ვარხანის სკოლაში ჩატარებული კარნავალი საკონცერტო კოსტიუმებითა და შინაარსით იყო გამორჩეული
ვარხანის სკოლის კარნავალი მე-2, მე-3 და მე-4 კლასის მოსწავლეების მონაწილეობით გაიმართა.
კარნავალი გამორჩეული იყო საკონცერტო კოსტიუმებითა და შინაარსით.
კონცერტი დაგეგმეს მე-2 კლასის დამრიგებელმა მადონა ბაგდოშვილმა და მე-4 კლასის დამრიგებელმა ნანა მინაძემ.
როგორც თავად აღნიშნეს, მოსწავლეები მომზადებულები და მოტივირებულები იყვნენ, რაც არაჩვეულებრივად ანახეს სცენაზე:
''ასეთი სახის ღონისძიებები ხელს შეუწყობს შემოქმედებითი უნარების განვითარებას მოსწავლეებში და გაუჩენთ მეტ მოტივაციას კულტურული ღირებულებების მიმართ.''