სიახლეები
სკოლები

გორელოვკის სკოლის მოსწავლეებმა ''თავისუფალი გაკვეთილის'' ფარგლებში სკოლის ლოგო შექმნეს
21-02-2017
-
+


გორელოვკის N1 სკოლის მე-6 და მე-7 კლასში ''თავისუფალი გაკვეთილი'' ჩატარდა. გაკვეთილის თემა ''ჩემი სკოლის ისტორია'' იყო.

სკოლის დირექტორმა ტატიანა კარევამ და მშობლიური ენის მასწავლებელმა ოლგა კურბატოვამ მოსწავლეებს გორელოვკის რუსული სკოლის დაარსების ისტორია გააცნეს. 

ოლგა კურბატოვა: '' მოსწავლეებს სკოლის დაარსების შესახებ მივაწოდეთ ინფორმაცია. 1903 წელს გორელოვკაში  ეთნიკური რუსებისათვის გაიხსნა პირველი რუსული სკოლა, რომელიც შემოწირულობების ხარჯზე აშენდა. ერთერთი შემომწირველი ცნობილი მწერალი ლევ ტოლსტოი იყო.''

მოსწავლეებმა დაათვალიერეს ისტორიული ფოტოები, სადაც აღბეჭდილი იყო სკოლის პირველი მასწავლებელი და მოსწავლეები. პედაგოგები მოსწავლეებს ''დუხობორების'' შესახებაც ესაუბრნენ. ტატიანა კარევა: ''მოსწავლეებს ვესაუბრეთ თუ, რა როლი ჰქონდა სკოლას ეთნიკური ''დუხობორებისათვის'' და რა წვლილი შეიტანა ''დუხობორთა'' თემის განვითარების საქმეში.''

გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებმა დავალებაზე იმუშავეს - შექმნეს სკოლის ლოგო. მათ ჯგუფური მუშაობის შედეგად რამდენიმე სახის ნამუშევარი წარმოადგინეს და გამოავლინეს სკოლის საუკეთესო ლოგო.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ქობულეთის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ღმერთმა რომ საქართველოს გადმოხედოს, ატირდება“ - 23 აპრილი ივანე ჯავახიშვილის დაბადების დღეა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
რესურსცენტრების ახალი დებულება - რომელ 5 ტერიტორიულ ორგანოს შეეხო ცვლილება და რა დაევალათ სკოლის დირექტორებისა თუ სამეურვეო საბჭოების მიმართულებით
მეთორმეტეკლასელებს სამი საგნის ექსპერტები შეხვდებიან - დეტალები
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
წიგნის სიყვარულის გაღვივების და ინტერესის გაჩენის მიზნით სკოლა ამ დღეს ყოველწლიურად სხვადასხვა სახის აქტივობით უერთდება
პროექტზე მუშაობდნენ მეოთხე კლასის მოსწავლეები მასწავლებელ ხათუნა ქამადაძესთან ერთად

 
ზემო ხანდაკის საჯარო სკოლის VI კლასში ბუნების გაკვეთილზე გაიმართა ლექცია-სემინარი
 
ღონისძიების ორგანიზატორი-ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი/ეკოკლუბის ხელმძღვანელი ლია რამიშვილი გახლდათ
საინტერესო
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
როგორ უნდა გამოიყენოთ ნოველები სასწავლო პროცესში, როგორც სწავლების სტრატეგია?
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება