სიახლეები
ინტერვიუ

რა განსხვავებაა საქართველოსა და საზღვარგარეთ მიღებულ განათლებას შორის - პოლონეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტის მოსაზრება
04-03-2019
-
+


22  წლის ილია გოგილაშვილი  იმ ქართველ სტუდენტთაგანია, რომელიც საზღვარგარეთ სწავლობს და მიიჩნევს, რომ საქართველოსგან განსხვავებით, იქ ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ შენი საქმის პროფესიონალი გახდე.

პირველად 18 წლის იყო, როდესაც გაცვლითი პროგრამით საზღვარგარეთ წავიდა, თუმცა, გარკვეული მიზეზების გამო მოუწია საქართველოში დაბრუნება და ბაკალავრიატის აქ დამთავრება. ახლა კი პოლონეთში, იაგელონიის უნივერსიტეტში, სამართლისა და ადმინისტრირების ფაკულტეტზე სწავლობს.

ილია etaloni.ge-ს დაუკავშირდა და თავის უცხოურ გამოცდილებაზე და იმ განსხვავებაზე ესაუბრა, რომელიც მისი აზრით, ქართულ და უცხოურ განათლების სისტემებს შორის არსებობს.

- ილია, ამჟამად სად ცხოვრობთ და სად სწავლობთ?

- ამჟამად ვცხოვრობ პოლონეთში (კრაკოვში) და ვსწავლობ იაგელონიის უნივერსიტეტში სამართლისა და ადმინისტრირების ფაკულტეტზე, რომელიც World ranking-ის (უნივერსიტეტების მსოფლიო რეიტინგი) მიხედვით, საკმაოდ მოწინავე ადგილი უკავია, როგორც მთლიანად უნივერსიტეტს, ასევე ცალკე აღებულ ფაკულტეტსაც. პარალელურად უკვე ლიტვაშიც მიწევს გარკვეული პერიოდით გადასვლა, ვინაიდან 2018-2019 წლის პერიოდში ორჯერ გავხდი ლიტვის მთავრობის სტიპენდიანტი და  ვსწავლობ ლიტვურ ენას ვიტაუტას მაგნუს უნივერსიტეტში, ვილნიუსში.

- როდის და როგორ წახვედით საზღვარგარეთ და იყო თუ არა რთული სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად გადასვლა?

- ევროპაში წასვლა და სწავლის გაგრძელება ეს იყო ყველაზე დიდი გამოწვევა და არც თუ ისე მარტივი. საქართველოში ჩავაბარე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, სამართლის ფაკულტეტზე და პარალელურად ვცდილობდი, მომეძიებინა გაცვლითი პროგრამები, რაც თავისთავად გულისხმობდა თავდაუზოგავ შრომას და სირთულეების გადალახვას. ალბათ, მიზნის მისაღწევად მთავარი შრომა და მონდომებაა. შემდეგ მალევე აცნობიერებ, რომ შეუძლებელი არაფერია, მთავარია საკუთარი თავის რწმენა. პირველად ვიყავი 18 წლის, როდესაც მოვხვდი უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებულ გაცვლით პროგრამაზე, ლოძის უნივერსიტეტში (პოლონეთში) და ზუსტად ვიცოდი, რომ ეს იყო ჩემი შანსი.

სიმართლე გითხრათ, თავიდან გამიჭირდა იმ თვალსაზრისით, რომ პირველად დავიწყე დამოუკიდებელი ცხოვრება, ამავდროულად სრულიად განსხვავებული საგანმანათლებლო სისტემა დამხვდა - პირველად მომიწია ზეპირად გამოცდების ჩაბარება. შემდეგ იყო შემოთავაზება, რომ გამეგრძელებინა სწავლა full time-ზე (სრულ განაკვეთზე) მაგრამ საქართველოში პირველი კურსი დახურული მქონდა და ფაქტობრივად, კიდევ ხელახლა უნდა დამეწყო სწავლა, ვინაიდან საერთოდ განსხვავებული სილაბუსი აქვთ, თან მაინც იმედი მქონდა, რომ მაქსიმალურად შევძლებდი მიღებული გამოცდილების გამოყენებას. მაგრამ ახლანდელი გადმოსახედიდან ვთვლი, რომ საქართველოში დაბრუნება იყო შეცდომა და არ გამიმართლდა მოლოდინები. პარალელურად ვცდილობდი მოკლევადიანი პროგრამებით წასვლას, რომ მთლიანად არ ჩამოვცილებულიყავი იქაურ საგანმანათლებლო სისტემას.

- რას გვეტყვით თქვენს გამოცდილებაზე, რა განსხვავება ჩვენსა და სხვა ქვეყნის  განათლების მიღების შესაძლებლობებს შორის?

- რთულია იცხოვრო  განსხვავებული ღირებულებებისა და კულტურის ხალხთან, მაგრამ დღეს უფრო გამიჭირდება საქართველოში ცხოვრება. ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ შენი საქმის პროფესიონალი გახდე. ხარისხი არის მნიშვნელოვანი, ვინაიდან საკმაოდ დიდი კონკურენციაა და არც ისე მარტივია მოხვდე სასურველ უნივერსიტეტში თუ არ აკმაყოფილებ ყველა მოთხოვნილ კრიტერიუმს. საქართველოში შევხვედრილვარ სტუდენტებს, რომლებსაც მხოლოდ დიპლომის აღება სურთ და საბოლოო ჯამში, ვიღებთ განათლების დაბალ ხარისხს. ამავდროულად, საზღვარგარეთ სტუდენტებზეა მორგებული სასწავლო გრაფიკი, რაც დამატებით მუშაობის შესაძლებლობას იძლევა. სწავლის პროცესში ძირითადი აქცენტი  პრაქტიკაზე კეთდება და ამავდროულად, შეფასების განსხვავებული სისტემა აქვთ.

