სიახლეები
საინტერესო

რაზე ტირიან მასწავლებლები - 5 სიტუაცია, რომელიც ყველაზე თავშეკავებულ პედაგოგსაც ვერ ტოვებს გულგრილს
25-02-2019
-
+


მასწავლებელი ჩვენს ცნობიერებაში გაწონასწორებულ, ძლიერ და მისაბაძ ადამიანად აღიქმება და ხშირად გვიჭირს იმის გააზრება, რომ მასაც შეიძლება იგივე პრობლემები აწუხებდეს რაც ჩვენ, უხაროდეს ან სწყინდეს რამე, თუნდაც ტიროდეს...

რა შეიძლება გახდეს მასწავლებლის ცრემლების მიზეზი - 5 სიტუაცია, რომელიც ყველაზე თავშეკავებულ პედაგოგსაც ვერ ტოვებს გულგრილს:

1. მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობისა და გამორჩეული მზრუნველობითი უნარების ფონზე, მასწავლებლები იმ საკითხებზე, რომელიც ბავშვს, მის ჯანმრთელობას, სოციალურ მდგომარეობასა და უსაფრთხოებას ეხება, განსაკუთრებით რეაგირებენ. ამდენად, პედაგოგები მოსწავლეებთან მიმართებაში ძალიან მგრძნობიარეები არიან და მძიმე ისტორიებს გულგრილად ვერ ისმენენ.

2. პედაგოგისთვის ყველაზე ამაღელვებელი საკუთარი მოსწავლის წარმატება და გაწეული შრომის, გაცემული სიყვარულისა და ზრუნვის დაფასებაა, სიტუაცია, როდესაც საკუთარ ამაგს ხედავ და იმედები გიმართლდება. ხშირ შემთხვევაში, მასწავლებლები „ეტალონში“ წარმატებულად მოასპარეზე მოსწავლის, ბოლო ზარისა თუ სხვა წარმატებული ნაბიჯების მნახველნი ცრემლებს ვერ იკავებენ.

3. რამდენადაც მოსწავლეთა წარმატება ჰგვრით სიხარულს, იმდენად სწყინთ დაუფასებლობა და გულგრილობა მათი მხრიდან. გაკვეთილზე უპატივცემულო მოპყრობა არაერთხელ გამხდარა მასწავლებლის ცრემლების მიზეზი.

4. მიუხედავად გამოჩენილი სიმკაცრისა, მასწავლებლებს ყველაზე ცელქი და ზარმაცი მოსწავლეები გამორჩეულად უყვართ და განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენენ მათ მიმართ. მასწავლებლები ტირიან მაშინაც, როდესაც სიყვარულსა და ყურადღებას ბავშვებისგან გრძნობენ და მათთვის დაუვიწყარი საჩუქარი მოსწავლეთა ხელით შექმნილი ნივთები და სამახსოვრო წერილებია.

5. და ზოგადად, მასწავლებლები იცინიან და ტირიან ყველაფერზე, რაზეც ჩვენ, წიგნებზე, ფილმებსა თუ ცხოვრებისეულ ისტორიებზე...


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულ 1422 პირს სახელმწიფო სასწავლო გრანტი მიენიჭება
რეგისტრაცია დაიწყო და 100 ლარი ღირს - NAEC ტესტირებას 10 აპრილს ჩაატარებს
გამარჯვებულები სიგელებით, დიპლომებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან
ავტორიზირებული საჯარო და კერძო საბავშვო ბაღების სია ცნობილია
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
პიროვნება
სკოლები
ამჯერად, ინგლისური ენის პედაგოგის სოფიო თაბაგარის ხელმძღვანელობით, მე-6 კლასში გაიმართა პროექტი - „გვესტუმრე წალკაში“
გოგონებმა თავიანთი შესაძლებლობები საუკეთესოდ წარმოაჩინეს და დამსახურებული პირველი ადგილიც დაიკავეს
ღონისძიებაში დაწყებითი კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება