სიახლეები
სიახლეები

გაუქმდება თუ არა მე-12 კლასი - პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის განმარტება
07-03-2019
-
+


განათლების რეფორმის ფარგლებში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დაანონსებულმა სიახლეებმა, საზოგადოებაში უფრო მეტი კითხვები გააჩინა.  ბოლო დროს არაერთმა მშობელმა და მოსწავლემ მოგვმართა კითხვით, იგეგმება თუ არა მე-12 კლასის გაუქმება.

აღნიშნული საკითხი, თითქმის, ყოველ წელს აქტუალურია, თუმცა, წელს განსაკუთრებით, რადგან განათლების სამინისტრომ გააქუმა საატესტატო გამოცდები, სამომავლოდ დააანონსა, რომ საბაზო საფეხური გაიზრდება 9 წლიდან 10 წლამდე, მომავალი წლიდან ზოგადი უნარების ჩაბარება სავალდებულო აღარ იქნება, ხოლო 2024 წლისთვის სრული საშუალო განათლებიდან უმაღლესში სწავლის გასაგრძელებლად შესაძლებელია ერთი კომბინირებული გამოცდის ჩაბარება გახდეს საჭირო. აქედან გამომდინარე, საზოგადოების ნაწილში გაჩნდა მოლოდინი, რომ  რეფორმებისა და ცვლილებების ფონზე, შესაძლოა სამინისტრომ მე-12 კლასის გაუქმების შესახებაც მიიღოს გადაწყვეტილება. 

როგორც აღნიშნულთან დაკავშირებით, etaloni.ge-ს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გენადი მარგველაშვილმა განუცხადა, მე-12 კლასის გაუქმება არ იგეგმება, ვინაიდან საქართველო ბოლონიის პროცესის მონაწილეა.

„მე-12 კლასი არც ამ ეტაპზე და არც მერე არ გაუქმდება. ეს არის ბოლონიის პროცესის ნაწილი, შესაბამისად, ეს საკითხი დღის წესრიგში არც სამომავლოდ არ დადგება“, - განაცხადა გენადი მარგველაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველო ბოლონიის პროცესს (ევროპის ქვეყნების განათლების სისტემების დაახლოებისა და ჰარმონიზაციის პროცესი), რომელიც მიზნად ისახავს ერთიანი ევროპული სივრცის შექმნას უმაღლესი განათლებისათვის 2005 წლიდან შეუერთდა, ხოლო სკოლებში 12-წლიანი სწავლება 2008 წლიდან დაიწყო. აღსანიშნავია, ის ფაქტი, რომ თუ გვსურს ჩვენი ქვეყნის სკოლის დამამთავრებელი ატესტატი სხვა ქვეყნებისთვისაც მისაღები იყოს, მაშინ 12 კლასის დამთავრება აუცილებელია. ამასთან, 12-წლიანი სასკოლო სწავლება საშუალებას იძლევა საქართველოს მოქალაქეებმა აღნიშნული ატესტატის საფუძველზე სწავლა ევროპის უნივერსიტეტებში დაუბრკოლებლად განაგრძონ.


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
მანდატურებმა ტრენერთა ტრენინგი გაიარეს - დეტალები
„ინგლისურენოვანი შეტყობინება მივიღეთ , რომ სკოლაში ასაფეთქებელი ნივთიერება იყო“ -სკოლის დამფუძნებელი etaloni.ge-სთან დეტალებზე საუბრობს
განათლებაში ყველაზე დაბალი ხელფასებია - საქსტატი 4 მაღალანაზღაურებად დარგს ასახელებს
პიროვნება
„მასწავლებლებს იმ ტრენინგებში, რაც მათ საჭიროებებზე არაა მორგებული, დროს არ დავაკარგვინებდი“
„დღეს რომ ასეთი წარმატებული ვარ, დირექტორისა და არაჩვეულებრივი პედაგოგიური გუნდის დამსახურებაა“
ღვთის წყალობით,  მეუფე მექლისედეკის ლოცვა კურთხევითა და ჩვენი პედაგოგების მუხლჩაუხრელი შრომით კვლავაც გავაგრძელებთ ერისა და ეკლესიის სასიქაუდლო და საამაყო მამულიშვილების აღზრდას
სკოლები
მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოების წინაშე შთამბეჭდავად წარადგინეს დებატები თემაზე: „აბესალომ და ეთერი ღმერთმა შეჰყარა ერთფერი“...
მოსწავლეებმა სტუმრისგან მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს
მოსწავლეებს თან ახლდნენ კლასის დამრიგებელი და საქართველოს ისტორიის პედაგოგი იოსებ აფაქიძე
მოსწავლეებმა სიყვარულით, სითბოთი და ემოციით სავსე დღე მიუძღვნეს ქალბატონებსა და საყვარელ დედიკოებს
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
ინგლისში, თანხის დაზოგვის მიზნით, სკოლებმა, შესაძლოა, მასწავლებლები შეამცირონ - რამ გამოიწვია კრიზისი?
„ეს არის პედაგოგების ძარცვა - მთავრობა სკოლებში უფასო შრომას ეყრდნობა“
სიახლეები
საზოგადოება