სიახლეები
სიახლეები

რა სახის ჯარიმები დაწესდება „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ დარღვევისთვის
22-02-2019
-
+


„ბავშვის უფლებათა კოდექსით“ გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის, ჯარიმები დაწესდება. ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის. კანონი „ბავშვის უფლებათა კოდექსთან“ ერთად, 2020 წლის პირველი ივნისიდან უნდა ამოქმედდეს.

კანონპროექტის თანახმად, არასრულწლოვნისთვის განათლების მიღებაში ხელშეშლა, არასრულწლოვნის ჩაბმა ან გამოყენება ისეთი სამუშაოს შესასრულებლად, რომელიც განათლების მიღებაში ხელს უშლის ან საზიანოა მისი ჯანმრთელობის, ფიზიკური, გონებრივი, მორალური, ემოციური ან სოციალური განვითარებისთვის, ფიზიკური პირის  1 000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს, ხოლო იურიდიული პირის შემთვევაში – 2 000 ლარის ოდენობით.

ინტერნეტგვერდზე ბავშვისთვის საფრთხის შემცვლელი ინფორმაციის განთავსება, ასევე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, ბიბლიოთეკებსა და ბავშვთა სპეციალიზებულ დაწესებულებებში ბავშვის ინტერნეტქსელზე წვდომის წესების დარღვევა ან კონტროლის განხორციელებაზე უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა 1 000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს. თუ იგივე ქმედება განმეორებით იქნება ჩადენილი, 3 000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს.

მასობრივ გასართობ საცეკვაო ცენტრებში (ღამის კლუბებში), ინტერნეტსალონებსა და კაფეებში ბავშვის დაშვების წესების დარღვევა საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტის 1 000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს. თუ იგივე ქმედება განმეორებით  იქნება ჩადენილი, 3 000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს.

18 წლამდე ასაკის პირის ინდუსტრიაში ჩაბმა, სადაც ხდება ალკოჰოლური სასმელების, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული სამკურნალო საშუალებების, თამბაქოს ნაწარმის წარმოება, დასაწყობება, ტრანსპორტირება ან რეალიზაცია 5 000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება განმეორებით  იქნება ჩადენილი,  დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით გამოიწვევს.

ჟურნალ-გაზეთებისა და ბეჭდური მედიის სხვა სახის პუბლიკაციების ბავშვზე მიყიდვა, ჩუქება ან სხვა ფორმით ხელმისაწვდომობა, რომლებიც ბავშვისთვის საფრთხის შემცველ ინფორმაციას შეიცავენ, 500 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს. თუ იგივე ქმედება განმეორებით  იქნება ჩადენილი, 1 000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს.

ვრცლად იხილეთ კანონპროექტი.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება