სიახლეები
სამასწავლებლო

მეგობრული მზრუნველობა და ერთმანეთის წარმატების მოლოდინი- თბილისის N173 საჯარო სკოლა შემაჯამებელი ტესტისთვის ემზადება
23-02-2019
-
+


მზრუნველობა გადამდებია და წარმატებაც სულ უფრო მასშტაბურ სახეს იღებს... Izrune.ge-ს სურს, სიამაყით მოგიყვეთ თბილისის N173 საჯარო სკოლის IV/3 „მეგობრულ კლასსა“ და მის გამორჩეულ დამრიგებელ მაია ხარატზე და მზრუნველი გამოცდილება თქვენც გაგიზიაროთ.

„ინოვაციურ საგანმანათლებლო პორტალით პირველივე დღიდან დავინტერესდით, დავესწარით პრეზენტაციას და მშობლებთან ერთად დეტალურად გავეცანით მის შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ მიდგომებს. სავარჯიშო ტესტების გავლის შემდეგ ბავშვებიც დიდი მონდომებით ჩაერთნენ izrune.ge-ში და მას შემდეგ ყოველი ხუთშაბათი დიდი ჟრიამულისა და ცოდნის გამოვლენის დღედ იქცა. ჩვენ „მეგობრული კლასის“ ტიტული მოვიპოვეთ და izrune.ge-სთან ერთად ინდივიდუალური თუ მთლიანი კლასის წარმატებით ამაყები ვართ. ახლა კიდევ უფრო დიდი მონდომებით ვემზადებით „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღისთვის“ და უფრო მეტი წარმატების მისაღწევად,“- მაია ხარატი.

123.jpg

თინა ჩიხლაძე „მეგობრული კლასის“ მეგობრული და წარმატებული მოსწავლის, ნათია ძაბახიძის დედაა. ამბობს, რომ Izrune.ge-სთან ერთად შვილისთვის შემეცნების პროცესი უფრო სახალისო გახდა და წინსვლის მოტივაციაც გაიზარდა:

„თვითონ სიამოვნებს და ძალიან ბედნიერია, რომ Izrune.ge-ს დიდი ოჯახის წევრია. ყოველ ხუთშაბათს მოუთმენლად ელოდება ტესტების გავლას და ინოვაციური მიდგომებით საკუთარ ცოდნას ამოწმებს, შემდეგ არასწორ პასუხებს ვიწერთ, ვიძიებთ მასალას და შედეგების გაუმჯობესებას ერთობლივად ვცდილობთ. მეც ხალისით ვერთვები და ველოდები „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“, რადგან ვფიქრობ, Izrune.ge ჩემი შვილის მრავალმხრივ განვითარებას შეუწყობს ხელს.“

7678.jpg

თეა კოპაძე მეგობრული და წარმატებული ნიკოლოზ კვენეტაძის მშობელია, დედა მოხარულია, რომ შვილი „მეგობრულ კლასში“ სწავლობს და მისი თანატოლები წინსვლაზე არიან ორიენტირებულნი:

„მახარებს, რომ ნიკოლოზის კლასმა მეგობრული კლასის ტიტული მოიპოვა, მახარებს შვილისა და მისი მეგობრების წარმატება Izrune.ge-სთან ერთად. ნიკოლოზი მოუთმენლად და ხალისით ელოდება ტესტების გავლას და ყოველ ჯერზე ცდილობს უკეთესი შედეგი აჩვენოს. ახლა 24 თებერვლის შემაჯამებელი ტესტისთვის ვემზადებით და ინოვაციურ საგანმანათლებლო პორტალთან ერთად მეტი წინსვლის იმედი გვაქვს.“

თავად ნათიასა და ნიკოლოზს ყველაზე მეტად Izrune.ge-ს ანიმაცია, სახალისო კითხვები და წამახალისებელი დიპლომები მოსწონთ. ახლა „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“ ელიან მოუთმენლად და ერთი სული აქვთ, როდის გაიზიარებენ ერთმანეთის წარმატებას „მეგობრულ კლასში“.

566.jpg


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება