სიახლეები
საინტერესო

რითი განსხვავდება ჭკვიანი ადამიანი სულელისგან? - ნახეთ, რა უპასუხა მასწავლებელმა მოსწავლეს
25-02-2019
-
+


რითი განსხვავდება ჭკვიანი ადამიანი სულელისგან? - etaloni.ge გთავაზობთ მასწავლებლისა და მოსწავლის დიალოგის შესახებ იგავს:

ერთხელ მოსწავლე მივიდა მასწავლებელთან და ჰკითხა:

- მასწავლებელო, რით განსხვავდება ჭკვიანი სულელისგან?

მშვიდი მზიანი დღე იყო, მასწავლებელი მწვანე ჩაის სვამდა და მარადიულობის არსზე ფიქრობდა. მაგრამ, მოსწავლის გამო მან მიატოვა ჩაის სმა, შეწყვიტა ფიქრი, ადგა და მოსწავლეს უთხრა, უკან გამომყევი...

მასწავლებელმა მოსწავლე მთასთან მიიყვანა, რომელიც ცოტა ხნის წინ მცირედ ჩამოიშალა და მის ძირში სხვადასხვა ზომის ქვები ეყარა.

მასწავლებელმა მოსწავლეს უთხრა, რომ ყველა ქვა მთის მწვერვალზე აეტანა. ქვა საკმაო რაოდენობის იყო და მოსწავლე მთელი დღე ეზიდებოდა მთის მწვერვალზე, ხოლო მასწავლებელი იქვე, ხის ჩრდილში იჯდა და წიგნს კითხულობდა.

მოსწავლე ძალიან დაიღალა, მაგრამ საღამოსთვის საქმეს მორჩა, ის შესრულებული სამუშაოს გამო, სიამაყის გრძნობით აღსავსე, მივიდა მასწავლებელთან და ჰკითხა:

- მასწავლებელო, ახლა შემიძლია გავიგო პასუხი ჩემს კითხვაზე?
- არა, - თავი გააქნია მასწავლებელმა, - შენ ჯერ მზად არა ხარ.
- და ეს ქვები რატომღა ავზიდე? - იკითხა შეშფოთებულმა მოსწავლემ.
- აი, - მასწავლებელმა საჩვენებელი თითი ზევით ასწია, - ჭკვიანი ადამიანი, ამ კითხვას მანამდე დასვამდა, ვიდრე ქვების ზიდვას დაიწყებდა“...


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
უფასო ტრანსპორტირება, სტანდარტის დაცვა... კიდევ რა ევალებათ ბაღებს ახალი დოკუმენტის თანახმად
150-300-ლარიანი დახმარება მრავალშვილიანი ოჯახებისთვის - რა შემთხვევაში გაიცემა თითო არასრულწლოვანზე 20-ლარიანი სუბსიდია
„შემიძლია ყველა მოსწავლესა და მშობელს ვუთხრა - საფრთხე არ არსებობს! გადამოწმდა ყველა სკოლა“
13 წლის გოგონას მანქანა დაეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
​დაუზარელმა მოსწავლეებმა მე-7 კლასიდან დარგეს რამდენიმე ხე და დაასუფთავეს სკოლის მიმდებარე ტერიტორია
წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებაზე დირექცია და პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ
ამ დღესთან დაკავშირებით, VIII კლასელებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია თემაზე - „სათბურის ეფექტი და გლობალური დათბობა“
სკოლაში ასევე გაიმართა კალიგრაფიის კონკურსი, რომელშიც ყველა კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ 
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება