სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე რეგისტრაციის ვადა გადაიწევს
12-03-2019
-
+


მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე რეგისტრაციის ვადები გადაიწევს.

ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ თარიღის გადაწევის მიზეზი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ დაგეგმილი სიახლეებია.

ამასთან, სოფო გორგოძის ცნობით, შესაძლოა, მასწავლებლებს გამოცდაზე რეგისტრაციისთვის უფრო შემჭიდროვებული ვადები ჰქონდეთ.

მასწავლებლების გამოცდისთვის რეგისტრაცია ცოტათი გადაიწევს, დღეს რეგისტრაცია არ იწყება. ამის მიზეზი გახლავთ ის, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი გეგმავს ცვლილებებს სქემაში. შესაბამისად, როგორც კი ცვლილებები გამოცხადდება, პარალელურად დავიწყებთ რეგისტრაციის პროცესს. ეს არ ნიშნავს, რომ გამოცდები არ იქნება. თუ ჩვენ გადავწყვეტთ, რომ მასწავლებელთა გამოცდები ისევ ზაფხულში ჩავატაროთ, მაშინ რეგისტრაციის ვადები ცოტა შემჭიდროვდება. ეს დამოკიდებულია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მოთხოვნაზე, ისინი დაგვიკვეთავენ გამოცდებს. მე როგორც ვიცი, გამოცდების ჩატარება ზაფხულში იგეგმება“,-განაცხადა გორგოძემ.

შეგახსენებთ, რომ 2018 წელს მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე რეგისტრაცია 5 მარტიდან 30 მარტის ჩათვლით მიმდინარეობდა, გამოცდები კი ივლისის თვეში ჩატარდა.

ასევე იხილეთ: რა სიახლეები ელით მასწავლებლებს კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე - მასწავლებლის სახლი დეტალებზე


კომენტარები


სკოლები
აუდიტორიამ Izrune.ge - სა და „მამების ფორუმის“ ეფექტურ მუშაობას გაუსვა ხაზი

 
სკოლიდან ორი მოსწავლე: მართა მეტრეველი და თემურ ჯიმშელეიშვილი დააჯილდოვეს
სიახლეები
ჯგუფები მასწავლებლებს  ორი მიზნით შეაფასებენ
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია აღმოსავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება გამოიწვიოს
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პასუხი მასწავლებლებს
რა კითხვები აქვთ ქიმია, ფიზიკასა და ბიოლოგიის გამოცდებებთან დაკავშრებით აბუტურიენტებს
საინტერესო
2010-წლამდე შვედეთში უფასო განათლების მიღება უცხოელებსაც შეეძლოთ
სკოლის ბანკეტი დამამთავრებელი კლასის მოსწავლეთა ოჯახებისთვის საკმაოდ დიდ ხარჯებს უკავშირდება
ანა ბიკოვა ზარმაცი დედაა და ამის აღიარება სულაც არ რცხვენია
აკადემიური, მკაცრი და მომთხოვნი მასწავლებლის მიღმა დიდი გამოცდილების მქონე, რეალისტი ადამიანი იმალება
პიროვნება
ადიგენის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურცენტრის უფროსი, ინგა ბოჭორიშვილი სოფელ კახარეთში ცხოვრობს
ეტალონი
ამჯერად, „ვაკის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდება
ინტელექტ-ჩემპიონატში საბურთალოს გამორჩეული ახალგაზრდები მონაწილეობდნენ
ინტელექტ-ჩემპიონატში ვაკის გამორჩეული ახალგაზრდები მონაწილეობდნენ.
საზოგადოება