სიახლეები
სიახლეები

ინგლისური ენის მასწავლებლებისთვის კონკურსი გამოცხადდა
22-02-2019
-
+


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ინგლისური ენის პედაგოგებისთვის კონკურსს აცხადებს.

გაეცანით კონკურსის ეტაპებს და პირობებს:

  • კონკურსის მონაწილე მასწავლებელი სრულფასოვნად უნდა დაესწროს ბრიტანეთის საბჭოსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტრენინგს „პროექტებზე დაფუძნებული სწავლება ინგლისური ენის გაკვეთილზე“;
  • მასწავლებელმა უნდა შეასრულოს ტრენინგის დავალება, შექმნას განსახორციელებელი პროექტის გეგმა, რომელიც შეფასებული და მოწონებული უნდა იყოს ტრენერის მიერ;
  • მასწავლებელმა უნდა შექმნას პროექტის აქტივობების ცალკეული გეგმები და განახორციელოს პროექტი სკოლაში მოსწავლეთა კონკრეტულ ჯგუფში, შექმნილი გეგმის მიხედვით. პროექტის ხანგრძლივობა უნდა იყოს მაქსიმუმ 4, მინიმუმ 2 კვირა.

მასწავლებელმა კონკურსის ნახევარფინალისთვის ბრიტანეთის საბჭოში უნდა წარმოადგინოს განხორციელებული პროექტი:

  • გეგმა ყველა გამოყენებულ რესურსთან ერთად (საგაკვეთილო გეგმები, ელექტრონული რესურსების ლინკები და ა.შ);
  • პრეზენტაცია, რომელიც ნათლად უნდა ასახავდეს პროექტის შეფასების რუბრიკებთან შესაბამისობას (შესაძლოა გამოყენებული იყოს აუდიო, ვიდეო, ფოტოები ა.შ);
  • მოსწავლეთა ჯგუფის მიერ მომზადებულ პრეზენტაცია, რომელშიც წარმოდგენილი იქნება პროექტის ფარგლებში შექმნილი საბოლოო პროდუქტი. მასწავლებელთა და მოსწავლეთა პრეზენტაციებს თან უნდა ახლდეს შესაბამისი კომენტარები.

კონკურსის ნახევარფინალში წარმოდგენილი პროექტები შეფასდება დანართი N1-ში მოცემული პროექტის შეფასების რუბრიკების მიხედვით. 

პროექტების ბრიტანეთის საბჭოში წარდგენის საბოლოო ვადაა მიმდინარე წლის 15 მარტი.

კონკურსის დოკუმენტაცია და პრეზენტაციები დარეგისტრირებულმა მასწავლებლებმა WeTransfer – ის მეშვეობით უნდა გააგზავნონ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე tamuna.kvachadze@ge.britishcouncil.org, სათაურით ‘PBL Competition Entry’.

კონკურსის ფინალი 2019 წლის მაისში გაიმართება.

სარეგისტრაციო ლინკი იხილეთ ბმულზე.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პედაგოგი განმარტავდა, რომ მან საკუთარი სიმართლისა და რეპუტაციის დაცვის მიზნით გაამჟღავნა აღნიშნული ინფორმაცია...
ბაღის თანამშრომლების პროფესიული განვითარების ცენტრი შეიქმნება - დეტალები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება