სიახლეები
ეტალონი

„ეტალონმა“ წაშალა ზღვარი ქალაქისა და რეგიონის საგანმანათლებლო სივრცეს შორის“- ონის გამორჩეული მოსწავლე გამოვლენილია
21-02-2019
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ- ჩემპიონატი გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით, ონის კულტურის ცენტრში ჩატარდა, სადაც „ონის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.

ღონისძიებას ონი მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შუქურა ჯაფარიძე, ონის მერის მოადგილე ლევან შერაზადიშვილი, მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის უფროსი მანანა ჩაგელიშვილი, რესურსცენტრის უფროსი ნინო მეტრეველი, სკოლის დირექტორები, მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.

ონი მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, შუქურა ჯაფარიძის თქმით, „ეტალონი“ მნიშვნელოვან როლს თამაშობს ონის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბავშვებისთვის, მათი ცოდნისა და შესაძლებლობების გამოვლენის მხრივ:

„დღევანდელი ემოცია სიხარულის ცრემლით იყო გამოხატული. ჩვენი მუნიციპალიტეტის ბავშვები და ზოგადად რაჭველები, განსაკუთრებით მაღალი ინტელექტუალური შესაძლებლობებით გამოირჩევიან. ჩემპიონატი ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით პერიფერიაზე მყოფი მუნიციპალიტეტებისთვის, ვინაიდან ბავშვებს არ აქვთ ხშირი შესაძლებლობა ინტეგრაციისა და საკუთარი ცოდნის გამოვლენის. მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა ამისთვის „ეტალონს“, აქვე ვუსურვებ წარმატებებს ჩვენს გამარჯვებულს და ვიმედოვნებ, ის მოიპოვებს „ეტალონი მოსწავლის სტატუსს“საქართველოს მასშტაბით“.

ონის მერის მოადგილემ, ლევან შერაზადიშვილმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადა პროექტს და აღნიშნა, რომ „ეტალონის“ სატელევიზიო სივრცეში დაბრუნება მნიშვნელოვანი და აუცილებელია:

„დღევანდელი ღონისძიება იყო ძალიან ემოციური. „ეტალონი“ ძალიან დიდ როლს თამაშობს ჩვენი ბავშვებისთვის და ვფიქრობ, რომ ის აუცილებლად უნდა იყოს ჩვენს სატელევიზიო სივრცეში. ყოველთვის და ყველგან მხარს ვუჭერთ „ეტალონს“ საქვეყნო საქმეში.“

მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის უფროსმა, მანანა ჩაგელიშვილმა აღნიშნა, რომ „ეტალონი“ ახერხებს წაშალოს განსხვავება რეგიონსა და დედაქალაქში მცხოვრებ ბავშვებს შორის:

„ვერ წარმოვიდგენდი, რომ „ეტალონთან“ ერთად ჩვენი მოსწავლეების მომზადების დონე ასე შეიძლებოდა გაზრდილიყო. ჯანსაღი შეჯიბრი არის ის, რაც განვითარებას და პროგრესს უწყობს ხელს. და მე დღეს ამაყი ვარ მოსწავლეთა ჩართულობითა და შედეგებით. „ეტალონის“ ყველაზე დიდი დამსახურებაა, რომ წაშალა განსხვავება რეგიონისა და ქალაქის სკოლებს შორის. ამისთვის, დიდი მადლობა პროექტის ავტორს გოჩა ტყეშელაშვილს და მთელ შემოქმედებით გუნდს“.

რესურსცენტრის უფროსმა, ნინო მეტრეველმა მადლობა გადაუხადა „ეტალონს“ მომავლის საქმეში შეტანილი წვლილისთვის:

„ონში ნამდვილად ძალიან ნიჭიერი ბავშვები გვყავს. ბევრ მათგანთან პირადად მაქვს შეხება, რადგან ხშირად გვიწევს თანამშრომლობა სხვადასხვა პროექტის ფარგლებში. ჩვენი „ეტალონი მოსწავლე“, ერთ-ერთი გამორჩეული და უნიჭიერესი მოსწავლეა მუნიციპალიტეტში. ძალიან მიხარია, რომ სოფლის სკოლების მოსწავლეების ძალიან მაღალი შედეგები დაფიქსირდა და ისინი არაფრით ჩამორჩებიან სხვა ბავშვებს. მე თქვენთან ერთად დავინახე, რა დიდი მნიშვნელობა აქვს არაფორმალურ განათლებას, სკოლის განათლებასთან ერთად. ამ ბავშვების მშობლებთანაც უშუალო შეხება მაქვს და ვიცი, რომ მათთვის პრიორიტეტი არის სწავლა- განათლება. ჩვენ აქამდეც არასოდეს დაგვიჩაგრავს არცერთი სკოლა, მაგრამ დღევანდელი ჩემპიონატიდან გამომდინარე, უკვე არაერთი გეგმა დავსახე მათთან უფრო აქტიური თანამშრომლობისთვის. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ არაჩვეულებრივი იდეებისთვის და ჩვენს მოსწავლეებს ვუსურვებ ძალიან დიდ წარმატებებს“.

ღარის საჯარო სკოლის დირექტორმა, ანა მეტრეველმა „ონის ეტალონ მოსწავლეს“ წარმატება მიულოცა და აღნიშნა, რომ ღარის საჯარო სკოლის მოსწავლეები განსაკუთრებული მონდომებით ემზადებიან ჩემპიონატისთვის:

„პირველ რიგში, დიდი მადლობა პროექტს, რომელიც ძალიან ზრდის მოტივაციას ბავშვებში. ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა რაც გაიგეს, რომ ჩემპიონატი იწყებოდა, წიგნი არ გაუშვიათ ხელიდან, პირდაპირი მნიშვნელობით. წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ნიჭიერ ბიჭს და წარმატებებს ვუსურვებ „ეტალონს“, რომელსაც ამხელა სიხარული მოაქვს ბავშვებისთვის“.

„ონის ეტალონი მოსწავლის" ტიტული ღარის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლემ, ნიკა ორდინიძემ მოიპოვა: 

„ემოციებსაც ვერ გამოვხატავ , ახლა ისე ვარ. ვემზადებოდი, ვცდილობდი მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია მიმეღო სხვადასხვა საშუალებით. წელს მეორედ მივიღე მონაწილეობა და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ „ონის ეტალონი მოსწავლე“გავხდი.

დღევანდელ შეჯიბრში გამარჯვებულმა „ონის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული და საქართველოს ეროვნული ინტელექტ- ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება