სიახლეები
ინტერვიუ

Izrune.ge საზღვრებს გარეშე
07-03-2019
-
+


საახალწლოდ ბებია-ბაბუის სანახავად წავიდა აფხაზეთში მამასთან და ძმასთან ერთად, დედა თბილისში დარჩა სამსახურის გამო... ანდრია Izrune.ge-ს ტესტებს რომ არ ჩამორჩენოდა, დედა ყოველ ხუთშაბათს ახსენებდა საყვარელი დღის მოსვლას, მამას კი შორეულ მეზობელთან მიჰყავდა შვილი, რადგან მათ სახლში ინტერნეტი არ იყო...

აბლოთიების ოჯახმა სკოლის დაწყებისთვის უკან დაბრუნება რომ დააპირა, ე.წ საზღვარი ჩაიკეტა და ოკუპანტების წყალობით „არდადეგებიც“ გახანგრძლივდა...

ანდრია და მისი უმცროსი ძმა ალექსი, რომელიც უკვე იზრუნეს დიდ ოჯახს შემოუერთდა, დღეების განმავლობაში საათობით იდგნენ მამასთან ერთად და ე.წ საზღვრის გახსნას ელოდნენ... უიმედოთ შინ დაბრუნებულებს კი იზრუნეს ტესტების გავლა არ ავიწყდებოდათ, არც მშობლებს დავიწყებიათ ზრუნვა...

andria.jpg

„ვნერვიულობდი, არ ვიცოდი რამდენხანს ვერ ვნახავდი ოჯახს, თან იმასაც განვიცდიდი, რომ ბავშვები სკოლის პროგრამას ჩამორჩებოდნენ. ერთადერთი  Izrune.ge-ს ტესტების იმედი მქონდა, რომ ივარჯიშებდნენ და სწავლაზე იქნებოდნენ კონცენტრირებულნი,-“ თამუნა მირცხულავა, მშობელი.

საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა და უკვე 24 თებერვლის „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღის“ დადგომისთანავე ტესტები ანდრიამ დედასთან ერთად გაიარა და 100 ქულა მოიპოვა.

ბიჭებს განსაკუთრებით ინოვაციური და თანამედროვე პორტალი მოსწონთ. საინტერესო ტესტები და წამახალისებელი დიპლომები მათ მოტივაციას ზრდის. ანდრია ამბობს, რომ გამორჩეულად მათემატიკა იტაცებს, ალექსის კი ბუნება უყვარს.

დედა ჰყვება, რომ ბიჭები მოუთმენლად ელიან ყოველ ხუთშაბათსა და თვის ბოლო კვირა დღეს, შედეგებს კი სიამაყით უზიარებენ ყველას:

„ანდრიას ჩართულობა და წარმატება რომ დაინახა, პატარამაც მოისურვა ტესტების გავლა. ახლა ორივე მოუთმენლად ელოდება როდის მივუჯდები გვერდით, თან ცდილობენ, ერთმანეთს ხელი არ შეუშალონ და დამოუკიდებლად მოიპოვონ დიპლომები. შემდეგ განიხილავენ საკითხებს, გამოცდილებასა და წარმატებას მეგობრებს უზიარებენ.“

ანდრია აბლოთია თბილისის N71 საჯარო სკოლის III/დ „მეგობრული კლასის“ მოსწავლეა და დედას Izrune.ge-ს ინდივიდუალური და გუნდური მიდგომები ძალიან ახარებს:

„დიდი მნიშვნელობა აქვს როგორ გარემოში აღიზრდებიან ჩვენი შვილები, მახარებს მათი და მათი მეგობრების წარმატება. პორტალთან ერთად ძალიან გუნდური გარემო იქმნება, ბავშვები ერთმანეთის წინსვლაზე ზრუნავენ და თავადაც მრავალმხრივ ვითარდებიან. Izrune.ge-სთან ერთად სასწავლო პროცესი უფრო სახალისო და მამოტივირებელი ხდება, მშობლებიც ძალიან დავახლოვდით და ერთად დავიწყეთ ზრუნვა მათი ბედნიერი მომავლის შესაქმნელად.“


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
„X კლასი ჩემი საუკეთესოები!“, - ასე მოიხსენიებს მეათეკლასელებს სკოლის დირექტორი მარინა მაჭარაშვილი
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიება სახალისო იყო და რაც მთავარია, მშობლიური ენის სიყვარულსა და პატივისცემას აღვივებდა
აქტივობები ძალიან საინტერესო და მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებული იყო
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება