსახვედრად ერთი კომბინირებული გამოცდის ჩაბარება არარეალისტურად ეჩვენება.

როგორც სოფო გორგოძემ etaloni.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, უფრო ადვილი წარმოსადგენია, რომ სკოლის დამამთავრებელი და უნივერსიტეტში მისაღები გამოცდები გაერთიანდეს.

„მართალი გითხრათ, მიჭირს იმის წარმოდგენა, რომ 2024 წლისთვის ერთი გამოცდა იყოს ჩასაბარებელი და ამ გზით წავიდეთ. უფრო მიადვილდება იმის წარმოდგენა, რომ დამამთავრებელი და მისაღები გამოცდები გაერთიანდეს. ანუ ერთი გამოცდა კი არა მაგალითად, 3-4 გამოცდა, რომელიც იქნება, როგორც სკოლის დამამთავრებელი, ისე უმაღლესში ჩასაბარებლად განკუთვნილი. ეს უფრო წარმოსადგენია ჩვენთვის, ვიდრე ის, რომ საერთოდ ერთი გამოცდა იყოს და მეტი არაფერი.

საუბარი იყო იმაზე, რომ თუ უნივერსიტეტები თავად დაგეგმავდნენ და ექნებოდათ მიღება, მაშინ როცა უნივერსიტეტები სრულიად დეცენტრალიზებულნი იქნებიან და უმაღლესები თავად განაგებენ მიღების პროცესებს, მაშინ შეიძლება საუბარი მხოლოდ ერთ გამოცდაზე. თუმცა, ვფიქრობ, ეს ცოტათი ადრეა, ამისთვის მზად არ ვართ და 2024 წლისთვისაც კი მსგავსი ცვლილება არარეალისტურად მეჩვენება, თუმცა, ვარიანტად შეიძლება საზოგადოებამ ეს საკითხი განიხილოს“,-განაცხადა გორგოძემ

შეგახსენებთ, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ განაცხადა, რომ 2023-2024 წლიდან შესაძლოა, ერთიანი ეროვნული გამოცდების ფორმატი შეიცვალოს და ერთი ცენტრალიზებული გამოცდა დაინერგოს, რომელშიც საგნები და უნარები იქნება კომბინირებული.

„გრძელვადიან პერსპექტივაში, მას შემდეგ, რაც სკოლების სისტემა გვექნება იმგვარად უზრუნველყოფილი, რომ ვენდობით სკოლებს, შესაძლებელია იყოს ერთი დიდი ცენტრალიზებული გამოცდა, რომელიც იქნება საგნის და უნარის კომბინაცია. ამის გარდა, უნდა არსებობდეს სამოტივაციო წერილი, პროექტები, სხვადასხვა წყაროები, რის მიხედვითაც უნივერსიტეტი მას შეარჩევს. ეს არის შორეული პერსპექტივა. ცხადია, ეს წელს და მომავალ წელს არ იგეგმება. პრინციპის დონეზე საუბარი არის, რომ მომავალში, მას შემდეგ, რაც სკოლების დონეზე ამ გამოწვევებს მოვაგვარებთ, გახდეს ერთიანი, მსხვილი, კომბინირებული გამოცდა. თუ შევთანხმდით და დავგეგმეთ, შესაძლებელია, 2023-2024 წლისთვის გადავიდეთ ამ მოდელზე",- განაცხადა აბულაძემ.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ქობულეთის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
სიახლეები
ეროვნული გამოცდების შეფასების კრიტერიუმები - რა უნდა გაითვალისწინოთ საგნების მიხედვით
რა სიმბოლური დატვირთა აქვს ჯეჯილს - დათესვის დრო და მოსვლის წესები
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
გარდა ამისა, მათ თემატური ნამუშევრებიც მოამზადეს
ლიტერატურული კლუბის და საგანმანათლებლო ორგანიზაციის - „მწიგნობარის“, ერთობლივი ძალისხმევით გაიმართა
ნერგები სკოლას საჩუქარად, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამონაწილეობით გადაეცა
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
როგორ უნდა გამოიყენოთ ნოველები სასწავლო პროცესში, როგორც სწავლების სტრატეგია?
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
სიახლეები
საზოგადოება