ახალსოფლის საჯარო სკოლის მოსწავლემ ვახტანგ აბრამიშვილმა „ეტალონის“ მუნიციპალურ ტურში მეორე ადგილი დაიკავა
15-02-2019
დაკოპირებულია
-
+
თიანეთის მუნიციპალიტეტის, ახალსოფლის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლემ - ვახტანგ აბრამიშვილმა ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მე-2 ტურში წარმატებით იასპარეზა.
სკოლის აღსაზრდელმა მეორე ადგილი დაიკავა და სულ რამოდენიმე წამი დააკლდა მუნიციპალიტეტის „ეტალონი“ მოსწავლის ტიტულის დასაუფლებლად.
ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექცია ულოცავს ვახოს ამ დიდ წარმატებას და უსურვებს უფრო დიდ გამარჯვებებს მომავალში.
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი თიანეთის N2 საჯარო სკოლაში გაიმართა. ჩემპიონატში მუნიციპალიტეტის 11 საჯარო სკოლის 66 მოსწავლე მონაწილეობდა.