სიახლეები
სამასწავლებლო

რა ხარჯებთან არის დაკავშირებული გაზით, დენითა და ინტერნეტით სკოლების მომარაგება და რა პრობლების წინაშე არიან რეგიონების სკოლები
18-02-2019
-
+


რამდენად არის გადაჭრილი ინფრასტრუქტურული გამოწვევები სკოლებში, როგორ ახერხებენ სკოლის დირექტორები დენის, გაზისა და ინტერნეტის გადასახადების დაფარვას - ამ კითხვით სხვადასხვა რეგიონების სკოლების დირექტორებს მივმართეთ. 

მოგეხსენებათ, რომ სკოლები ვაუჩერული სისტემით ფინანსდება, რაც დამოკიდებულია მოსწავლეთა რაოდენობაზე... შედარებით განსხვავებულია მაღალმთიანი და მცირეკონტიგენტიანი სკოლების დაფინანსების სქემა. 

როგორც კომენტარებიდან გავარკვიეთ, ამ შემთხვევაში ყველაზე ნაკლები პრობლემა მაინც მცირეკონტიგენტიან სკოლებს ექმნებათ. ასევე, რეგიონების რიგი სკოლები ჯერჯერობით გაზიფიცირებული არ არის. ზოგიერთ სკოლას კი მაღალი გადასახადის გამო, გათბობაზე ეკონომიის გაკეთება უწევთ.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლის დირექტორი მაია სიმონიძე:

„გამომდინარე იქიდან, რომ სოფელი ამ ეტაპზე არ არის მთლიანად გაზიფიცირებული, სკოლას გაზით გათბობის საშუალებაც არ აქვს და ვსარგებლობთ ღუმელებით. ინტერნეტის პრობლემა სკოლაში არ არსებობს. ჩვენი მოსწავლეები აქტიურად იყენებენ კომპიუტერების ოთახს. აკეთებენ პრეზენტაციებს და ასრულებენ სხვადასხვა სახის დავალებებს“.

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეკეიძეების საჯარო სკოლის დირექტორი თემურ მიქელაძე:

„ვფიქრობ, ინტერნეტი აუცილებელია მოსწავლეებისთვის. გვაქვს სკოლაში კაბინეტი, რომლითაც, საჭიროების შემთხვევაში, ჩვენი მოსწავლეები ნებისმიერ დროს სარგებლობენ. ასევე მოგვარებულია დენის პრობლემა და მოხარული ვარ იმით, რომ სკოლების ბიუჯეტი არის იმდენად კარგად დაგეგმილი, რომ გადასახადებთან დაკავშირებული პრობლემები სკოლებს ნამდვილად არ გააჩნია. ამ ეტაპზე არ გვაქვს გაზი, გამომდინარე იქიდან, რომ ზოგადად სოფელში არ არის გაზი და სკოლა თბება შეშით“.

თბილისის N84 საჯარო სკოლის დირექტორი მანანა ბაციკაძე:

„ჩვენ სკოლაში მოგვარებულია როგორც გაზის, ასევე დენის და ინტერნეტის საკითხი და სკოლა, საკუთარი ფინანსებით, ახერხებს კომუნალურების დაფარვას. ინტერნეტი, რომლის საშუალებითაც სკოლაში ხორციელდება არაერთი პროექტი, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სკოლის მოსწავლეებისთვის“.

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ კინჩხის საჯარო სკოლის დირექტორი მურთაზ კუხალაშვილი:

„ჩვენს სკოლაში ინტერნეტის და კომპიუტერის საშუალება არის. პერსონალური კომპიუტერების გარდა სამი კომპიუტერი გვაქვს, რომლითაც ჩვენს მოსწავლეებს შეუძლიათ, ნებისმიერ დროს ისარგებლონ. გაზი ჩვენთან არ არის, შესაბამისად სკოლა შეშით თბება. შემიძლია ვთქვა, რომ არასოდეს გვაქვს გადასახადების პრობლემა, პირიქით, ჩვენს შევძელით დაგვეგროვებინა გარკვეული თანხები, რომლითაც ახლა ვაპირებთ განვახორციელოთ სკოლაში არსებული სპორტდარბაზის რემონტი“.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჭალეს თემის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ლოდიკო აკობია:

„გათბობის სისტემასთან დაკავშირებით ნამდვილად  გვაქვს პრობლემა. ამ დროისთვის სკოლაში ცენტრალური გათბობაა და ქვანახშირით თბება. გამომდინარე იქიდან, რომ ეს ძალიან დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული, გვიწევს ძალიან ეკონომიურად გამოვიყენოთ აღნიშნული რესურსი და ძალიან გვჭირს ამ კუთხით. რაც შეეხება დენსა და ინტერნეტს, ამათან დაკავშირებით პრობლემა არასოდეს გვქონია და როგორც ჩვენი მოსწავლეებისთვის, ასევე მოსწავლეებისთვის ინტერნეტი ნებისმიერ დროს ხელმისაწვდომია“.

