სიახლეები
სამასწავლებლო

რა სახის უნდა იყოს მასწავლებლების გამოცდა - დირექტორები საკუთარ აზრს გვიზიარებენ
12-02-2019
-
+


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, მანანა რატიანის განცხადებით, პედაგოგების გამოცდის ფორმატზე მსჯელობა მიმდინარეობსმისი თქმით, მასწავლებლების გამოცდის თეორიულ ნაწილს პრაქტიკული კომპონენტიც დაემატება. 

etaloni.ge სკოლების დირექტორებს დაუკავშირდა და გაიგო მათი მოსაზრებარა, რა სახის უნდა იყოს მასწავლებლების გამოცდა  და რას ფიქრობენ გაჟღერებულ ინიციატივასთან დაკავშირებით.

დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლის დირექტორი ეთერ ოთარაშვილი:

„ვფიქრობ, თეორიული გამოცდა სრულიად საკმარისია. თუ ტესტში მოცემული იქნება პრაქტიკული სიტუაციები, პედაგოგის პასუხის დაფიქსირების შემდეგ გამოჩნდება მისი ცოდნა და გამოცდილება. ვფიქრობ, არ იქნება შედეგიანი ჯერ თეორიული და შემდეგ პრაქტიკული გამოცდა“.

რუსთავის N23 საჯარო სკოლის დირექტორი მზია კიწმარიშვილი:

„სიმართლე გითხრათ, მე არ მეგულება პედაგოგი, რომელიც გაკვეთილს ვერ ატარებს. მასწავლებლებმა წარმატებით გაიარეს სხვადასხვა ტრენინგი და იციან როგორ უნდა დაგეგმონ და ჩაატარონ გაკვეთილები. ამდენად, ვფიქრობ, მხოლოდ თეორიული გამოცდაც საკმარისი იქნებოდა და არ არის საჭირო პრაქტიკული კომპონენტი. თუმცა, აქვე ვიტყვი იმასაც, რომ სერტიფიკატი, რომელსაც პედაგოგი გამოცდის საფუძველზე იღებს, არის მხოლოდ მუშაობის უფლება, თუმცა, შემდეგ უკვე მისი პროფესიონალიზმი მჟღავნდება უშუალოდ ბავშვებთან ურთიერთობისას, გაკვეთილის ჩატარების დროს“.

მარნეულის N2 საჯარო სკოლის დირექტორი შორენა ხუხუა:

„პრაქტიკული ნაწილი ისედაც იყო, გარე დაკვირვებების სახით. ხშირად გაგვიგია, ალბათ, სიტყვები, რომ რომელიმე პედაგოგმა ძალიან კარგად იცის თეორია, მაგრამ არ შეუძლია ის პრაქტიკაში გამოიყენოს. ამდენად, ვთვლი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია პედაგოგმა გარდა თეორიულისა, აჩვენოს პრაქტიკული ცოდნაც და ასე დაადასტუროს მისი კომპეტენცია. არა როგორც დირექტორი, არამედ როგორც პედაგოგი ვთვლი, რომ ეს არ იქნება რაღაც საგანგაშო სიახლე მასწავლებლებისთვის. ამდენად, მე ძალიან მშვიდად ვუყურებ ამ იდეას და ვთვლი, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, როგორი ხელმძღვანელი ჰყავს სკოლას და რამდენად დიდ მოტივაციას უქმნის ის მისი სკოლის პედაგოგებს აიმაღლონ სტატუსი და იყვნენ წარმატებულები“. 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორითის საჯარო სკოლის დირექტორი სერგო ლაბაძე:

„დავიწყებ იმით, რომ პედაგოგებისთვის კრედიტქულების დაგროვების სისტემის გაუქმება ძალიან სწორი იყო, რადგან ეს ძალიან დიდ დროს მოითხოვდა. თეორიული გამოცდით ცოდნა შეიძლება დაადასტუროს პედაგოგმა, თუმცა, მას არ ჰქონდეს უნარი პრაქტიკაში გამოიყენოს ეს ცოდნა. ამდენად, ვფიქრობ გარკვეულწილად აუცილებელია როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული გამოცდაც, თუმცა, ამ დროისთვის ჩვენთვის უცნობია, კონკრეტულად რა სახის იქნება პრაქტიკული კომპონენტი, ამდენად კონკრეტული კომენტარის გაკეთება რთულია“.

ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ გომარეთის საჯარო სკოლის დირექტორი მზია სარსევანიძე:

„ვფიქრობ, პრაქტიკული გამოცდის შემოღება იქნებოდა ძალიან კარგი იდეა, რადგან შეიძლება თეორიულ ნაწილში მასწავლებელმა ყველაფერი იცოდეს და არ ჰქონდეს უნარი პრაქტიკაში ეს ცოდნა გადასცეს მოსწავლეს. ამდენად, ჩემი აზრით აუცილებელია, როგორც თეორიული ასევე პრაქტიკული გამოცდა“.

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოღოხაშის საჯარო სკოლის დირექტორი ჯილდა ცომაია:

„მე პირადად ფიზიკის მასწავლებელი ვარ და სამართლიანად მიმაჩნია, პედაგოგმა ჩააბაროს როგორც თეორიული გამოცდა, ასევე პრაქტიკული. ვფიქრობ, აუცილებელია ტრენინგები, რომლის გავლის შემდეგაც პედაგოგი გავა გამოცდებზე. გამოცდები კი, შესაძლებელია წელიწადში ორჯერაც იყოს“.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამრეკლოს საჯარო სკოლის დირექტორი ნანული ჭიღიტაშვილი:

„ძალიან მნიშვნელოვანია, თეორიულთან ერთად პედაგოგმა ჩააბაროს პრაქტიკული გამოცდაც, რადგან მასწავლებელი მხოლოდ თეორიულ ნაწილში კი არ უნდა შემოწმდეს, არამედ ჩატარებული გაკვეთილის მიხედვითაც. ძალიან ბევრი სერტიფიცირებული მასწავლებელია, რომელიც გაკვეთილის ჩატარების პროცესში არ ამჟღავნებს ცოდნას. ამდენად, ეს ძალიან მნიშვნელოვანი და მისასალმებელი გადაწყვეტილებაა“.

ბოლნისის N2 საჯარო სკოლის დირექტორი მანანა ადამია:

„რადგან ამ დროისთვის ჩვენთვის უცნობია, კონკრეტულად რა სახის იქნება პრაქტიკული გამოცდა, რთულია კომენტარის გაკეთება, თუმცა, მე მაინც ვფიქრობ, რომ საგანი თუ ჩააბარა მასწავლებელმა, თუ აქვს მას შესაბამისი გამოცდილება და ცოდნა, აღარ არის საჭირო პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება. კარგი მეთოდია გაკვეთილებზე დასწრება, რომელიც ისედაც ხდება სკოლაში, ამ საშუალებით ჩვენთვის, ყველასთვის უკვე კარგად ხდება ცნობილი პედაგოგის შესაძლებლობები. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ კრედიტქულების დაგროვების სისტემის გაუქმება იყო ძალიან სწორი გადაწყვეტილება“. 


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება