სიახლეები


სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობა სამუშაო ვიზიტით ისრაელს სტუმრობს
22-02-2019
-
+


სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობა სამუშაო ვიზიტით ისრაელში იმყოფება.

უნივერსიტეტს რექტორი, პროფ. ზურაბ ხონელიძე და ASSET ERASMUS+ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდის წევრები: ასოცირებული პროფესორი ლია ახალაძე, ასოცირებული პროფესორი კახა კვაშილავა, მოწვეული ლექტორები ნინო წულაია და ლევან კვარაცხელია წარმოადგენენ.

სსუ-ის პროფესორები, პროექტის მონაწილე ქართველ, ისრაელელ და ევროპელ კოლეგებთან ერთად, გალილეის ზღვის კინერეთის აკადემიურ კოლეჯს ეწვივნენ, სადაც ადგილობრივი აკადემიური პერსონალისათვის ტრენინგები ლ. ახალაძემ, ნ. წულაიამ და ლ. კვარაცხელიამ წარმატებით ჩაატარეს.

უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა პროექტის ხელმძღვანელთან, კინერეთის აკადემიური კოლეჯის პროფესორ დორით ალტთან ერთად. განიხილეს პროექტის მსვლელობის პროცესები და მ/წ მაისში, სსუ-ში ანალოგიური ღონისძიების გამართვის გეგმები.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის სტუმრობას მიესალმა კინერეთის აკადემიური კოლეჯის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანი, პროფესორი სიბილ ჰილბრუნი.

ვიზიტის ფარგლებში შედგა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ზ. ხონელიძესა და კინერეთის აკადემიური კოლეჯის პროფესორ შიმონ გეპშტაინთან. უმაღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელებმა ერთმანეთს გააცნეს მათი უნივერსიტეტები, საუნივერსიტეტო მისიები და აკადემიური პოტენციალი.

პროფ. შ. გეპშტაინი დაინტერესდა საუნივერსიტეტო დიპლომატიის იდეითა და მიზნებით. მან ხაზგასმით აღნიშნა ამ იდეის ინოვაციურობა და პერსპექტიურობა საგანმანათლებლო სივრცეში.

პროფ. ზ. ხონელიძემ კოლეგა საქართველოში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიწვია და შესთავაზა ორ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება. მიწვევა და აღნიშნული იდეა კინერეთის აკადემიური კოლეჯის პრეზიდენტმა სიამოვნებით მიიღო.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
ელექტრონული ჟურნალი გაითიშება - გაფრთხილება მასწავლებლებს
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ქულას დაკარგავთ, თუ მხოლობითი და მრავლობითი რიცხვი აგერევათ - ისტორიის ჯგუფის რჩევები აბიტურიენტებს
მასწავლებლების ახალი პოლიტიკა და შვებულების დაანგარიშების წესი - ცვლილებები ზოგადი განათლების შესახებ კანონში
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
კითხვები სპორტის სხვადასხვა სახეობებიდან მომზადდა
მოსწავლეებმა ყვავილები დარგეს, კედლის გაზეთი მოამზადეს და ადრე დარგული ნერგები მორწყეს
გარდა ამისა, მოსწავლეებმა თემატური ნამუშევრები შექმნეს, წიგნები წაიკითხეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
აღსანიშნავია, რომ ისინი გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად იაზრებენ
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
საზოგადოება