სერგო ჯაიანის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხიხაძირის საჯარო სკოლის დირექტორი არჩილ ხალვაში:

„სკოლაში დენის პრობლემა მთლიანად მოგვარებულია. ფაქტიურად, ძალიან ბევრსაც არ ვხარჯავთ და დიდი თანხა არ არის. დაახლოებით 5000 ლარამდე იხარჯება, რასაც სკოლა მისი დაფინანსებით იხდის. რაც შეეხება ინტერნეტს, რომელიც სკოლის არსებობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, სამწუხაროდ არ არის გამართული. ყოველდღიურად გვიწევს დარეკვა, ამ პრობლემის აღმოფხვრის თაობაზე. მოგეხსენებათ, არსებობს სკოლაში გაკვეთილები, რომელსაც ინტერნეტის გარეშე უბრალოდ ვერ ჩაატარებ, ამ შემთხვევაში ვიყენებთ საკუთარ ტელეფონებს და ეს ძალიან რთულია. ამდენად, ინტერნეტის ეს გაუმართაობა, ძალიან აფერხებს სასწავლო პროცესებს. ცენტრალური გათბობის სისტემა სკოლაში არსებობს, თუმცა რეალურად ის ამ დროისთვის არ მუშაობს, სკოლა ახერხებს ღუმელებითა და შეშით გათბობას და უკვე გაზაფხულიდან ველოდებით ამ პრობლემის მოგვარებასაც“.

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალციხის საჯარო სკოლის დირექტორი მაია ბროლაძე:

„სოფელი, ზოგადად, არ არის გაზიფიცირებული, ამდენად სკოლა შეშით თბება. დენის და ინტერნეტის პრობლემა მოგვარებულია. არასოდეს გვაქვს კომუნალურების გადახდის პრობლემა, გამომდინარე იქიდან, რომ სკოლა არის მცირეკონტიგენტიანი, დაფინანსება ზომაზე მეტიც კი გვაქვს. ინტერნეტს როგორც პედაგოგები ასევე მოსწავლეები ძალიან აქტიურად იყენებენ. სხვადასხვა მასალების მოსაძიებლად და პროექტების განსახორციელებლად ინტერნეტი ჩვენი მოსწავლეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“.

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ არსარვანის საჯარო სკოლის დირექტორი კონსტანტინე ხორგუანი:

„ამჟამად სკოლაში საქვაბე გვაქვს გაკეთებული და ქვანახშირის საშუალებით ვთბებით. მართალია, დენისა და ინტერნეტის გადასახადი ძალიან მაღალია, მაგრამ ორივე იმდენად მნიშვნელოვანია სკოლისთვის, რომ ვახერხებთ ორივე დავფაროთ. ინტერნეტით ჩვენი ბავშვები ყოველდღიურად სარგებლობენ და ვთვლი, ამის გარეშე სასწავლო პროცესი ძალიან რთული იქნება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული სკოლისთვის“

დავით კაკიაშვილის სახელობის ქალაქ ხაშურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი თამარ მახათაძე:

„მართალია, ჩვენი სკოლისთვის გაზიც, დენიც და ინტერნეტიც ხელმისაწვდომია, მაგრამ არსებული ფინანსებიდან გამომდინარე, ძალიან ეკონომიურად გვიწევს გაზის გამოყენება, რადგან გათბობა ძალიან დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. მოგეხსენებათ, ორშაბათობით სკოლაში განსაკუთრებით ცივა და ბავშვები ფაქტიურად ქურთუკების გახდას ვერ ახერხებენ. ჩვენ, რომ 24 - საათიან რეჟიმში ჩართული გვქონდეს გაზი, თვეში მინიმუმ 5000 ლარი გვექნება გადასახდელი, რისი საშუალებაც სკოლას ნამდვილად არ გააჩნია. ინტერნეტით აღჭურვილი კომპიუტერები სკოლაში რამდენიმე კაბინეტში გვაქვს. ბავშვებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია და აქტიურად იყენებენ, რა თქმა უნდა. იყო საუბარი იმაზეც, რომ არა მხოლოდ კაბინეტებში, არამედ სასწავლო კლასებშიც იყოს ამის საშუალება და იმედია ეს დღეც მალე მოვა“.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
მასწავლებელთა ახალი გამოცდის პროგრამა - 5 მთავარი საკითხი, რომელიც ტესტირებაზე უნდა იცოდეთ
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
მასწავლებელმა მოსწავლეებს მრავალფეროვანი აქტივობები და სხვადასხვა სასწავლო რესურსი შესთავაზა
 
მოსწავლეებმა ქართულ ენას ხოტბა შეასხეს, ისაუბრეს დედაენის დღის მნიშვნელობაზე და ერის თვითმყოფადობის შენარჩუნებაში მის როლზე
 
მოწაფეებმა ლექსები მხატვრულად წაიკითხეს და შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს
 
II კლასის მოსწავლეები ხალისით ჩაერთნენ სხვადასხვა სახის შედეგზე ორიენტირებულ აქტივობაში
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება