სიახლეები
ყველაზე პოპულარული
რჩევები

მარტივად მოსამზადებელი 3 კერძი მასწავლებლებისთვის
20-02-2019
-
+


მასწავლებლის პროფესია ერთ-ერთი ყველაზე დამღლელი და რთულია მსოფლიოში არსებულ პროფესიებს შორის. 

ხშირად სახლში დაბრუნებულ მასწავლებელებს, საჭმელი გასაკეთებელი ხვდებათ, რათა საღამოს შინ მისულ ოჯახის წევრებს გემრიელი ვახშამი დაახვედრონ. გთავაზობთ, სამ მარტივად მოსამზადებელ კერძს, სპეციალურად მასწავლებლებისთვის:

1. მაკარონი ხორცით

2th12quy.3pt.jpg

საჭირო მასალა:

მაკარონი - 500 გრ

საქონლის ფარში - 500 გრ

ხახვი - 1 თავი

ზეთი - 25 მლ

გახეხილი ყველი, შვეიცარული - 200 გრ

ოხრახუში - 6-7 ღერი

მარილი და შავი წიწაკა - გემოვნებით

როგორ მოამზადოთ:

მოხარშეთ მაკარონი მარილიან წყალში, მოათავსეთ თუშფალანგზე და კარგად დაწურეთ,  გააცხელეთ ზეთიანი ტაფა, დააყარეთ ფარში და მოშუშეთ, თან შიგადაშიგ საჭყლეტით დასრისეთ და ურიეთ. დააყარეთ წვრილად დაჭრილი ხახვი. მზად რომ იქნება, უყავით მარილი, შავი წიწაკა და თქვენთვის სასურველი სუნელები. შეურიეთ ერთმანეთს მომზადებული ფარში, მაკარონი, გახეხილი ყველი და დაჭრილი ოხრახუში, გადაიტანეთ ცეცხლგამძლე ჭურჭელში და შედგით 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 10-15 წუთი.

2. პიცა ტაფაზე

4444686.JPG

საჭირო მასალა:

არაჟანი - 4 სკ

მაიონეზი - 4 სკ

კვერცხი - 2 ცალი

ფქვილი - 9 სკ

როგორ მოამზადოთ:

შეურიეთ ერთმანეთს 4 სკ არაჟანი, 4 სკ მაიონეზი, 2 კვერცხი და 9 სკ ფქვილი. მიიღებთ არაჟნის კონსისტენციის ცომს, რომელსაც დაასხამთ ზეთიან ტაფაზე და ზემოდან მოაწყობთ თქვენთვის სასურველ ინგრედიენტებს, გახსოვდეთ ყველი ძალიან უხდება.  დააფარეთ ტაფას თავი და შემოდგით დაბალ ცეცხლზე. დილის პიცაც რამოდენიმე წუთში მზადაა.

3. მდნარი ყველის სუპი

yvelis_supi.jpg

საჭირო მასალა:

მდნარი ყველი - 150 გ

სულგუნი - 2 ნაჭერი

რძე - 1 ლ

ხახვი - 1 თავი

ფქვილი - 1 ს/კ

კარაქი - 2-3 ს/კ

მარილი

ნიორი - 1 კბილი

პილპილი

კამა

როგორ მოამზადოთ:

ყველი დავჭრათ. ხახვი და კამა წვრილად დავკეპოთ. ხახვი კარაქში მოვშუშოთ, დავაყაროთ ფქვილი და 1-2 წუთში დავასხათ რძე, თან ვურიოთ, რომ ერთგვაროვნება არ დაკარგოს. როცა რძე შეთბება, ჩავუმატოთ ყველი და მუდმივი მორევით ვხარშოთ, სანამ ყველი ბოლომდე გადნება და წამოდუღდება. დავაყაროთ მარილი, დანაყილი ნიორი და დაჭრილი კამა.


კომენტარები


სკოლები

გარემოსდაცვით ღონისძიებაში მოსწავლეები ხალისით ჩაერთნენ და იაქტიურეს

მეხუთეკლასელებმა დედებს დღესასწაული ინგლისურ ენაზე მიულოცეს

ღონისძიებას მუსიკის მასწავლებელი სათენიკ ჰოვჰანნისიანი უძღვებოდა

მოსწავლეებმა „ეტალონში“ წარმატებით იასპარეზეს

სიახლეები

2019 წლის აბიტურიენტთა ცნობარში ცვლილებები შევიდა. 

ამ დღესთან დაკავშირებით, საჯარო სკოლებში სწავლის პროცესი რამდენიმე დღით 

საინტერესო

იმისათვის რომ არ გამოგრჩეთ რომელიმე სურვილი, წინასწარ ჩამოწერეთ ფურცელზე და წაიკითხეთ.


ჯილდოს საუკეთესო ათეულშია ქართველი მასწავლებელი, ლადო აფხაზავა, რომელიც 24 მარტს გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას 

იყო მასწავლებელი ნიშნავს, რომ საგაკვეთილო პროცესის ეფექტურად წარმართვისა და

სამასწავლებლო სკოლის შენობაში ერთერთი ყველაზე საინტერესო და აქტიური ადგილია

ეტალონი

დუშეთის რესურსცენტრში ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის პრეზენტაცია გაიმართა

ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართვა ქარელის მუნიციპალიტეტის ნებისმიერი სკოლის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეს შეუძლია. 


ტესტირება სკოლებში „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად სკოლებში ჩატარდება.


 საჩხერის ღონისძიებას ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი გაუძღვება

საზოგადოება