12131.pngსტუდენტები  გარკვეულწილად კონკურენტებად აღიქვამენ ერთმანეთს, და თითქმის, ყველა სტუდენტი განსაკუთრებულად განსხვავებულია. უცხოეთში გატარებულმა დრომ დიდი გავლენა იქონია ჩემზე. ოჯახიდან შორს, ვისწავლე დამოუკიდებლად ცხოვრება, პირველად დავიწყე მუშაობა, შევიძინე ძალიან ბევრი მეგობარი, თავისუფალ დროს ვმოგზაურობ, მოკლედ აქ რადიკალურად იცვლები. ვსწავლობ ესპანურს და ლიტვურს, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს არგენტინელ მეგობარს, არასდროს ვსაუბრობთ ინგლისურად. ევროპაში სწავლა, მაღალი ხარისხის განათლების მიღების შესაძლებლობასთან ერთად, არის შესაძლებლობა, შეიძინო მეგობრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

- რატომ თვლით, რომ საქართველოში არ არის შესაძლებლობა იმისა, რომ თავი დაიმკვიდროთ? რა ხარვეზებს ხედავთ?

- ბევრი ადამიანი შეიძლება არ დამეთანხმოს, მაგრამ ნეპოტიზმია ყველაზე დიდი პრობლემა - როდესაც მაღალ თანამდებობებზე ვხედავ სრულიად განსხვავებული პროფესიის ადამიანებს უსამართლობის გრძნობა მიჩნდება, ამის გამო ბევრ ქართველ სტუდენტს ვისაც შევხვედრილვარ არ სურთ საქართველოში დაბრუნება, მათ შორის მეც. საქართველოში ხალხი არ აფასებს ერთმანეთს, რაც გვაკარგვინებს იმ დიდ შესაძლო პოტენციალს რაც თითოეულ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს. სამწუხაროდ, პოსტსაბჭოური ღირებულებები კიდევ არსებობს, რაც ნათლად წარმოაჩენს საქართველოს განვითარების დაბალ დონეს, მაშინ, როდესაც მაქსიმალურად უნდა ხდებოდეს ყველა შესაძლებლობის გამოყენება.

- სად ხედავთ თქვენს თავს მომავალში?

- ძალიან ბევრი მიზნები მაქვს, რომლებსაც ეტაპობრივად ვახორციელებ, დროს მაქსიმალურად და გონივრულად ვიყენებ. პარალელურად აკადემიურ საქმიანობაშიც ვარ ჩართული და უკვე ორი სტატიის ავტორი ვარ. ბოლო პერიოდში ჩემს კარიერაში ბევრი რამ დაუგეგმავად მოხდა. ჩემს გრძელვადიან  გეგმებში შედის არგენტინაში წასვლა, მათი კულტურის, მათ შორის იურისპრუდენციის გაცნობაა. იმედია, მომეცემა ამის შესაძლებლობა. გარკვეული პერიოდის  შემდეგ, როდესაც მექნება შესაბამისი გამოცდილება, აუცილებლად ჩავერთვები საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში.

- თქვენი უცხოური გამოცდილებით, რას ურჩევთ ქართველ სტუდენტებს?

- რაც არ უნდა ბანალურად ჟღერდეს, არასოდეს არ უნდა დანებდნენ, რომ მიზნის მისაღწევად ბოლომდე იბრძოლონ. საქართველოში დავბრუნდი თუ არა ლიტვიდან, ყველაფერს ვცდილობდი, რომ კიდევ ერთხელ გავმხდარიყავი ლიტვის მთავრობის სტიპენდიანტი, რაც არ იყო მარტივი, თუმცა როგორც ამბობენ  „მიზანი ამართლებს საშუალებას“. 


კომენტარები


ეტალონი
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ქობულეთის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ღმერთმა რომ საქართველოს გადმოხედოს, ატირდება“ - 23 აპრილი ივანე ჯავახიშვილის დაბადების დღეა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
რესურსცენტრების ახალი დებულება - რომელ 5 ტერიტორიულ ორგანოს შეეხო ცვლილება და რა დაევალათ სკოლის დირექტორებისა თუ სამეურვეო საბჭოების მიმართულებით
მეთორმეტეკლასელებს სამი საგნის ექსპერტები შეხვდებიან - დეტალები
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
წიგნის სიყვარულის გაღვივების და ინტერესის გაჩენის მიზნით სკოლა ამ დღეს ყოველწლიურად სხვადასხვა სახის აქტივობით უერთდება
პროექტზე მუშაობდნენ მეოთხე კლასის მოსწავლეები მასწავლებელ ხათუნა ქამადაძესთან ერთად

 
ზემო ხანდაკის საჯარო სკოლის VI კლასში ბუნების გაკვეთილზე გაიმართა ლექცია-სემინარი
 
ღონისძიების ორგანიზატორი-ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი/ეკოკლუბის ხელმძღვანელი ლია რამიშვილი გახლდათ
საინტერესო
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
როგორ უნდა გამოიყენოთ ნოველები სასწავლო პროცესში, როგორც სწავლების სტრატეგია?
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება