სიახლეები
სიახლეები

თბილისის N48 საჯარო სკოლის მანდატურ ქალს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს - თავდამსხმელი დაკავებულია
23-02-2019
-
+

თბილისის N48 საჯარო სკოლის მანდატურ ქალს სცემეს. როგორც სკოლის დირექტორი ირმა ფუხაშვილი აცხადებს, კაცი, რომელიც მანდატურის ცემის გამო დააკავეს, ძალადობას ჯერ სკოლის მასწავლებელზე ცდილობდა, შემდეგ კი მეოთხეკლასელ ბავშვს აედევნა.

დირექტორის მტკიცებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ დაკავებული კაცი მისი სკოლის მოსწავლის მშობელია, სიმართლე არ არის. 

„ნასვამი კაცი, რომელიც მოგვიანებით, დააკავეს შემთხვევითი გამვლელი იყო. თავდაპირველად ის სკოლიდან გამოსულ პედაგოგს აედევნა და ძალადობის რისკის და ხმაურის ფონზე ინციდენტში მანდატურები ჩაერთნენ. მათ პედაგოგი სკოლაში შეიყვანეს, ამ დროს შეამჩნიეს, რომ ეს კაცი ჩვენი სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლეს აედევნა და მასთან ხელგადახვეული მიდიოდა. ბუნებრივია მანდატურები კვლავ შეეცადნენ სიტუაციის გარკვევას. ფიზიკური შეურაცხყოფა ერთ-ერთ მანდატურს მთვრალმა კაცმა სწორედ ამ მომენტში მიაყენა“, - აცხადებს სკოლის დირექტორი „პრაიმტაიმითან“.

მანდატური ფეხზე ტრავმით მე-5 კლინიკურ საავადმყოფოში მიიყვანეს, სადაც შესაბამისი პროცედურები ჩაუტარდა. ის ამჟამად უკვე გაწერილია.

როგორც მანდატურის სამსახურში აცხადებენ, ინციდენტი, რა დროსაც მანდატური ქალი დაშავდა, სკოლის გარე პერიმეტრზე მოხდა და მანდატურს შეურაცხყოფა ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა პირმა მიაყენა.

შსს-ს ცნობით, კაცი შემთხვევის ადგილზე პატრულმა ადმინისტრაციული წესით დააკავა. ინციდენტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.

კომენტარები

ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
„შემიძლია ყველა მოსწავლესა და მშობელს ვუთხრა - საფრთხე არ არსებობს! გადამოწმდა ყველა სკოლა“
13 წლის გოგონას მანქანა დაეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
მასწავლებლების ეროვნულ პრემიასთან დაკავშირებით სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
X კლასის მოსწავლეებმა გააკეთეს საინტერესო პრეზენტაცია, თემაზე - „სხვადასხვა ქვეყნის საფირმო კერძი, რომელიც აუცილებლად უნდა გასინჯო“
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის პედაგოგი მასწავლებელთა კონფერენციაში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა 
აქტივობებში ისინი დიდი ენთუზიაზმით, ხალისითა და მონდომებით იყვნენ ჩართულნი
საინტერესო

საზოგადოება