სიახლეები
სიახლეები

რომელ რეგიონშია ყველაზე მეტი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი მოსწავლე - განათლების სამინისტროს სტატისტიკა
26-02-2019
-
+


მოსწავლეებს, რომლებიც სკოლას წარმატებით ასრულებენ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ოქროსა და ვერცხლის მედლებს გადასცემს. 

Etaloni.ge დაინტერესდა, რომელი რეგიონები ლიდერობენ მედალოსანი მოსწავლეების რაოდენობით - აღნიშნულისთვის კი სამინისტროს მიერ ბოლო ორი სასწავლო წლის განმავლობაში გამოქვეყნებული მედალოსანთა სია გამოვიყენეთ.

როგორც 2016-2017 და 2017-2018 სასწავლო წლების მედალოსანთა სიის შედარების შედეგად აღმოჩნდა, ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი მოსწავლეების რაოდენობით თბილისის, იმერეთისა და შიდა ქართლის რეგიონები ლიდერობს.  

2016-2017 სასწავლო წლის სკოლადამთავრებულთა შორის 3 133 მედალოსანი მოსწავლე გამოვლინდა, მათ შორის 2 209 ოქროს და 924 ვერცხლის მედალოსანი მოსწავლე იყო. 

უფრო დეტალურად რეგიონების მიხედვით 2016-2017 სასწავლო წლის მედალოსანი მოსწავლეების რაოდენობა ასე გამოიყურება:

  • თბილისი - 670 ოქროსა და 291 ვერცხლის მედალოსანი მოსწავლე
  • იმერეთი - 447 ოქროსა და 148 ვერცხლის მედალოსანი მოსწავლე
  • შიდა ქართლი - 216 ოქროსა და 68 ვერცხლის მედალოსანი მოსწავლე
  • კახეთი - 195 ოქროსა და 70 ვერცხლის მედალოსანი მოსწავლე
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი - 179 ოქროსა და 108 ვერცხლის მედალოსანი მოსწავლე
  • აჭარა - 166 ოქროს და 87 ვერცხლის მედალოსანი მოსწავლე
  • ქვემო ქართლი - 131  ოქროსა და 45 ვერცხლის მედალოსანი მოსწავლე
  • სამცხე-ჯავახეთი - 93 ოქროსა და 55 ვერცხლის მედალოსანი მოსწავლე
  • გურია - 40 ოქროსა და 17 ვერცხლის მედალოსანი მოსწავლე
  • მცხეთა-მთიანეთი - 37 ოქროსა და 19 ვერცხლის მედალოსანი მოსწავლე
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 18 ოქროსა და 8 ვერცხლის მედალოსანი მოსწავლე
  • აფხაზეთი - 17 ოქროს და 8 ვერცხლის მედალოსანი მოსწავლე

რაც შეეხება 2017-2018 სასწავლო წლის ოქროსა და ვერცხლის მედალოსანთა რაოდენობას, სულ 2 975 მედალოსანი გამოვლინდა, მათგან 2 638 ოქროს მედალოსანია, ხოლო 337 ვერცხლის მედალოსანი.

რეგიონების მიხედვით 2017-2018 სასწავლო წლის მედალოსანთა რაოდენობრივი გადანაწილება რეგიონების მიხედვით შემდეგნაირია:

  • თბილისი - 779 ოქროსა და 360 ვერცხლის მედალოსანი მოსწავლე
  • იმერეთი - 533 ოქროსა და 187 ვერცხლის მედალოსანი მოსწავლე
  • შიდა ქართლი - 256 ოქროს მედადლოსანი მოსწავლე
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი - 232 ოქროსა და 87 ვერცხლის მედალოსანი მოსწავლეა
  • კახეთი - 224 ოქროსა და 94 ვერცხლის მედალოსანი მოსწავლე
  • აჭარა - 222 ოქროსა და 114 ვერცხლის მედალოსანი მოსწავლე
  • ქვემო ქართლი - 164 ოქროსა და 3 ვერცხლის მედალოსანი მოსწავლე
  • სამცხე-ჯავახეთი - 92 ოქროსა და 45 ვერცხლის მედალოსანი მოსწავლე
  • გურია - 61 ოქროსა და 16 ვერცხლის მედალოსანი მოსწავლე
  • მცხეთა-მთიანეთი - 38 ოქროსა და 13 ვერცხლის მედალოსანი მოსწავლე
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 22 ოქროსა და 11 ვერცხლის მედალოსანი მოსწავლე
  • აფხაზეთი - 15 ოქროსა და 7 ვერცხლის მედალოსანი მოსწავლე

აღსანიშნავია, რომ  მართალია სამინისტრომ უკვე დაამტკიცა 2017-2018 სასწავლო წლის ოქროსა და ვერცხლის მედალოსანთა სია, თუმცა გარკვეული ცვლილებები შესაძლოა კვლავ შევიდეს. შესაბამისად, მანამდე სანამ მოსწავლეებს აღნიშნულ მედლებს დაურიგებენ, შესაძლოა მედალოსანთა რაოდენობა შეიცვალოს, თუმცა რეგიონების მიხედვით მოსწავლეთა გადანაწილების საერთო სურათზე ეს ცვლილებები გავლენას ვერ მოახდენს.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
13 წლის გოგონას მანქანა დაეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
მასწავლებლების ეროვნულ პრემიასთან დაკავშირებით სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
დირექტორობის 210 კანდიდატი გასაუბრებაზე დღეს გავა - კონკურსის მეორე ეტაპი დაიწყო
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს
აღსანიშნავია, რომ ისინი გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად იაზრებენ
მისი დასრულების შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა
მოსწავლეებმა შემოქმედებითი შესაძლებლობები და უცხო ენის ცოდნის დონე გამოავლინეს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება